პირველადი პრევენცია
მაღალი რისკის პაციენტების ჯგუფებისთვის არ არის ხელმისაწვდომი პროფილაქტიკური მკურნალობა.
Ixodes scapularis (ირმის ტკიპებისთვის) ენდემურ ზონებს შეძლებისდაგვარად უნდა მოვერიდოთ მაისიდან სექტემბრამდე, განსაკუთრებით, ტკიპებით ინვაზირებულ ზონებს.[1] თუ ტკიპის მიმართ ექსპოზიციის თავიდან აცილება შეუძლებელია, კანის ღია უბნები უნდა დავიფაროთ ღია ფერის ტანსაცმლით და კანი და ტანსაცმელი ვიზუალურად ხშირად უნდა შევამოწმოთ მიმაგრებამდე. ტკიპების და მწერების DEET შემცველი საშუალების გამოყენება კანზე და ტანსაცმელზე უზრუნველყოფს დამატებით დაცვას, ისევე, როგორც ტანსაცმელზე პერმეტრინის გამოყენება.[1] ტკიპის კვება შეიძლება გაგრძელდეს 48-დან 72-მდე საათის ან მეტი ხნის განმავლობაში. მიმაგრებული ტკიპები დროულად უნდა მოიხსნას, რადგან ინფექციის რისკი იზრდება იმ დროსთან ერთად, რომლის განმავლობაშიც ტკიპა მიმაგრებულია.
მეორეული პრევენცია
ბაბეზიოზი ქვეყნის მასშტაბით შეტყობინებადი დაავადებაა ზოგიერთ ქვეყანაში და უნდა შეატყობინონ ადგილობრივ ხელისუფლებას.
როგორც პირველადი პროფილაქტიკის დროს, პროფილაქტიკური ზომები შემოიფარგლება მხოლოდ ირმის ტკიპების (Ixodes scapularis) მიმართ ექსპოზიციის თავიდან აცილებით, დაავადებისთვის ენდემურ ზონებში და აგრეთვე DEET შმცველი მწერების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით ტყიან ადგილებში ყოფნისას.
ვინაიდან ბაბეზიოზის გადაცემა, ჩვეულებრივ, არ ხდება ადამიანიდან ადამიანზე, ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის შემთხვევაში საჭირო არ არის სკრინინგი ან პროფილაქტიკა. თუმცა, არსებობს სისხლის დონორებისგან გადაცემის რისკი გადასხმასთან დაკავშირებული შემთხვევების გამოჩენასთან ერთად.[21] აქედან გამომდინარე, სამეცნიერო წრეებში იყო დისკუსია სისხლის დონორების ბაბეზიოზზე რუტინული სკრინინგის საჭიროების შესახებ.[44] აშშ სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ნუკლეინის მჟავას და ფლუორესცენტური იმუნოანალიზის ტესტები დონორის სკრინინგულ ტესტების სახით გამოსაყენებლად მთლიან სისხლზე, სისხლის კომპონენტებზე და ცოცხალ ორგანოების და ქსოვილების დონორებზე. FDA რეკომენდაციას უწევს რეგიონალურ ტესტირებას ბაბეზიაზე სისხლის დონორის ნიმუშებში, ნუკლეინის მჟავების ტესტების გამოყენებით.[16]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას