შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
34 წლის სხვა მხრივ ჯანმრთელი თეთრკანიანი მამაკაცი მიღებულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. მისი მონაყოლით აქვს ცხელება 39.5°C(103°F)-მდე, გამოხატული მიალგია ფეხებსა და ზურგშის მიდამოში, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ცხოვრობს ტრაილერში სოფლის ტიპის დასახლებაში სამხრეთ-დასავლეთ კოლორადოში და ხშირად ხედავს თაგვებს ტრაილერში და მის გარშემო. იგი დურგალია და დასაქმებულია ძველებური ბეღელების ინტერიერის განახლებაზე. გასინჯვისას აღინიშნა ცხელება 39°C(102°F), აწ 110/76 მმ.ვწყ.სვ., პულსის სიხშირე 96', სუნთქვის სიხშირე 24' და ჟანგბადის სატურაცია ოთახის ჰაერზე 96%-ია. მისი დანარჩენი მონაცემები ნორმალური იყო.
შემთხვევის ანამნეზი #2
54 წლის ადრე ჯანმრთელი თეთრკანიანი მამაკაცი ნიუ მექსიკოს სოფლის რაიონიდან მოთავსებული იქნა საავადმყოფოში 36 საათით ადრე სავარაუდოდ ვირუსული პნევმონიის სამკურნალოდ. მას ემპირიულად დაუწყეს ინტრავენურად ფთორქინოლონისა და გენტამიცინით და ორალური ოსელტამივირით მკურნალობა ლაბორატორიული ანალიზების პასუხის მოლოდინში. გასინჯვისას მისი კლინიკური მდგომარეობა გაუარესებულია, არტერიული წნევა არის 95/60 მმ.ვწყ.სვ., პულსის სიხშირე 96' და სუნთქვის სიხშირე 36. ჟანგბადის სატურაცია ნაზალურად 4 ლ/წთ სიხშირით მიწოდებული ჟანგბადის ფონზე 90%-ია. მას ორმხრივად დიფუზური ხიხინი აღენიშნება ფილტვების მოსმენისას და S3 ტონი გულის მოსმენისას შუილის გარეშე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას