ახალი ტიპის მკურნალობა

პასიური იმუნოთერაპია

არ არსებობს სინ ნომბრეს ვირუსით (SNV) დაავადებულ ადამიანებში პასიური იმუნოთერაპიის ჩატარების შემსწავლელი კლინიკური კვლევები. აღინიშნა, რომ ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის (HCPS) ფონზე გამანეიტრალებელი ანტისხეულების მაღალი დონეების მქონე პაციენტები უკეთესი გადარჩენადობით გამოირჩევიან.[31] კვლევის ფარგლებში იმუნოთერაპია როგორც ჩანს ცხოველის მოდელს იცავს SNV ინფექციისგან.[43]

ადამიანის იმუნური პლაზმა

ადამიანის იმუნური პლაზმა, როგორც აღმოჩნდა, ანდების ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელს 32%-დან 14%-მდე ამცირებს.[67]

ფავიპირავირი

SNV-ინფექციის მქონე ზაზუნის მოდელში ფავიპირავირის ექსპერიმენტული გამოყენება ქსოვილებში ვირუსული ანტიგენის დონეს ამცირებს.[68]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას