ეტიოლოგია

აშშ-ში ჰანტავირუსის კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) მღრღნელების ცხოველქმედების პროდუქტებთან ექსპოზიციით არის გამოწვეული, რომლებიც შეიცავს ერთ-ერთს იდენტიფიცირებული პათოგენური ჰანტავირუსებიდან: სინ ნომბრეს ვირუსი (SNV), ბაიუს ვირუსი (BAYV), შავი მდინარის არხის ვირუსი (BCCV), ნიუ იორკის ვირუსი (NYV) და მონონგაჰელას ვირუსი (MONV).

ჰანტავირუსები განვითარდნენ თავის სპეციფიურ მღრღნელ მასპინძელთან ერთად, მათ ორგანიზმში ისინი უსიმპტომო არიან, და სახეობებს შორის გადადება ხდება კბენითა და ნერწყვით. ჰანტავირუსის ინფექცია ადამიანებს უმთავრესად გადაეცემა მღრღნელების შარდთან, ან ნერწყვთან შემთხვევითი კონტაქტის შედეგად.[16] ინჰალაცია, ლორწოვან გარსზე, ან დაზიანებულ კანზე მღრღნელის ექსკრეტთან ექსპოზიცია, მღრღნელის კბენა და ლაბორატორიული შემთხვევები ექსპოზიციის შესაძლო ვარიანტებია. ჰანტავირუსების სიცოცხლისუნარიანობა ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე 2-3 დღეა. მზის სხივები სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობას ამცირებენ.

ჩრდილოეთ ამერიკაში ჰანტავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადება არ დაფიქსირებულა. ორსულებში SNV-ით გამოწვეული ინფექციის 5 შემთხვევიდან 1 დედის და 2 ნაყოფის გარდაცვალებით დასრულდა. 2 ნაყოფის აუტოფსიამ, 3 პლაცენტის გამოკვლევამ და 3 გადარჩენილი ბავშვის შემდგომმა სეროლოგიურმა კვლევამ SNV-ის დედიდან ნაყოფზე გადაცემა არ დაადასტურა.[17]

SNV ინფექცია იწვევს კლასიკურად აღწერილ ჰანტავირუსულ კარდიოპულმონურ სინდრომს და ახასიათებს 30-50%-იანი სიკვდილობა.[8][18] BAYV და BCCV გარდა HCPS გამოწვევისა, შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანონ თირკმელი, მაგრამ ზოგადად სიკვდილობის ნაკლები სიხშირით გამოირჩევიან.[3][5][6]

ლათინურ ამერიკაში, ნაჩვენებია ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის განვითარება, უმთავრესად ინფიცირებული მღრღნელების ექსკრემენტთან და გამონადენთან კონტაქტის, ან მათი აეროზოლების შესუნთქვის ფონზე განვითარებული ჰანტავირუსული ინფექციის შემდგომ. ადამიანიდან ადამიანზე ჰანტავირუსის გადაცემის შემთხვევები აღრიცხულია არგენტინის და ჩილეს ტერიტორიებიდან.[19][20]​ თუმცა, არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობას.[21]

ჩილეში ადამიანიდან ადამიანზე გადადება დადასტურებულია უმთავრესად ოჯახურ ჯგუფებში. პროსპექტული კვლევის მიხედვით სქესობრივ პარტნიორებს ინფიცირების 10-ჯერ მაღალი რისკი აქვთ ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით.[22] ახლო კონტაქტი ავადმყოფ პირთან დაავადების პროდრომული ფაზის დროს (12-27 დღე წყარო-შემთხვევასთან საწყისი კონტაქტიდან) როგორც ჩანს, ადამიანიდან ადამიანზე გადადების შანსს ზრდის.[4]

ჰანტავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რამდენიმე კვლევამ გამოავლინა ანდების ვირუსის (AVDV) არსებობა ისეთ ბიოლოგიურ სითხეებში, როგორიცაა სისხლი, რესპირატორული სეკრეტი, ღრძილოვანი სითხე, ნერწყვი და შარდი. ამგვარი დაკვირვებებით შეიძლება, ნაწილობრივ აიხსნას, თუ რატომაა შესაძლებელი ვირუსით დაინფიცირება დაავადების პროდრომულ ფაზაში პაციენტის აღნიშნულ სითხესთან ახლო კონტაქტით.[23]

ნოზოკომური ტრანსმისია ჩილეს ჰოსპიტალში ორ შემთხვევასთან დაფიქსირდა.[20] ჩილეში ადრე ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევების მონაცემებით, რომელიც მოიცავდა იმ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც მუშაობდნენ საავადმყოფოებში, სადაც მკურნალობდნენ ANDV ინფექციით დაავადებული პაციენტები, ჯანდაცვის მუშაკებში გამოვლენილი ანტი-ANDV იმუნოგლობულინი G ანტისხეულები ისეთივე იყო, როგორიც ზოგად პოპულაციაში.[24]

ჩრდილოეთ ამერიკაში უსიმპტომო ადამიანის ჰანტავირუსული ინფექცია იშვიათია, ასიმპტომურ მაღალი რისკის პოპულაციაში 1%-ზე ნაკლები სეროპრევალენტურობით. ამის საწინააღმდეგოდ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ჩაკო პარაგვაიში, გადატანილი ჰანტავირუსული ინფექციის სეროლოგიური მტკიცებულება 40% აღწევს.[25] ბრაზილიაში HCPS-ის არმქონე ჰანტავირუსზე სეროდადებითი ინდივიდების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე HCPS შემთხვევების სიხშირე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ რეგიონში ჰანტავირუსით ინფიცირების ბევრი შემთხვევა ასიმპტომურია.[26] ჩილეში სოფლისა და ქალაქის მივარდნილი რეგიონების პრაქტიკულად ჯანმრთელი მაცხოვრებლების სეროლოგიურმა კვლევამ გამოავლინა სეროპრევალირება 1.07%. დადებითი სინჯების უფრო მაღალი სიხშირე ფერმებთან შედარებით სოფლებსა და მიყრუებული უბნების მაცხოვრებლებში გამოვლინდა.[27][Figure caption and citation for the preceding image starts]: Peromyscus maniculatus: ირმის თაგვი, სინ ნომბრეს ვირუსის (SNV) გადამტანი, რომელიც იწვევს ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის უმრავლესობასCDC საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოტოგალერეა (PHIL), ჯეიმს გათანი [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@54392ac4

პათოფიზიოლოგია

მღრღნელების ექსკრეტთან ექსპოზიციის შედეგად ჰანტავირუსის ინჰალაციის შემდეგ, ინკუბაციური პერიოდი 9-დან 33 დღემდე (საშუალოდ 14-დან 17 დღემდე, და მღრღნელების ნაკბენიდან 3 კვირამდე პერიოდი) გრძელდება, რა პერიოდშიც ვირუსი მრავლდება ფილტვის მაკროფაგებსა და დენდრიტულ უჯრედებში უჯრედის სიკვდილის გარეშე და შემდეგ ნაწილდება ლიმფოიდურ ორგანოებში.[28][29][30] ვირემია ვითარდება, რაც აინფიცირებს სამიზნე უჯრედებს და სტიმულს აძლევს T უჯრედებს. წარმოიქმნება მასპინძლის გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციის სიმძიმე შეამსუბუქონ.[31] იმუნურად სტიმულირებული T უჯრედები გადაინაცვლებენ ჰანტავირუსის კონცენტრაციის ადგილისკენ, კერძოდ ფილტვებისა და გულის ინტერსტიციუმისკენ.[32] ამას მოჰყვება არასპეციფიური ვირუსული სინდრომი განსაკუთრებით მძიმე მიალგიებით და გასტროინტესტინური სიმპტომებით, რომლის გამოცნობაც ხშირად ვერ ხერხდება. იშვიათად, დაავადება არ პროგრესირებს;[33] ამასთან, ძირითადად პაციენტები საავადმყოფოში ხვდებიან დაახლოებით 5 დღეში პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობით, ფილტვების შეშუპებით მეტაბოლური აციდოზით და კარდიოგენული შოკით.

ავადმყოფობის მიმდინარეობა იწყება ინფიცირებული ენდოთელური უჯრედების ფუნქციის დარღვევით და ლოკალურად T-უჯრედების ციტოკინების გამოყოფით, რაც იწვევს სამიზნე ორგანოებში კაპილარულ გაჟონვას.[34][35] კაპილარული გაჟონვა შეიძლება გამოიწვიოს პათოგენური ჰანტავირუსების ალფა-ვარიაბელური, ბეტა-3 ინტეგრინის ლიგანდის ენდოთელიურ უჯრედებსა და თრომბოციტების ზედაპირებზე მოქმედებამ, რაც დაზიანებული ენდოთელური უჯრედების მიგრაციას და ენდოთელური უჯრედების ბარიერული ფუნქციის დარღვევას იწვევს.[30][36]

სირიული ზაზუნების ჰანტავირუსული კარდიოპულმონური სინდრომის (HPS) მოდელის კვლევებმა მიგვანიშნა ჰანტავირუსის პირდაპირ ზემოქმედებაზე მოსვენებულ თრომბოციტებზე მათ ბეტა-3 ინტეგრინთან ბმით, რის შედეგადაც ხდება თრომბოციტების ჯვარედინი ბმა და ენდოთელიულ ზედაპირებზე დაგროვება. ასევე ხდება მათი ბმა მოსვენებული ენდოთელიური უჯრედების ბეტა-3 ინტეგრინთან, სისხლძარღვის ენდოთელიური ზრდის ფაქტორის რეცეპტორული აქტივობის დარღვევით, სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის კადერინის ფოსფორილიზაციის და ინტერნალიზაციის გაზრდით და უჯრედების მჭიდრო კავშირის დარღვევით.[37]

ყველა პათოგენურ ჰანტავირუსს გააჩნია თიროზინზე დამოკიდებული იმუნორეცეპტორული აქტივაციის მოტივი G1 გარსის გლიკოპროტეინებზე, რომელმაც შეიძლება უჯრედული დაღმავალი სიგნალიზაციის, ასევე ენდოთელიური და იმუნური უჯრედების ფუნქციის მოდულირება მოახდინოს.[38] სენსიბილირებული მონონუკლეური უჯრედები შეაღწევენ ფილტვებში, მიოკარდიუმის ინტერსტიციუმში და ელენთაში ციტოკინების, კერძოდ სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორი ალფას და ინტერფერონ-გამას გამოსამუშავებლად, რაც ფილტვების შეშუპებას და მიოკარდიტს იწვევს.[39][40] ჰანტავირუსს ასევე შეუძლია, შეუკავშირდეს ნეიტროფილების ბეტა-2 ინტეგრინის რეცეპტორს და ნეიტროფილების უჯრედგარეშე ხაფანგის გამოთავისუფლების ინდუცირება მოახდინოს.[41]

კლასიფიკაცია

ჩრდილოეთ ამერიკის ჰანტავირუსის ტაქსონომია[2][3]

ოჯახი: ბუნიამვირიდი (პირველად აღმოჩენილი უგანდის ბვამბის ოლქში)

გვარი: ჰანტავირუსი

კლინიკურად მნიშვნელოვანი ახალი სამყაროს ჰანტავირუსები, რომლებიც იდენტიფიცირებულია აშშ-ში და და ასოცირდება ჰანტავირუსის კარდიოპულმონურ სინდრომთან (HPCS) მოიცავს შემდეგს:

  • სინ ნომბრეს ვირუსი (SNV)

  • ბაიუს ვირუსი (BAYV)

  • შავი მდინარის არხის ვირუსი (BCCV)

  • ნიუ იორკის ვირუსი(NYV)

  • მონონგაჰელას ვირუსი (MONV).

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ჰანტავირუსების ტაქსონომია[4]

ოჯახი: ბუნიამვირიდი (პირველად აღმოჩენილი უგანდის ბვამბის ოლქში)

გვარი: ჰანტავირუსი

ფილოგენეზურ კვლევებზე დაყრდნობით, სამხრეთამერიკული ჰანტავირუსის შტამები დაყოფილია 3 მონოფილეტურ ჯგუფად: ანდების ჯგუფი, ლაგუნა ნეგრას ჯგუფი და რიო მამორეს ჯგუფი. თითოეული მათგანი კლასიფიცირებულია, როგორც ცალკე სახეობა.

ანდების (ANDV) ჯგუფი

  • გვხვდება არგენტინაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, ჩილეში, პარაგვაიში და ურუგვაიში.

  • შეიძლება, კიდევ დაიყოს 3 ქვეჯგუფად:

    1. კასტელო დე სონჰოს (CASV)

    2. Pergamino (PERV)/Maciel (MACV)/Araraquara (ARQV)/Paranoá (PARV)

    3. ორანის (ORNV)/ბერმეჯოს (BMJV)/ლეჩიგუანას (LECV)/ცენტრალური ანდების (ACPV).

  • შტამები, რომლებიც ამ 3 ქვეჯგუფში ვერ მოხვდნენ: ჟუკიტიბას (JUQV), არაუკარიას (ARAUV), და იტაპუას (ITPV) გენოტიპები.

ლაგუნა ნეგრას (LANV) ჯგუფი:

  • გვხვდება არგენტინაში, ბრაზილიასა და პარაგვაიში.

  • მოიცავს მხოლოდ ლაგუნა ნეგრას ვირუსს.

რიო მამორეს (RIOMV) ჯგუფი

  • გვხვდება ბრაზილიაში, ბოლივიაში, საფრანგეთის გვიანაში, პარაგვაისა და პერუში.

  • სხვებთან ერთად მოიცავს RIOMV-ას, ანაჟატუბას ვირუსს (ANJV), და მარიპას ვირუსს (MARV), ყველა მათგანი ასოცირებულია HPCS-თან.

ჰანტავირუსის სხვა ქვეტიპები, რომლებიც არ არიან შეყვანილი ამ 3 ჯგუფში:

  • ჩოკლოს ვირუსი (CHOV), აღმოჩენილია პანამაში

  • ჟაბორას ვირუსი (JABV), აღმოჩენილია ბრაზილიაში

  • კანო-დელ-გადიტოს ვირუსი (CADV), აღმოჩენილია ვენესუელაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას