ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ასაკი < 2 წ

ადამიანის ჰერპესვირუსი HHV-6 გვხვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბავშვების 90% სეროდადებითია 24 თვის ასაკისათვის.[1]

HHV-7-ით პირველადი ინფექცია გვხვდება ბავშვების 50%-ში 2 წლის ასაკამდე.[10]

იმუნოსუპრესია

ადამიანის ჰერპესვირუსი-6 ფარული ვირუსის რეაქტივაცია ხშირია იმუნოსუპრესიულ პაციენტებში ან ძვლის ტვინის ან ორგანოს გადანერგვიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში.[12]

მაღალი ცხელება

მაღალი სიცხის უეცარი გამოვლინება >39,5°C (103.0°F).[3]

პიკს, როგორც წესი, აღწევს ადრე საღამოს და ნარჩუნებულია 3-7 დღის განმავლობაში.

ეგზანთემა

ტიპური ეგზანთემა ვლინდება ცხელების ალაგების შემდეგ და შედგება 3-5 მმ მოვარდისფრო-წითელი მაკულებისგან და პაპულებისგან ტანზე, კისერზე, კიდურებზე პროქსიმალურად და ზოგჯერ სახეზე.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

დიარეა

ვლინდება ბავშვების 65%-ში.[12]

მუცლის ტკივილი

მუცლის ტკივილი ხშირია.[15]

ნაგაიამას ლაქები

აღწერილია ენანთემა, რომელიც შედგება წითელი პაპულებისგან რბილ სასასა და ნაქზე.

ასევე აღწერილია ნაქისა და სასის შეერთების ადგილის წყლულები.

დაფის აპკის ანთება

როგორც წესი, გვხვდება როზეოლას მქონე ბავშვების დიდ უმრავლესობაში.

ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები

მსუბუქი ხველა და რინორეა.

იშვიათი

გულყრები

ბავშვების დაახლოებით 15%-ს აღენიშნება გულყრის ეპიზოდი. პირველადი ადამიანის ჰერპესვირუსი-6 ინფექცია ასოცირებულია ბავშვობაში პირველად გამოვლენილი ფებრილური გულყრების ეპიზოდების დაახლოებით 1/3-თან.[12][17]

სხვა ფოკალური ნევროლოგიური ნიშნებია ენცეფალოპათია და ცნობიერების დონის ცვლილება.

პერიორბიტული ედემა

ყველაზე ხშირია ფებრილურ ფაზაში.

წინა ყიფლიბადის გამობერილობა

გვხვდება ჩვილების 25%-ში (თუ თავის ქალა ჯერ გაძვალებული არ არის).[14]

კისრის, კეფის და ყურის უკანა ლიმფადენოპათია

აღწერილია კისრის, კეფის და ყურის უკანა ლიმფადენოპათია.

რისკფაქტორები

ძლიერი

ასაკი < 2 წ

ადამიანის ჰერპესვირუსი HHV-6 გვხვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბავშვების 90% სეროდადებითია 24 თვის ასაკისათვის.[1]

HHV-7-ით პირველადი ინფექცია გვხვდება ბავშვების 50%-ში 2 წლის ასაკამდე.[10]

იმუნოსუპრესია

ადამიანის ჰერპესვირუსი-6-ის ფარული ვირუსის რეაქტივაცია ხშირია იმუნოსუპრესიულ პაციენტებში ან ძვლის ტვინის ან ორგანოს გადანერგვიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში.[11][12]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას