პირველადი პრევენცია

პრევენცია მოიცავს მხოლოდ კარგად მომზადებული ზღვის პროდუქტების მიღებას და ღვიძლის ან იმუნოლოგიური დარღვევების მქონე პირებში აღნიშნული პროდუქტების მიღებისაგან თავის შეკავებას. მაღალი რისკის მქონე პაციენტებს მოლუსკებთან შეხების შემთხვევაში უნდა ეკეთოთ დამცავი ხელთათმანები. Vibrio vulnificus კვდება გაყინვით, მოხარშვით ან პასტერიზაციით. აშშ-ში საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ შესთავაზა და განახორციელა რეგულაციები მოლუსკების კომერციული დამუშავებისას V vulnificus-ის მოსაცილებლად.[40] კალიფორნიის რეგულაციით, რომელიც ზღუდავს მექსიკის ყურეში გაზრდილი მოლუსკების გაყიდვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ისე დამუშავდება, რომ V vulnificus-ის დონე შემცირდეს, თვალსაჩინოდ შემცირდა V vulnificus დაავადებები და სიკვდილობა შტატში.[41] მაღალი რისკის პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ მომლაშო ან ზღვის წყალთან კონტაქტს იმ შემთხვევაში, თუ აღენიშნებათ კანის ღია დაზიანებები. მათ უნდა ატარონ ტერფების დამცავი ბახილები პლიაჟზე და წყალში შესვლისას.

FDA: Vibrio vulnificus Health Education Kit Opens in new window

მეორეული პრევენცია

Vibrio ინფექციის მძიმე ეპიზოდისგან გადარჩენა არ იწვევს იმუნიტეტს მომავალში Vibrio ინფექციებისგან. მაღალი რისკის მქონე პაციენტებს (მაგ. ღვიძლის ფონური დაავადება, კორტიკოსტეროიდებით მიმდინარე თერაპია ან სხვა ტიპის იმუნოსუპრესია) უნდა ვურჩიოთ რისკის შემცველი აქტივობებისგან, მაგ. უმი ან არასაკმარისად დამუშავებული მოლუსკების მიღებისგან თავის შეკავება, ზღვის და მინერალურ წყალზე ექსპოზიციის არიდება.

აშშ-ში ვიბრიოზის ნებისმიერი შემთხვევა შეტყობინებადია. CDC: National Notifiable Infectious Diseases Surveillance System: Vibriosis Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას