ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
მღრღნელების ექსკრეციასთან/ნაკბენთან ექსპოზიცია
ანამნეზში საცხოვრებლის ახლომახლოს მღრღნელებთან კონტაქტი, ან მათ მიერ დაბინძურებული არის დასუფთავება ჰანტავირუსული ინფექციის დიაგნოსტირების ეპიდემიოლოგიური საფუძველია.
ქოშინი
ინფექციის ადრეული ეტაპი შეიძლება არ იყოს ასოცირებული ჰიპოქსემიასთან და ის არასპეციფიურია. პაციენტი შეიძლება სწრაფად დამძიმდეს სუნთქვის დარღვევის მძიმე ფორმით.
ჰიპოტენზია
დაავადების ზომიერი-მძიმე ფორმის მახასიათებელია. შეიძლება პროგრესირდეს კარდიოგენულ შოკში.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ცხელება
ვირემიული პროდრომის არასპეციფიური მახასიათებელია.
მიალგია
ვირემიული პროდრომის არასპეციფიური მახასიათებელია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები
თავისტკივილი
ვირემიული პროდრომის დროს სიმპტომები არასპეციფიურია.
სატურაცია ნორმალურია, ან დაქვეითებული.
დაავადების ადრეულ ფაზაში სატურაცია ნორმალურია, თუმცა დაავადების პროგრესირებისას პაციენტები ჰიპოქსიური ხდებიან.
ხიხინი ფილტვებში
ფილტვების შეშუპების ნიშანია. ტიპიურია დაავადების ზომიერიდან მძიმე ფორმისთვის და კარდიოპულმონური ფაზის დაწყებას მოასწავებს.
რისკფაქტორები
ძლიერი
მღრღნელების ექსკრეციასთან/ნაკბენთან ექსპოზიცია
ირმის თაგვი, სინ ნიმბრეს ვირუსის (SNV) მასპინძელი, ფართოდაა გავრცელებული აშშ-ში, გარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ატლანტიკური სანაპირო შტატებისა.
ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მრავალი მღრღნელი იქნა გამოვლენილი ჰანტავირუსის სხვადასხვა ქვეტიპების მასპინძლად.
ადრე, HCPS გამოვლენისას ვირუსის მსგავსება დგინდებოდა პაციენტის იზოლატებსა და პაციენტის საცხოვრებელსა და მის შემოგარენში დაჭერილი ირმის თაგვიდან მიღებულ იზოლატებს შორის.[42]
ადამიანის რისკი დაკავშირებულია მღრღნელებთან კონტაქტზე, კერძოდ კი საკარმიდამოში საქმიანობაზე, მაგალითად სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება, სადაც მღრღნელების ინვაზიის ნიშნებია, და სეზონურად დაკეტილი იმ სათავსოების დალაგება, ან ათვისება, სადაც მღრღნელები იყვნენ დაბუდებული.[12]
ახლო კონტაქტი ჰანტავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან
ადამიანიდან ადამიანზე გადადება მხოლოდ ჩილესა და არგენტინაში იქნა აღრიცხული და ძირითადად დადასტურებულია მათი გამოვლინება ოჯახურ ჯგუფებში. სქესობრივი პარტნიორები ინფიცირების 10-ჯერ მეტი რისკით გამოირჩევიან ოჯახის დანარჩენ წევრებთან შედარებით.[22]
აქამდე ნოზოკომური გადადების მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული ჩილეში.[20]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას