პროგნოზი
პაციენტების დიდ უმრავლესობას აღენიშნება მწვავე ფებრილური ავადმყოფობა, რომელიც ნარჩენი მოვლენების გარეშე ალაგდება. ჯანმრთელ ადამიანებში განმეორებითი დაავადების რისკი დაბალია. თუმცა, როზეოლას მქონე ბავშვების 15%-ს აღენიშნება გულყრები. მაგალითად, შემთხვევათა ერთ სერიაში, როზეოლას მქონე ბავშვების 13%-ს ჰქონდა გულყრები, რამაც გახანგრძლივებული ან განმეორებითი სახე მიიღო.[12]
პირველადი ინფექციის შემდეგ ვირუსი ხდება ლატენტური პერიფერიული სისხლის მონოკლონურ უჯრედებში. რეაქტივაცია ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ ასოცირებულია ავადობასთან.[23]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას