გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

ჰანტავირუსულ კარდიოპულმონურ სინდრომთან (HCPS) ასოცირებული სიკვდილობის მაჩვენებელი 30-50%-ია, სიკვდილს კარდიოგენული შოკი და გულის არითმიები იწვევს.[8][18][5] როგორც ჩანს, ადრეული ჩარევის ეფექტური მეთოდები არ არსებობს.

ინტენსიური თერაპიის ბლოკში მართვა ფრთხილი ინფუზიითა და ინოტროპული დახმარებით მნიშვნელოვანია, თუმცა რეალურად სიკვდილობის შემცირება არ აღინიშნება.

მოკლევადიანი
დაბალი

დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია შესაძლოა, განვითარდეს HCPS ინფექციის მძიმე შემთხვევების დროს, მაგრამ საკმაოდ იშვიათია.

გრძელვადიანი
დაბალი

არსებობს მონაცემები ადრე განვითარებული ჰიპოქსემიით განპირობებული ნარჩენი კოგნიტური დეფექტების შესახებ.[5][44]

გრძელვადიანი
დაბალი

30 პაციენტისგან შემდგარი კვლევის მიხედვით საშუალოდ 7.4 - თვიანი დაკვირვების შედეგად HCPS-ისგან გადარჩენილი პაციენტების 53%-თან თირკმლის ქრონიკული დაავადება დადასტურდა.[70]

თირკმლის ქრონიკული დაავადება

ცვლადი
დაბალი

გადარჩენილებში დაკვირვების შედეგები შეზღუდულია. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ფილტვის ნარჩენი პათოლოგიები, რომელიც სასუნთქი გზების შემცირებული ნაკადითა და ჟანგბადის დიფუზიის უნარის დაქვეითებით გამოიხატება. ჩივილი დაღლილობა და სუნთქვის გაძნელებაა.[5][44] ფილტვის დისფუნქცია შეიძლება 1 წლამდე გაგრძელდეს შემდგომი განკურნებით.[69]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას