შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
76 წლის მამაკაცმა, რომელსაც ანამნეზში ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია აქვს, თევზაობისას გაიჭრა ხელი თევზის ბასრი ფარფლით. 6 საათის განმავლობაში მისი ხელი თრთის, მტკივნეულია და დიფუზურად ერითემატოზული. დაზიანებიდან 12 საათის შემდეგ პაციენტი გასინჯეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ადგილობრივ განყოფილებაში. პაციენტს აღენიშნება იისფერი ბულები და მკლავის შეშუპება. ის გარკვეულწილად დაბნეულია და აღენიშნება ჰიპოტენზია.
შემთხვევის ანამნეზი #2
56 წლის ბიზნესმენი ადრე დაბრუნდა ბიზნეს-შეხვედრიდან, რადგანაც აწუხებდა ცხელება, მუცლის სპაზმური ტკივილი და დიარეა. განავალში აღინიშნება სისხლი და ლორწო. ფონური თანმხლები დაავადებები არ აღინიშნება. 48 საათის წინ, ბიზნეს-შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ზღვის პროდუქტებით.
სხვა გამოვლინებები
არა-cholera Vibrio სახეობები იწვევენ კონიუნქტივიტს, კერატიტს ან ენდოფთალმიტს იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მოლუსკის ნიჟარით თვალის ტრავმული დაზიანება, თვალი დაბინძურდა ზღვის წყალით ან განვითარდა თვალში შემავალი ჭრილობა.[3]Vibrio alginolyticus შესაძლოა იყოს გარეთა ოტიტის მიზეზი მოცურავეებსა და სერფერებში[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას