კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

პერიფერიული სისხლის ნაცხი (გიმზას ან რაიტის წესით შეღებილი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა გაკეთდეს ყველა საეჭვო შემთხვევაში.[6][31]

სისხლის ნაცხის თვალით შეფასება აუცილებლად და ნათლად უნდა მოითხოვოთ. რამდენიმე ნაცხი უნდა გამოიკვლიოთ, რადგან ინფექციის საწყის ეტაპებზე შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ერითროციტი იყოს ინფიცირებული.[6]

Babesia შეიძლება აგვერიოს მალარიის პარაზიტებში სისხლის ნაცხებზე (ორივე ინტრაერითროციტული რგოლების სახით ჩანს). ამის გამო დამატებითი ლაბორატორიული ტესტირება შეიძლება შესრულდეს დიაგნოზის დასადასტურებლად და სპეციფიკური ბაბეზიური პათოგენის იდენტიფიცირებისთვის.[6] ბაბეზიოზსა და მალარიას არ აქვთ გეოგრაფიული გადაფარვა, ამიტომ პაციენტის ეპიდემიოლოგიური ისტორია ძალზე მნიშვნელოვანია.

ტესტის სენსიტიურობა დამოკიდებულია როგორც ნაცხის მომზადების ხარისხზე, ისე იმ პირის ტრენინგზე, რომელიც ახორციელებს ნაცხის ინტერპრეტაციას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თხელი სისხლის ნაცხი, Babesia microti, რგოლის ფორმისსარა ჰოხმანის კოლექციიდან, ალბერტ აინშტაინის მედიცინის კოლეჯი; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5edb8510[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფოტომიკროგრაფია, რომელიც გამოავლენას იმას, რაც განსაზღვრული იყო, როგორც ინტრაერითროციტული Babesia სახეობების სომრავლე. რგოლის ფორმის პარაზიტებიCDC/ Dr Mae Melvin [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@38ee56d2

შედეგი

რგოლის ფორმის სტრუქტურების არსებობა RBC-ში

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ბაბეზიას დნმ-ზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ალტერნატიული დიაგნოსტიკური დადასტურების ვარიანტი პაციენტებში საეჭვო ბაბეზიოზით, როდესაც ეს შესაძლებელია.[6][31]

შეიძლება განიხილოთ სისხლის თხელ ნაცხზე გამოვლენილი რგოლის ფორმის სტრუქტურების მქონე პაციენტებისათვის, მალარიისგან დიფერენცირების ხელშესაწყობად, ან პაციენტებისთვის, რომელთაც არ აქვთ გამოვლენილი რგოლის ფორმის სტრუქტურები ნაცხში, რომელთათვისაც კლინიკური ეჭვი მაღალია.[32][33]

შედეგი

Babesia microti დნმ-ის არსებობა

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხშირია ლეიკოპენია.

ჰემატოკრიტის დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემოლიზური ანემიით.[6]

შედეგი

სხვადასხვა; ლეიკოპენია დაბალი ჰემატოკრიტით; თრომბოციტოპენია

სისხლის შრატის კრეატინინი და შარდოვანა.

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება მომატებული იყოს უფრო მძიმე ფორმის შემთხვევებში.[6]

შედეგი

ცვლადი; შეიძლება მომატებული იყოს

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩვეულებრივ აღინიშნება ტრანსამინაზის მსუბუქი ან ზომიერი მომატება.[6]

შედეგი

ცვლადი; ტრანსამინაზები შეიძლება მომატებული იყოს

შარდის საერთო ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

მუქი ფერის შარდის არსებობა, ურობილინოგენით და კონიუგირებული ბილირუბინით, შეიძლება მიუთითებდეს ჰემოლიზზე.

შედეგი

ცვლადი; შეიძლება ზომიერი რაოდენობით ცილის, ურობილინოგენის და კონიუგირებული ბილირუბინის კვალის პოვნა

ELISA და/ან იმუნოფლუორესცენტული ანალიზი ლაიმის დაავადებაზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამორიცხავს ლაიმის დაავადებას როგორც ძირითად დიაგნოზს.

ლაიმის დაავადება ჩართული უნდა იყოს დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელსაც უვითარდება ცხელება ან კლინიკური ავადმყოფობა ტკიპის ნაკბენის შემდეგ.

დადასტურებული ბაბეზიოზის მქონე პაციენტები, რომლებიც სიმპტომურნი რჩებიან სათანადო ანტიბაბეზიური თერაპიის მიუხედავად, ასევე უნდა შეამოწმონ ლაიმის დაავადებაზე, ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს თანა-ინფექციას, რამაც შეიძლება გააუარესოს ბაბეზიოზის სიმპტომები.

მგრძნობიარე ELISA ან იმუნოფლუორესცენტული ანალიზით ლაიმის დაავადებებაზე უარყოფითი ნიმუშები არ საჭიროებს შედგომ ტესტირებას.

შედეგი

ცვლადი; როგორც წესი უარყოფითი; დადებითი შედეგი შეიძლება მიუთითებდეს თანაინფექციის შესახებ

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია და/ან იმუნოფლუორესცენტული ანალიზი ან "buffy coat" ნაცხი ადამიანის გრანულოციტურ ანაპლაზმოზზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამორიცხავს ადამიანის გრანულოციტურ ანაპლაზმოზს როგორც ძირითად დიაგნოზს.

HGA ჩართული უნდა იყოს დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელსაც უვითარდება ცხელება ან კლინიკური ავადმყოფობა ტკიპის ნაკბენის შემდეგ.

დადასტურებული ბაბეზიოზის მქონე პაციენტები, რომლებიც სიმპტომურნი რჩებიან სათანადო ანტიბაბეზიური თერაპიის მიუხედავად, უნდა შეამოწმონ HGA-ზე, ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს თანა-ინფექციას, რამაც შეიძლება გააუარესოს ბაბეზიოზის სიმპტომები.

Anaplasma phagocytophilum აგერთვე შეიძლება გამოვლინდეს გრანულოციტური ჩანარათების სახით სისხლის თხელ ნაცხებზე.

შედეგი

ცვლადი; როგორც წესი უარყოფითი; დადებითი შედეგი შეიძლება მიუთითებდეს თანაინფექციის შესახებ

გასათვალისწინებელი კვლევები

არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენტული ანალიზი Babesia microti ანტისხეულზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეუძლია უზრუნველყოს დიაგნოზის დამხმარე მტკიცებულება, მაგრამ არ განასხვავებს აქტიურ და გადატანილ ინფექციას.[6] ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოება (IDSA) რეკომენდაციას უწევს პერიფერიული სისხლის ნაცხის გამოკვლევას ან PCR-ს მწვავე ბაბეზიოზის დიაგნოსტიკური დადასტურებისთვის, როგორც უპირატეს მეთოდებს ანტისხეულების ტესტირებასთან შედარებით.[31]

ანტისხეულების ერთი დადებითი ტესტი არ არის საკმარისი დიაგნოზის დასადგენად, რადგან ბაბეზიას ანტისხეულები შეიძლება შენარჩუნდეს სისხლში ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ინფექციის აშკარა ალაგების შემდეგ (მკურნალობით ან მის გარეშე). ამიტომ, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ანტისხეულების ტესტი დადებითი, IDSA რეკომენდაციას უწევს დადასტურებას პერიფერიული სისხლის ნაცხის ან PCR-ით მკურნალობის განხილვამდე.[31]

შეიძლება ჩატარდეს მწვავე და გამოჯანმრთელების სტადიის (4-6 კვირა) შრატის ნიმუშებზე, თუმცა ბევრს ექნება გამოვლენილი ანტისხეულები მწვავე პრეზენტაციისას. IgG ტიტრი ≥1:1024 ან IgM-ის არსებობა მიუთითებს აქტიურ ან ბოლოდროინდელ ინფექციაზე. დიაგნოზს ადასტურებს მწვავე და კონვალესცენტურ ფაზებს შორის IgG-ის შრატში ტიტრის ოთხმაგი ზრდა.[31]

ხელმისაწვდომია ასევე ენზიმშეკავშირებული იმუოსორბენტული ანალიზი და იმუნობლოტინგის ტესტები, თუმცა მათ არ აქვთ მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება.[31]

შედეგი

დადებითი

IgG/IgM იმუნობლოტი ლაიმის დაავადებისთვის

ტესტი
შედეგი
ტესტი

მხოლოდ ლაიმის დაავადებაზე დადებითი ELISA მქონე პაციენტებისთვის.

შედეგი

ზოლების არსებობა, რომლებიც აღნიშნავს Borrelia burgdorferi ანტისხეულების არსებობას

აივ სეროლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ადასტურებს ან გამორიცხავს აივ ინფექციას მძიმე ან ხანგრძლივი დაავადების მქონე პაციენტებში. შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას ინტერპრეტირებული, რადგან ცრუ დადებითი აივ სეროლოგიის შემთხვევა აღინიშნა აქტიური ბაბეზიოზის მქონე პაციენტში.[35]

შედეგი

ცვალებადია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას