ახალი ტიპის მკურნალობა

ანტივირუსული T-უჯრედების ტრანსფერი

ერთი კვლევის მიხედვით ვლინდება, რომ რეაქტივირებული ადამიანის ჰერპესვირუსი-6-ის (და სხვა ვირუსების) დამტკიცებული მკურნალობაა მძიმე იმუნოსუპრესიის ფონზე, ანტივირუსული ალოგენური ციტოტოქსიკური T უჯრედების შემთვისებელი ტრანსფერის გამოყენებით.[24] აღნიშნული მიდგომა მოითხოვს პროფესიონალურ გამოცდილებას და რესურსებს ანტივირუსული, სპეციფიკური T-უჯრედული კლონების ex-vivo სტიმულირებისა და სელექციისათვის; ეს მეთოდი სწრაფი არ არის (მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის), რადგანაც კლონური გამრავლება 9-11 დღეს საჭიროებს. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება ანტივირუსული თერაპიის პარალელურად, რომელიც აღნიშნული პერიოდის (9-11 დღე) განმავლობაში გარკვეულ ეფექტს შეინარჩუნებს. აღნიშნულ მიდგომას ახასიათებს ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადების განვითარების რისკი. კვლევაში მონაწილეობდა 11 პაციენტი, რომელთაგან ერთს განუვითარდა მსუბუქი, ადვილად კონტროლირებული ტრანსპლანტი -მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება. აღნიშნული მიდგომის შესახებ ამჟამად მიმდინარეობს კვლევები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას