ახალი ტიპის მკურნალობა

პენტამიდინი პლუს ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი

ეს კომბინაცია ზომიერად ეფექტურია სიმპტომების გასაუმჯობესებლად და პარაზიტემიის ასალაგებლად Babesia divergens ინფექციის დროს, მაგრამ ინტრავენური პენტამიდინის მიმართ გვერდითი რეაქციები შეზღუდავს მის გამოყენებას. გარდა ამისა, პენტამიდინის ეფექტი ძალიან ნელია მისი გამოყენებისთვის B divergens მსგავის პარაზიტების წინააღმდეგ.[38]

აზიტრომიცინი პლუს ქინინი

ეს კომბინაცია წარმატებით გამოიყენებოდა 2 ტაივანელ პაციენტში, რომელთა მდგომარეობა არ გაუმჯობესდა კლინდინაცინის და ქინინის შემდეგ. ორივე პაციენტი გათავისუფლდა პარაზიტემიისგან აზიტრომიცინის და ქინინის კურსით.[39][40]

კლინდაამიცინი პლუს დოქსიციკლინი პლუს აზიტრომიცინი

ამ კომბინაციის გამოყენება გამოქვეყნდა როგორც შემთხვევის შესახებ ანგარიში.[41] აივ ინფექციის მქონე იმუნოკომპრომეტირებულ იპაციენტები შემოვიდა გახანგრძლივებული (თვეების განმავლობაში) უცნობი წარმოშობის ცხელებით და შემდგომში აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ბაბეზიოზი. ინფექცია არ რეაგირებდა კლინდამიცინზე და ქინიზე, თუმცა მკურნალობა გართულდა ანტირეტროვირუსული პრეპარატების დამატებით და მკურნალობის ეპიზოდური შეფერხებებით. ინფექცია შემდგომ გაკონტროლებული, მაგრამ არა განკურნებული იყო კლინდაამიცინით, დოქსიციკლინით და მაღალი დოზის აზიტრომიცინით.

ატოვაქინი/პროგუანილი

ატოვაქინი/პროგუანილის კომბინაციის გამოყენება გამოქვეყნდა, როგორც შიდსით დაავადებული პაციენტის შემთხვევის აღწერა, რომლიც არ რეაგირებდა აზითრომიცინზე და ატოვაკონზე ან კლინდაამიცინზე და ქინინზე, მაგრამ შემდეგ რეაგირებდა 5-პრეპარატიან რეჟიმზე ატოვაქინი/პროგუანილი, აზიტრომიცინი, კლინდამიცინი, და ქინინი 3 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა მხოლოდ ატოვაქინი/პროგუანილი 60 დღის განმავლობაში.[42]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას