დიფერენციული დიაგნოზები

რკინადეფიციტური ანემია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანემიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის მსგავსი იყოს. რკინის დეფიციტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენის ნიშანი ან გვქონდეს რკინის ცუდი შეწოვის ვარაუდის საფუძველი, ხოლო ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის შემთხვევაში - ეს არ აღინიშნება.

კვლევები

რკინის დეფიციტის დროს ფერიტინი ჩვეულებრივ, დაბალია, ხოლო ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის შემთხვევაში - ნორმის ფარგლებში ან მომატებულია (>225 პიკომოლი/ლ [>100 ნანოგრამი/მლ]). ფერიტინის დონე <33 პიკომოლი/ლ (<15 ნანოგრამი/მლ) მტკიცედ მიანიშნებს რკინის დეფიციტზე, თუმცა გამოყენებულია სხვადასხვა ზღვრული მაჩვენებელი (67 ან 112 პიკომოლი/ლ [30 ან 50 ნანოგრამი/მლ]).

ტრანსფერინის სატურაცია <20%-ზე ახასიათებს რკინის დეფიციტს ; თუ მაჩვენებელი <5%-ზე, ეს დიდი ალბათობით მიუთითებს რკინის დეფიციტზე.

საერთო რკინის შეკავშირების უნარის (TIBC) მომატება დამახასიათებელია რკინადეფიციტური ანემიისთვის (IDA) (>70 მიკრომოლი/ლ [>400 მიკროგრამი/დლ]), ხოლო შემცირება (<45 მიკრომოლი/ლ [<250 მიკროგრამი/დლ]) - ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიისთვის.

ხსნადი ტრანსფერინის რეცეპტორი (sTfR) მომატებულია რკინის დეფიციტის დროს, ხოლო ნორმის ფარგლებშია ACD-ს შემთხვევაში.[17] თანაფარდობა sTfR (მგ/ლ) log ფერიტინთან (მიკროგრამი/ლ) >2ზე რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში.[38]

რკინადეფიციტური ანემიის დროს ვლინდება ძვლის ტვინში რკინის შემცველობის არარსებობა.

რკინადეფიციტური ანემია ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის თანმხლებია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება არ აღინიშნოს განმასხვავებელი სიმპტომები ან ნიშნები.

კვლევები

ფერიტინის დონე ნაკლებად ინფორმატიულია და რკინადეფიციტური ანემიის (IDA) დროს შეიძლება იყოს <225 პიკომოლი/ლ (<100 ნანოგრამი/მლ). ფერიტინი 225 - 674 პიკომოლი/ლ (100 -300 ნანოგრამი/მლ) და შრატის ტრანსფერინის სატურაცია <20%-ზე შეიძლება მიანიშნებდეს ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებულ ანემიასა და თანმხლებ რკინადეფიციტურ ანემიაზე.[30][49]​​​​

ხსნადი ტრანსფერინის რეცეპტორი (sFTR) ნორმის ფარგლებში ან მომატებულია. როცა ერთდროულად ვლინდება ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიისა და რკინადეფიციტური ანემიიის არსებობა, sTfR-ის log ფერიტინთან თანაფარდობა მაღალია (>2).[38]

თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია (ერითროპოეტინის დეფიციტი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანემიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის მსგავსი იყოს.

უფრო მეტად სავარაუდოა, პაციენტებს აღენიშნებოდეთ თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული მდგომარეობები (მაგ., დიაბეტი, ჰიპერტენზია, თირკმლის პოლიცისტური დაავადება).

პაციენტებს, თირკმლის დაავადების ტერმინალურ სტადიაზე (დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით) შეიძლება აღენიშნოთ ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია, თირკმლის დაავადებით გამოწვეულ ანემიასთან ერთად.

კვლევები

შრატის კრეატინინი, ჩვეულებრივ, მცირედ არის მომატებული. იშვიათად შეიძლება შემცირებული იყოს მხოლოდ კრეატინინის კლირენსი, ისევე, როგორც დიაბეტის ფონზე განვითარებული თირკმლის ქრონიკული დაავადების ადრეული სტადიის დროს.

თუ ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის თანმხლებია თირკმლის დაავადებით გამოწვეული ანემია, ფერიტინის დონე (რკინის დეფიციტის დროს მისი არარსებობა) უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე პირიქით. ასევე მომატებული უნდა იყოს C-რეაქტიული ცილა და ერითროციტების დალექვის სიჩქარე.

B12 დეფიციტი (მაგ., პერნიციოზული ანემია)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში B12 ვიტამინის ნაკლებობა კვების რაციონში, ნაწლავის ანთებითი დაავადება ან გასტროშუნტირება.[4]

შეიძლება გამოვლინდეს ზურგის ტვინის უკანა სვეტის სიმპტომები და ნიშნები (მაგ., ატაქსია, სიარულის დარღვევა).

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს სხვა ნევროლოგიური სიმპტომები და ნიშნები (მაგ., პერიფერიული ნეიროპათია).

კვლევები

ანემია ჩვეულებრივ, მაკროციტულია (ერითროციტების საშუალო კორპუსკულური მოცულობა [MCV] >100 ფემტოლიტრზე)

შრატში B12-ის დონე დაბალია (<200 პიკოგრამი/მლ).

ფოლიუმის მჟავის დეფიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა კვების რაციონში, ნაწლავის ანთებითი დაავადება ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება.[4]

კვლევები

ანემია მაკროციტულია (ერითროციტების საშუალო კორპუსკულური მოცულობა [MCV] >100 ფემტოლიტრზე).

შრატში დაბალია ფოლიუმის მჟავას დონე (<2.5 ნანოგრამი/მლ).

ერითროციტებში ფოლიუმის მჟავის რაოდენობა <140 ნანოგრამი/მლ

თალასემია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

უფრო სავარაუდოა, პაციენტს ჰქონდეს თალასემიის ოჯახური ანამნეზი.

უფრო ხშირია გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში (ხმელთაშუა ზღვის, სამხრეთ აზიის ან აღმოსავლეთ აზიის წარმოშობის ხალხში).

კვლევები

თალასემიისათვის დამახასიათებელია დაბალი MCV (ერითროციტების საშუალო კორპუსკულური მოცულობა) და ჰემოგლობინის შედარებით ნორმალური საშუალო კონცენტრაცია (MCHC), ამასთან, მომატებულია A2 ჰემოგლობინის დონე.

სისხლის ნაცხში აღინიშნება მიკროციტოზი და მნიშვნელოვანი პოიკილოციტოზი.

მედიკამენტებითან, რადიაციასა და ქიმიური აგენტებთან ექსპოზიციით გამოწვეული ანემია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რადიაციასთან, ქიმიურ აგენტებთან ან მედიკამენტებთან ექსპოზიციის შესაბამისი ანამნეზი, განსაკუთრებით ანემიის გამომწვევი მედიკამენტების მიღების ახლახანს დაწყება.

კვლევები

მიელოგრამამ შეიძლება აჩვენოს აპლაზიური ანემიის განვითარების ადრეული სტადიის ან სრულად გამოხატული სურათი.

ჰიპო- და აპლაზიური ანემიების დროს რეტიკულოციტების აბსოლუტური რაოდენობა, ანემიის სიმძიმესთან შედარებით, ჩვეულებრივ, უფრო დაქვეითებულია.

პირველადი ჰემატოლოგიური პათოლოგიები (მაგ., მიელოდისპლაზია, მრავლობითი მიელომა, ლეიკემია, ლიმფომა)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძვლების ტკივილი, ანამნეზში მოტეხილობა ახლო წარსულში, პურპურა, ეკქიმოზი, ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია - ყველა ჩამოთვლილი უფრო მეტად დამახასიათებელია პირველადი ჰემატოლოგიური პათოლოგიების, ვიდრე ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიისთვის.

კვლევები

ერითროციტების საშუალო კორპუსკულური მოცულობა (MCV) ნორმის ფარგლებში ან მცირედ მომატებულია. სისხლის საერთო ანალიზით შესაძლოა აღინიშნოს ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი ან თრომბოციტოზი. პერიფერიული სისხლის ნაცხში შეიძლება აღმოჩნდეს წინამორბედი უჯრედები. შეიძლება მომატებული იყოს ლაქტატდეჰიდროგენაზა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას