კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
სეპტიკური პაციენტის თავდაპირველი შეფასების ნაწილია.
ერითროციტული მასის ტრანსფუზია რეკომენდებულია, თუ ჰემოგლობინი არის <70 გ/ლ (7.0 გ/დლ), პაციენტის საერთო კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.[42]
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, ანემია
თრომბოციტების რაოდენობა
ტესტი
სეპტიკური პაციენტის თავდაპირველი შეფასების ნაწილია.
თრომბოციტების გადასხმა რეკომენდებულია როცა რაოდენობა <10 x 10^9/ლ (<10 x 10^3/მიკროლიტრი) სისხლდენის გარეშე და <20 x 10^9/ლ (<20 x 10^3/მიკროლიტრი) მნიშვნელოვანი სისხლდენის ფონზე, ან თუ ნაჩვენებია ქირურგიული ან პროცედურასთან დაკავშირებული ჰემოსტაზისთვის.[50]
შედეგი
შეიძლება იყოს შემცირებული
მეტაბოლური ცვლის კვლევების ბაზისური პანელი
ტესტი
სეფსისის დროს ორგანოების დისფუნქციის მარკერებია კრეატინინის, ალბუმინის დონის ცვლილება და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება.
შრატში კრეატინინის დონე გვეხმარება განვსაზღვროთ ფარმაკოლოგიური აგენტების შესაბამისი დონე, რომელიც თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებას მოითხოვს.
ელექტროლიტების დონე გვეხმარება დეჰიდრატაციის დონისა და მეტაბოლური აციდოზის არსებობის დადგენაში.
შედეგი
შეიძლება შემცირებული იყოს ბიკარბონატი; კრეატინინი შესაძლოა მომატებული იყოს
სისხლში ლაქტატის კონცენტრაცია
ტესტი
პაციენტებში კლინიკურად საეჭვო, მაგრამ დაუდასტურებელი სეფსისით, დამხმარე დიაგნოსტიკური ტესტის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლში ლაქტატს განსაზღვრა.[42]
შედეგი
შეიძლება იყოს მომატებული; დონე >2 მმოლ/ლ (>18 მგ/დლ) დაკავშირებულია არაკეთილსაიმედო პროგნოზთან; პროგნოზი უარესდება თუ დონე >4 მმოლ/ლ (>36 მგ/დლ).
სისხლის კულტურა
ტესტი
დამადასტურებელი ტესტია კანის დაზიანებების გარეშე მიმდინარე სეფსისის დროს.
შეიძლება დაგვეხმაროს მიკროორგანიზმის გამოვლენაში ქვედა კიდურის მანეკროზებელი ცელულიტის სეფსისით/სეფსისის გარეშე მიმდინარე ფორმის დროს.
მითითებულია გასტროენტერიტის სინდრომის მქონე პაციენტებში, თუ მათ აქვთ ცხელება ან შესაძლო სეფსისის სხვა ნიშნები.
სისხლის კულტურისთვის ნიმუში უნდა აიღოთ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე თუ ეს არსებითად არ დააყოვნებს მკურნალობას (ე.ი. <45 წუთზე).[42]
შედეგი
დადებითია გრამუარყოფით ჩხირებზე
ჭრილობის ნაცხის გრამის წესით შეღებვა
ტესტი
გრამის წესით შეიძლება შეიღებოს კანის ბულების სითხისა და წყლულის ფსკერის ნიმუში. უარყოფითი პასუხი არ გვეხმარება. შეღებვის შედეგად გამოვლენილი გრამ-უარყოფითი ჩხირები პაციენტებში, რომლებსაც ფონური თანარსებული დაავადებები აქვთ და ქონდათ ექსპოზიცია მოლუსკებთან ან ზღვის წყალთან, Vibrio ინფექციაზე მიუთითებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გრამუარყოფითი მოხრილი ბაცილები (ისრის თავი), რომლებიც სისხლის ნიმუშიდან გამოიყოFrom the image collection of the Centers for Disease Control and Prevention [Citation ends].
შედეგი
გრამუარყოფითი ჩხირები
ჭრილობის ნაცხის კულტივირება
ტესტი
რუტინულად მოწოდებულია ბულების სითხისა და წყლულის ფსკერის ნიმუშის კულტივირება. იდეალურ შემთხვევაში ნიმუში პირდაპირ ბაქტერიოლოგიურ გარემოში უნდა მოთავსდეს. თუ საჭიროა ნიმუშის ტრანსპორტირება, რეკომენდებულია ლაბორატორიასთან დაკავშირება. ზოგიერთი სატრანსპორტო სინჯარა, რომელიც ბუფერულ გლიცერინის ფიზიოლოგიურ ხსნარს შეიცავს, შეიძლება ტოქსიკური იყოს ვიბრიოსთვის.[37]
შედეგი
იზოლირებულია Vibrio სახეობები
განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი
ყურის მილის ნაცხის კულტივირება
ტესტი
უნდა გაუკეთდეს ყველა პაციენტს, ვისაც აღენიშნება მომლაშო ან ოკეანის წყალზე ექსპოზიციის შემდეგ გარეთა ოტიტი და მდგომარეობა არ უმჯობესდება რუტინული ემპირიული ანტიმიკრობული თერაპიის ფონზე.
შედეგი
იზოლირებულია Vibrio სახეობები
კულტივირებისთვის გამოიყენება კონიუნქტივის ნაცხი, რქოვანას ანაფხეკი ან თვალის საკნის ასპირატი
ტესტი
Vibrio -თი გამოწვეულ თვალის ინფექციაზე, დიაგნოზი დგინდება გრამის წესით ნაცხის შეღებვით, კულტივირებითა და იზოლატების in vitro მგრძნობელობით. (ნიმუშებად გამოიყენება კონიუქტივის ნაცხი, რქოვანას ანაფხეკი, წინა ან უკანა საკნის ასპირატები, შესაბამისად, კონიუქტივიტის, კერატიტის, ჰიპოპიონის ან ენდოფთალმიტის დროს).
შედეგი
იზოლირებულია Vibrio სახეობები
კულტურისგან დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური ტესტირება (CIDT)
ტესტი
შეიძლება გამოყენებულ იქნას Vibrio-ს იდენტიფიცირებისთვის, მაგრამ დადებითი ნიმუში უნდა დადასტურდეს კულტივირებით, სადაც ეს შესაძლებელია.[45] განავლის ნიმუშები შეიძლება შემოწმდეს Vibrio-ზე პჯრ-ის გამოყენებით. მთელი გენომის შემდეგი თაობის სეკვენსირებას შეუძლია გამოავლინოს პათოგენები სისხლში, კულტურისგან დამოუკიდებლად. MALDI-TOF (მატრიცის დახმარებით ლაზერული დეზორბცია იონიზაცია-ფრენის დროის მასობრივი სპექტრომეტრია) შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტივირებული ორგანიზმების სწრაფად იდენტიფიცირებისთვის.
შედეგი
აღმოჩენილია Vibrio-ს სახეობები
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას