ეტიოლოგია
Vibrio სახეობები ოკეანისა და მომლაშო წყლების ბუნებრივი ბინადარია.[17]ისინი გვხვდება მოლუსკის ქსოვილში, მათ შორის ხამანწკებში, მიდიებში,ორსაგდულიან მოლუსკებში, კრევეტებსა და კიბორჩხალებში. Vibrio-ს 140-ზე მეტი იდენტიფიცირებული სახეობიდან 10 სახეობა დაკავშირებულია ადამიანების დაავადებასთან. მათგან Vibrio vulnificus, Vibrio parahaemolyticus და Vibrio alginolyticus ხელს უწყობს ადამიანის ინფექციების უმეტესობის განვითარებას. V vulnificus ჯგუფის ყველაზე ვირულენტური წევრია.[18][19]
ზღვის/ესტუარის ბინადარი არა-cholera Vibrio მიკროორგანიზმებით ინფექცია გამოწვეულია კანის ღია დაზიანების ან შემავალი ჭრილობის ზღვის ან მომლაშო წყალთან ექსპოზიციით ან უმი/ნაწილობრივ მომზადებული მოლუსკების მიღებით. ინფექციის რისკი და სიკვდილობა ყველაზე მაღალია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზი (ალკოჰოლის, B ან C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის, ჰემოქრომატოზის, დიაბეტის ან ავთვისებიანი მდგომარეობის გამო), მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით ან არიან იმუნოკომპრომისულ მდგომარეობაში. პაციენტებში ღვიძლის დაავადებით ან რკინის დაგროვების დარღვევით (მაგ: ციროზი, ჰემოქრომატოზი) ან პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით, V vulnificus-მა როგორც ჩაყლაპვის ისე ჭრილობაში ინოკულაციის გზით, შეუძლია გამოიწვიოს სწრაფი ფატალური სეპტიკური შოკი, ასოცირებული რბილი ქსოვილების მანეკროზებელ ინფექციასთან ან მის გარეშე.[17][20][21][22][23][Figure caption and citation for the preceding image starts]: განგრენული ცვლილება ჰემორაგიული ბულებით ციროზის მქონე პაციენტში, რომელსაც აქვს სეპტიკური შოკი და Vibrio vulnificus ბაქტერემიაFrom the image collection of the Centers for Disease Control and Prevention [Citation ends].
V parahaemolyticus ყველაზე ხშირად დაკავშირებულია თვითგანკურნებად, ზღვის პროდუქტებთან დაკავშირებულ გასტროენტერიტთან, რომელიც სხვამხრივ ჯანმრთელ მასპინძელს უვითარდება.[17]იგი დაკავშირებულია სეპტიცემიის და სიკვდილის იშვიათ შემთხვევებთან.
V alginolyticus უფრო იშვიათად იწვევს გასტროენტერიტს და უფრო ხშირად ასოცირებულია თვალის ან ყურის ზედაპირულ დაავადებებთან სხვამხრივ ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში, რომლებიც ცურავენ ან დაკავებული არიან სერფინგით ზღვის წყალში.[4][19] მიკროორგანიზმი ასევე იწვევს რბილი ქსოვილების ინფექციას ტრავმული ჭრილობის შემთხვევაში, რომელიც ზღვის წყლით ბინძურდება.[24][25][26][27]
პათოფიზიოლოგია
Vibrio vulnificus-ის ვირულენტობა დაკავშირებულია მრავლობით ფაქტორთან. მიკროორგანიზმს შეუძლია სიდეროფორების წარმოქმნა, რაც მას საშუალებას აძლევს მასპინძლის ტრანსფერინიდან და ჰემოგლობინიდან მიიტაცოს რკინა. იგი წარმოქმნის ჰემოლიზინებს, რომლებიც შლიან ძუძუმწოვართა ერითროციტებს და ქსოვილის წინააღმდეგ ავლენენ ციტოტოქსიკურ ეფექტს; ასევე წარმოქმნიან მეტალოპროტეაზას, რომელსაც აღენიშნება როგორც ელასტოლიზური, ასევე კოლაგენოლიზური აქტივობა და კაფსულის პოლისაქარიდს, რომელიც ააქტიურებს მასპინძლის ციტოკინების სისტემას.[28][29] ინ ვიტრო კვლევები თაგვებში გვიჩცვენებს, რომ V vulnificus-ის მეტაბოლური პროდუქტი, ციკლო(L-ფენილალანილ-Lპროლინი) ან cFP, შესაძლოა მოქმედებდეს როგორც ვირულენტური ფაქტორი მაკროფაგური ქვედა Toll რეცეპტორის ინჰიბირებით, რაც ბირთვულ kappa B ფაქტორზე მიუთითებს. რაც თრგუნავს ანთებითი ციტოკინების წარმოქმნას ინფექციაზე ბუნებრივი იმუნური პასუხის ნაწილის სახით.[30]V vulnificus ასევე წარმოქმნის ძლიერ ციტოტოქსინს, განმეორებით ტოქსინ A1-ს, ან RtxA1-ს, რომელიც სავარაუდოდ ვირულენტობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.[31]
V parahaemolyticus- ის ვირულენტობის ფაქტორები მოიცავს თერმოსტაბილურ პირდაპირ ჰემოლიზინს (TDH) და ორი ტიპის 3 სეკრეციის სისტემას (T3SS) ინექტოზური აპარატები. TDH სავარაუდოდ ასრულების ფორინის ფუნქციას ენტეროციტის პლაზმურ მემბრანაზე, რითაც იონების შესვლასა და უჯრედის დაღუპვას უწყობს ხელს. T3SS-ის მეშვეობით ბაქტერიის ცილები პირდაპირ მასპინძლის უჯრედში შედიან.[21] აღნიშნულ მიკროორგანიზმს აქვს მასპინძელი უჯრედის მემბრანის მიბმის ადჰეზიის მოლეკულები, რომლებიც T3SS-ს ხელს უწყობენ ფუნქციონირებასა და უჯრედში პენეტრაციაში. მას ასევე აქვს სიდეროფორების სისტემა, რომელიც რკინას იკავშირებს და გადააქვს.[32][33] ქსოვილის კულტურის უჯრედების ინ ვიტრო კვლევებით დადგინდა, რომ უჯრედს შიგნით, ენდოსომებში განთავსებული ბაქტერია ენდოსომიდან "თავს დააღწევს" ენდოლიზოსომის ფორმირებამდე, ხოლო შემდეგ უჯრედის ციტოზოლში წარმატებით მრავლდება.[34]
კლასიფიკაცია
ტაქსონომია და Vibrio-ს აღწერა[1]
მიეკუთვნება ოჯახს- Vibrionaceae და ხასიათდება მოძრავი, გრამ-უარყოფითი, დაკლაკნილი-მძიმეს ფორმის ბაქტერიებით:
ფენოტიპურად ისინი წარმოადგენენ ოქსიდაზა-დადებითს, აფერმენტირებს გლუკოზას ორგანიზმებით, რომელთა ზრდა დამოკიდებულია ან სტიმულირებულია Na+ იონების მიერ.
არა-ქოლერული vibrio-ები განსხვავდება vibrio ქოლერასგან უკანასკნელის უნარით გაიზაროდს Na+-ის გარეშე, და შემდგომი ბიოქიმიური და სეროლოგიური ტესტებით, მათ შორის აგლუტინაცია O1 or O139 ანტიშრატში.
არა-cholera Vibrio სახეობები (ჰალოფილური მიკროორგანიზმები) კიდევ იყოფა ზრდისთვის Na+-ს საჭიროების მიხედვითა და ბიოქიმიური მახასიათებლებით, მათ შორის სუქროზისა და ლაქტოზას ფერმენტაცია და ლიზინის ან ორნითინის გამოყენება მეტაბოლურ სუბსტრატად.
ინტეგრირებული ტაქსონომიური საინფორმაციო სისტემა -Vibrio Taxonomy[2]
ოჯახი: Vibrionaceae
გვარი: Vibrio
სახეობა: >85 არაქოლერული Vibrio-ს სახეობაა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას