ახალი ტიპის მკურნალობა

ჰიპოქსიის გამომწვევი ფაქტორი (HIF) პროლილჰიდროქსილაზას ინჰიბიტორი

პლაცებო- და აქტიურად კონტროლირებადი რანდომიზებული კვლევების სისტემური მიმოხილვა მიუთითებს, რომ ჰიპოქსიის გამომწვევი ფაქტორი (HIF) პროლილ ჰიდროქსილაზას ინჰიბიტორები ზრდის ჰემოგლობინის დონეს და აუმჯობესებს რკინის გამოყენებას პრედიალიზის სტადიასა და ხანგრძლივ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ანემიით.[96][97][98][99]

მეთოქსი პოლიეთილენგლიკოლ-ეპოეტინ ბეტა

კოკრენის ერთმა მიმოხილვამ აღნიშნა, რომ ერითროპოეტინის რეცეპტორის ხანგრძლივი მოქმედების აქტივატორი მეთოქსი პოლიეთილენგლიკოლ-ეპოეტინ ბეტა შეიძლება ერითროპოეზის მასტიმულირებელ სხვა აგენტებზე (ეპოეტინ ალფა ან დარბეპოეტინ ალფა) უპირატესი იყოს მისი ნაკლები სიხშირით ადმინისტრირების გამო.[100]​ მიმოხილვამ დაასკვნა, რომ გაურკვეველია, განსხვავდება თუ არა მეთოქსი პოლიეთილენგლიკოლ-ეპოეტინ ბეტა დარბეპოეტინ ალფას და ეპოეტინ ალფას ან ეპოეტინ ბეტასგან გულის დაავადების გართულებებთან, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ან ანემიის ეფექტთან დაკავშირებით.

მაღალი დოზით და ხანგრძლივი ინტერვალით ეპოეტინ ალფა

თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე, ეპოეტინ ალფა უფრო მაღალი დოზით და ხანგრძლივი ინტერვალით (მაგ., 2 ან 4 კვირაში) გამოყენება არ ჩამოუვარდება უფრო ხშირი ინტერვალებით დოზირებას.[101]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას