ეტიოლოგია

ჩვილთა როზეოლა ძირითადად გამოწვეულია ადამიანის ჰერპესვირუსით HHV-6 და ზოგჯერ HHV-7-ით (იშვიათად სხვა ვირუსებით), გარდა კოქსაკივირუსებისა, ექოვირუსებისა, ადენოვირუსებისა და პარაგრიპის ვირუსებისა. ინკუბაციური პერიოდი ვარირებს 1-დან 2 კვირამდე.[4][5]

როზელოვირუსის გვარში ადამიანის ჰერპესვირუსის 3 სახეობაა: ადამიანის ჰერპესვირუსი-6A (თირეოიდიტთან ასოცირებული), ადამიანის ჰერპესვირუსი-6B (როზეოლა) და ადამიანის ჰერპესვირუსი-7 (როზეოლა). წარმოადგენს Herpesvirinae ოჯახის ნაწილს და Betaherpesvirinae ქვეოჯახს.[6][7]

პათოფიზიოლოგია

ადამიანის ჰერპესვირუსები HHV-6B და HHV7 ყველაზე მეტად ვრცელდება უსიმპტომო კონტაქტებში რესპირატორული სეკრეციის მეშვეობით. ადამიანის ჰერპესვირუსი-6B და ადამიანის ჰერპესვირუსი-7 დნმ შეიძლება აღმოვაჩინოთ ნერწყვში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პირველადი ინფექციის შემდეგ. აღნიშნული ვირუსები შეიცავენ დნმ-ის ორმაგ ჯაჭვს და ახასიათებთ CD4+ ლიმფოციტებისადმი ტროფიზმი.[1] HHV-6B-ს შეუძლია სხვა ტიპის უჯრედების დაინფიცირებაც. იგი იწვევს CD3-ის ექსპრესიის დაქვეითებას T უჯრედებზე, რაც იმუნოსუპრესიის ეფექტს იძლევა. იგი ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს TNF-ალფასა და ინტერლეიკინ-1-ბეტას წარმოქმნას.[8] მწვავე ინფექციის შემდეგ ადამიანის ჰერპესვირუსი-6B რჩება ფარული ფორმით მრავალ ქსოვილში. რეაქტივაცია ყველაზე ხშირად ფიქსირდება იმუნოსუპრესიის პერიოდში. შესაძლო კავშირები გვხვდება ფარულ HHV-6B-სა და ქრონიკულ ინფექციებს შორის, თუმცა ამ კავშირების შესახებ მიზეზობრივი მტკიცებულებები არ არსებობს.[9]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას