განხილვები პაციენტთან

განმეორებითი ვიზიტი საჭიროა თანმხლები დაავადებების გამოც. Vibrio ინფექციის მძიმე ეპიზოდისგან გადარჩენა არ იწვევს იმუნიტეტს მომავალში Vibrio ინფექციებისგან. მაღალი რისკის მქონე პაციენტებს (მაგ. ღვიძლის ფონური დაავადება, კორტიკოსტეროიდებით მიმდინარე თერაპია ან სხვა ტიპის იმუნოსუპრესია [აივ, ქიმიოთერაპია, მყარი ორგანოს ტრანსპლანტაცია]) უნდა ვურჩიოთ რისკის შემცველი აქტივობებისგან (მაგ. უმი ან არასაკმარისად დამუშავებული მოლუსკების მიღებისგან თავის შეკავება, ზღვის და მინერალურ წყალზე ექსპოზიციის არიდება) თავის შეკავება.

სეფსისის ან სეპტიკური შოკის გადატანის შემდეგ პაციენტებმა და მათმა ოჯახის წევრებმა შეიძლება ისარგებლონ მხარდამჭერი ჯგუფებით და პოსტკრიტიკული დაავადების შემდგომი მეთვალყურეობის პროგრამებით, თუ ეს ხელმისაწვდომია.[42]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას