კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
ტარდება არასპეციფიური ვირუსული დაავადების მქონე პაციენტებთან, რომელთა ანამნეზშიც მღრღნელების ექსკრემენტებთან კონტაქტი ვლინდება.
პროდრომული ფაზის დროს თრომბოციტოპენია შესაბამისი ეპიდემიოლოგიით ჰანტავირუსული ინფექციის მიმანიშნებელია. თრომბოციტოპენიის ხარისხი შეიძლება არაკეთილსაიმედო გამოსავლის პროგნოზულ მაჩვენებლად ჩაითვალოს.[5]
თუ მოცირკულირე იმუნობლასტური უჯრედები ჯამური ლიმფოციტების რაოდენობის > 10%-ია, ეს ჰანტავირუსულ ინფექციაზე მაღალი ალბათობით მიანიშნებს.[49]
ჰემოკონცენტრაცია მომატებული ჰემოგლობინით და ჰემატოკრიტით (Hct) კაპილარული გაჟონვის მარკერია და შესაძლოა კარდიოპულმონური ფაზის დასაწყისზე მიგვითითებდეს.
შედეგი
თრომბოციტების რაოდენობა < 150 x 10⁹/L (<150 x 10³/მიკროლიტრი) ადრეული ნიშანია; ლეიკოციტოზი იმუნობლასტებით; მომატებული ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
შეიძლება ნორმალური, ან ადრეულ ინტერსტიციულ შეშუპებაზე სავარაუდო იყოს. შეიძლება, გამოავლინოს დიფუზური ინტერსტიციური შეშუპება ადრეულ კარდიოპულმონურ ფაზაში, რაც შეიძლება გართულდეს ფილტვების დიფუზური შეშუპების მძიმე ფორმით გამონაჟონით, ან მის გარეშე.[56][Figure caption and citation for the preceding image starts]: ფილტვის ბილატერალური ინფილტრატები ჰანტავირუსული პულმონური სინდრომის დროსCDC საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოტოგალერეა (PHIL), ლორენ კეტაი, MD [Citation ends].
შედეგი
ადრეულ ფაზაში ნორმალურია; დიფუზური ინტერსტიციული შეშუპება; ფილტვების დიფუზური შეშუპების მძიმე ფორმა გამონაჟონით, ან მის გარეშე.
IgM და IgG სეროლოგიური კვლევები ჰანტავირუსზე
ტესტი
ტარდება, თუ კლინიკური სინდრომი და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიგვანიშნებს ჰანტავირუსულ ინფექციაზე.
სიმპტომების გამოაშკარავებისას პაციენტებს ერთმნიშვნელოვნად აღენიშნებათ IgM კლასის, ხოლო ბევრ მათგანს - IgG კლასის ანტივირუსული ანტისხეულები.
ეს სეროლოგიური კვლევები თვითდაფინანსებადია.
შედეგი
დადებითი
უკუტრანსკრიპტაზის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)
ტესტი
ტესტით შესაძლებელია ინფექციის გამომწვევი ჰანტავირუსის სპეციფიური ტიპის გამოვლენა. იგი ტარდება რეფერალურ ლაბორატორიებში და მწვავე დიაგნოსტიკურ ტესტად არ ითვლება.
შედეგი
დადებითი
გასათვალისწინებელი კვლევები
არტერიული სისხლის აირები (ABG)
ტესტი
შეიძლება განვითარდეს მძიმე კარდიოპულმონური დაავადების დროს.
შედეგი
კარდიოპულმონური ფაზა: ჰიპოქსია, მეტაბოლური აციდოზი
შრატის ლაქტატი
ტესტი
შრატში ლაქტატის შემცველობა > 4.5 მმოლ/ლ არაკეთილსაიმედო გამოსავლის პროგნოზული ნიშანია.
შედეგი
> 4.5 მმოლ/ლ
ელექტროკარდიოგრამა
ტესტი
დაავადების პროგრესირებისას ეკგ-ზე შეიძლება არითმია გამოვლინდეს სინუსური ბრადიკარდიიდან პარკუჭთა ფიბრილაციამდე.
შედეგი
არითმია
ექოკარდიოგრაფია
ტესტი
კარდიოპულმონური ფაზის დროს პაციენტს მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია შემცირებული ექნება.
შედეგი
მარცხენა პარკუჭის განდევნის დაქვეითებული ფრაქცია
ფილტვის არტერიის კათეტერი (სვან-განცის კათეტერი)
ტესტი
კარდიოპულმონური ფაზის დროს ვლინდება დაქვეითებული გულის ინდექსი და მომატებული პერიფერიული წინააღმდეგობა, რაც კარდიოგენულ შოკს სეპტიკური შოკისგან განასხვავებს, რომლის დროსაც დაქვეითებული პერიფერიული წინააღმდეგობა და გულის მომატებული წუთმოცულობა ვლინდება. პერიფერიული წინააღმდეგობა და გულის ინდექსის შეფასება ნაკადმიმართული ფილტვის კათეტერით ხდება. გულის ინდექსი <2.5 ლ/წთ/მ² ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაციის დაწყების ერთ-ერთი კრიტერიუმია.[44][53]
შედეგი
გულის ინდექსი დაქვეითებული, პერიფერიულ სისხლძარღვთა მომატებული წინააღმდეგობა
ფილტვის ბიოფსია
ტესტი
შეიძლება, ჩატარდეს ან ტრანსბრონქულად ბრონქოსკოპიის, ან ვიდეოს დახმარებით ჩატარებული თორაკოსკოპული ოპერაციის დროს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აუხსნელი სწრაფად პროგრესირებადი ფილტვის პათოლოგია.
ჰანტავირუსის რნმ-ის იმუნოჰისტოქიმიური კვლევა დიფუზურად შეღებილ ენდოთელურ უჯრედებს ავლენს.[53][54] ხელმისაწვდომია როგორც აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ რეკომენდებული კვლევის ტესტი.
შედეგი
ინტრაალვეოლური შეშუპება იმუნობლასტების ინტერსტიციულ ინფილტრაციასთან ერთად
ახალი ტესტები
შრატში ვირუსული-რნმ-ის შემცველობა
ტესტი
ვირუსული რნმ გამოვლინდება რევერსული ტრანსკრიპციის-პჯრ მეთოდით ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის (HCPS) მქონე პაციენტთა სისხლში, თუმცა ტესტი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლება.[50] გამოხატული ვირემია დაავადების საწყისი გამოვლინებისას უფრო მძიმე ფორმის განვითარების მაჩვენებელია.[51]
შედეგი
ვირუსული რნმ-ის რაოდენობრივი დონე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას