ეპიდემიოლოგია

ეპიდემიოლოგია განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. თუმცა, ინციდენტობა გლობალურად იზრდება და ასევე აღინიშნებოდა ინფექციების გავრცელება ახალ რეგიონებში, რაც დაკავშირებულია ზღვის ტემპერატურის მატებასთან და დემოგრაფიის ცვლილებასთან.[5]

ამერიკის შეერთებული შტატები

  • Vibrio ინფექციები აშშ-ში რეგისტრირდება ქოლერისა და სხვა Vibrio-ს ავადმყოფობის ზედამხედველობის სისტემის (COVIS) მეშვეობით, რომელიც აკონტროლებს Vibrio-ს სახეობებს და ინფექციის რისკ ფაქტორებს. CDC: Cholera and Other Vibrio Illness Surveillance (COVIS) Opens in new window 2019 წელს დაფიქსირდა არაქოლერული Vibrio ინფექციის 2708 შემთხვევა, 2014 წელს დაფიქსირებული 1252 შემთხვევასთან შედარებით.[6]Vibrio parahaemolyticus იყო ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც იდენტიფიცირებული იყო კულტურაში დადასტურებული ინფექციების 41%-ში. სხვა ნაკლებად ხშირად იდენტიფიცირებული სახეობები იყო Vibrio alginolyticus, Vibrio vulnificus და Vibrio fluvialis.[6]

  • V vulnificus პასუხისმგებელია სიკვდილობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. 2019 წელს შემთხვევების უმეტესობა კლასიფიცირებული იყო, როგორც საკვებისმიერი და ზოგიერთი ეპიდაფეთქება აშშ-ში ბოლო წლებში დაკავშირებულია ზღვის პროდუქტების მოხმარებასთან.[6]2018 წელს შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა Vibrio parahaemolyticus ინფექციის 26 შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა ვენესუელიდან იმპორტირებული ახალი კრაბის ხორცის მოხმარებას.[7]2019 წელს, კუჭ-ნაწლავის ავადმყოფობის ეპიდაფეთქება, რომელითაც დაავადდა 16 ადამიანი აშშ-ს ხუთი შტატიდან, დაკავშირებული იყო მექსიკაში მოპოვებული ნედლი ხამანწკების მოხმარებასთან. დაავადებულთა შორის ზოგიერთში Vibrio parahaemolyticus და Vibrio albensis გამომწვევი პათოგენები იყო.[8] 2022 წელს, ფლორიდაში ვიბრიოზის ეპიდაფეთქება დაკავშირებული იყო წყალდიდობასთან ქარიშხლის შემდეგ, დაფიქსირდა 38 შემთხვევა და მათ შორის 11 სიკვდილი.[9] უმეტეს შემთხვევაში, V vulnificus იყო გამომწვევი პათოგენი

  • CDC-მ განაცხადა, რომ 1988-2018 წლებში V. vulnificus ინფექციები აშშ-ის აღმოსავლეთში რვაჯერ გაიზარდა.[10] გაზრდილი რისკი დაკავშირებულია სანაპირო წყლის ტემპერატურის მატებასთან, რაც V vulnificus-ს აყვავების საშუალებას აძლევს და ექსტრემალურ ამინდთან, რაც ზრდის მეტი ადამიანის წყალთან ექსპოზიციას. CDC შეახსენებს ჯანდაცვის პროფესიონალებს, განიხილონ V. vulnificus, როგორც ინფიცირებული ჭრილობების შესაძლო მიზეზი, სანაპირო წყლებთნ ექსპოზიციის შემდეგ, განსაკუთრებით უფრო თბილი ზღვის არეებში.[10]

იაპონია

  • 1999-2003 წლებში დასავლეთ იაპონიაში V vulnificus-ის 94 შემთხვევა დაფიქსირდა.[11]ამ შემთხვევების 50%-ზე მეტი დაფიქსირდა კიუშუს რეგიონში, ძირითადად არიაკეს და იაცუშიროს ზღვების სანაპირო რაიონებში, სადაც არის მრავალი მოქცევის ზონა; ინფექცია ჩვეულებრივ გრძელდებოდა ივნისიდან ნოემბრამდე, მაგრამ არა ზამთრის თვეებში.[11]

ტაილანდი

  • Vibrio parahaemolyticus ინფექცია პრევალირებს სამხრეთ ტაილანდში. სონგხლას პროვინციაში, მთავარ საჯარო ჰოსპიტალში- ჰატ იაიში 2000-2005 წლებში დაფიქსირდა 865 შემთხვევა.[12]

კანადა

  • Vibrio parahaemolyticus, Vibrio fluvialis, Vibrio vulnificus, და Vibrio alginolyticus იზოლირებულ იქნა მოლუსკებიდან კოლუმბიის ბრიტანულ სანაპიროზე.[13]

  • 2001-2006 წლებში V parahaemolyticus ყველაზე გავრცელებული ფიქსირებული ვიბრიო სახეობა იყო კოლუმბიის ბრიტანულ ნაწილში. ინციდენტობა არის 0.5/100 000.[13] 2015 წლის სექტემბერში კანადის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტომ დააფიქსირა ეპიდაფეთქება კუჭ-ნაწლავის დაავადების 81 შემთხვევით V parahaemolyticus-ით. ეპიდაფეთქება ასოცირებული იყო უმი მოლუსკების მიღებასთან, რომლებიც ბრიტანული კოლუმბიის სანაპიროებიდან მოიტანეს. ეპიდაფეთქება დაფიქსირდა 2015 წლის მაისსა და აგვისტოში.[14]

ჩილე

  • V parahaemolyticus ინფექცია გაჩნდა სამხრეთ ჩილეში 1990-იანი წლების ბოლოს.[15]

  • 2004-დან 2007 წლამდე დაფიქსირდა V parahaemolyticus-ის დაახლოებით 7000 შემთხვევა პერტო-მონტის რეგიონში, თუმცა ეპიდაფეთქების შემთხვევები მცირდება.[16]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას