ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს მოგზაურობას ან ცხოვრებას იმ ადგილებში, რომლებიც ენდემურია ბაბეზიოზისთვის, ექსპოზიცია Ixodes scapularis ტკიპების მიმართ და იმუნოსუპრესია ან ასპლენია.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
კონსტიტუციური სიმპტომები
დაღლილობა, ცხელება, შემცივნება, მიალგიები, ართრალგიები, თავის ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი - ამათგან ყველა დაფიქსირდა სხვადასხვა სიხშირით ბაბეზიოზის ინფექციის დროს.
ყველა პაციენტი არ არის სიმპტომური ან ფებრილური.
პირექსია
მდგრადი ან წყვეტილი ცხელება შეიძლება განვითარდეს სიმპტომების დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი გასინჯვისას.
იშვიათი
სიყვითლე
შეიძლება გამოჩნდეს გასინჯვისას.
ჰეპატოსპლენომეგალია
შეიძლება გამოჩნდეს გასინჯვისას.
პეტექიები, ჰემორაგიები ნატეხის სახით ან ეკქიმოზები
იშვიათად გვხვდება გასინჯვისას და მიუთითებს გავრცობილ ინტრავასკულარულ კოაგულაციაზე.
მუქი ფერის შარდი
იშვიათად გვხვდება გასინჯვისას და შეიძლება მიუთითებდეს ჰემოლიზზე.
კონიუნქტივის ჰიპერემია
იშვიათად გვხვდება.
ხველა
იშვიათად გვხვდება.
ყელის ტკივილი
იშვიათად გვხვდება.
ფოტოფობია
იშვიათად გვხვდება.
რისკფაქტორები
ძლიერი
ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონში
შემთხვევების დიდ უმეტესობას ადგილი აქვს ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ ან იმოგზაურეს ბაბეზიოზის ენდემურ ზონებში აშშ-ში. დაავადება ვრცელდება Ixodes ტკიპების ნაკბენით, რომელთაც აქვთ სპეციფიკური გეოგრაფიული განაწილება.
ენდემური რაიონები მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთი აშშ-ს სანაპირო რაიონებს და ჩრდილოეთ შუადასავლეთს.[6][14]
ენდემური რეგიონების მაცხოვრებლებს შეიძლება ჰქონდეთ სეროპრევალენტობის ხარისხი, რომელიც აღწევს 10%-ს.[15]
ექსპოზიცია Ixodes scapularis ტკიპების მიმართ
I scapularis ირმის ტკიპები არის Babesia microti, ასევე Borrelia burgdorferi და Anaplasma phagocytophilum გადამტანი.
დაავადების გადაცემის რისკი იზრდება იმ დროის ხანგრძლივობასთან ერთად, რომლის განმავლობაშიც ტკიპა მიმაგრებულია, ამიტომ, ტკიპების დროულად მოხსნამ შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას.
ბაბეზიოზის მტკიცებულებათა მქონე პაციენტების დაახლოებით ერთი მესამედი იხსენებს ტკიპის კბენას, რომელიც წინ უძღოდა დაავადებას.[5] ამდენად, ტკიპის ნაკბენის ანამნეზი, რომელიც წინ უძღოდა დაავადებას, სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა გამოვიყენოთ ტკიპის ნაკბენის არცოდნა დაავადების გამოსარიცხად.
ასპლენია
ადამიანები, რომლებსაც ქირურგიული გზით ჰქონდათ ამოღებული ელენთა ან რომელთა ელენთა არ ფუნქციონირებს, კლინიკური ინფექციების და მძიმე ან პერსისტენტული დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან
9 პაციენტიდან სამს (33%), რომლებიც გარდაიცვალნენ ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ბაბეზიოზის შემდეგ, და 11-დან 34 პაციენტს (32%), რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე ბაბეზიოზით, ჰქონდათ ჩატარებული სპლენექტომია.[5][18] კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მორეციდივე ან პერსისტენტული დაავადების მქონე 14 პაციენტიდან 10 (71%) ასპლენიური იყო.[29]
იმუნოსუპრესია
კლინიკური ინფექციები უფრო ხშირია იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში (აივ ინფექციით გამოწვეული ან მედიკამენტოზური).
იმუნოსუპრესია ასევე ზრდის მძიმე ან პერსისტენტული დაავადების რისკს. სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტები მეტი ალბათობით განიცდიან გართულებებს, პარაზიტემიის უფრო მაღალი პიკით, ბაბეზიოზთან დაკავშირებით საავადმყოფოში მიმართვების მეტი რიცხვით და ფატალური შედეგის უფრო მაღალი მაჩვენებლებით.[29]
იმუნოსუპრესირებული პაციენტების ერთ კვლევაში, 57%-ს ჰქონდა B-უჯრედოვანი ლიმფომა და მიიღეს მხოლოდ რიტუქსიმაბი ან მაღალი დოზებით კორტიკოსტეროიდებთან ერთად ან შემდგომ ქიმიოთერაპიასთან ერთად; 14 პაციენტიდან 10 ასპლენიური იყო; და 1 პაციენტს ჰქონდა აივ ინფექცია და აკმაყოფილებდა შემთხვევის განმარტებას შიდსისთვის CD4+ უჯრედების რაოდენობით <200.[29]
გარდა ამისა, დაფიქსირდა მძიმე დაავადების შემთხვევა პაციენტში, რომელიც იღებდა სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF)-ალფა ინჰიბიტორს რევმატოიდული ართრიტის გამო.[30]
სუსტი
სისხლის გადასხმა
ენდემურ ზონებში ტრანსფუზიის გზით გადაცემის რისკი შეფასებულია როგორც 0.17% უჯრედების ერთ პაკეტზე.[17] აშშ სურსათისა და წამლის სააგენტო რეკომენდაციას უწევს რეგიონალურ ტესტირებას ბაბეზიაზე დონორების სისხლის ნიმუშებში.[16] აშშ-ში ბოლო 30 წლის განმავლობაში დაფიქსირდა დაავადების გადაცემის ტრანსფუზიასთან ასოცირებული 70-ზე მეტი შემთხვევა, მათგან უმეტესობას ადგილი ჰქონდა ბოლო 10 წლის მანძილზე . მრავალი დონორი და რეციპიენტი არ იყვნენ ბაბეზიოზის ენდემური რაიონების მაცხოვრებლები, მაგრამ დონორები მოგზაურობდნენ ენდემურ რაიონებში კვირების ან თვეების განმავლობაში, რომლებიც წინ უძღოდა სისხლის გაცემას.[18] დონორთა უმეტესობა უსიმპტომოა დონაციის დროს და ხშირია, როდესაც ერთი დონორი ან დონაცია აინფიცირებს რამდენიმე პაციენტს.[19] ეს ხაზს უსვამს მრავალი ინფიცირებული ადამიანის ხანგრძლივი ასიმპტომური პარაზიტემიის მნიშვნელოვან ზემოქმედებას.[20][21]
ასაკი >50 წელი
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ყველა ასაკობრივი ჯგუფის თანაბრად დაზიანება ხდება, კლინიკური ინფექციები უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. მძიმე დაავადების შემთხვევების უმეტესობას ასევე ადგილი აქვს >50 წლის ასაკის პირებში, თუმცა მძიმე შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ძალიან ახალგაზრდა პაციენტებში.
ლაიმის დაავადება
კლინიკური ინფექციები უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანდევი ლაიმის დაავადება. ის გადადის ირმის ტკიპის (Ixodes scapularis) ნაკბენით, იგივე ვექტორი, რაც Babesia microti-თვის.
ადამიანის გრანულოციტური ანაპლაზმოზი
კლინიკური ინფექციები უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანდევი დაავადება ადამიანის გრანულოციტური ანაპლაზმოზი. ის გადადის ირმის ტკიპის (Ixodes scapularis) ნაკბენით, იგივე ვექტორი, რაც Babesia microti-თვის.
დედის ინფექცია ორსულობის დროს
დაფიქსირდა თანდაყოლილი ინფექცია, მონაცემებით, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრანსპლაცენტურ ინფექციას.[22]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას