დიფერენციული დიაგნოზები
წითელა
ნიშნები / სიმპტომები
ტიპურ შემთხვევებში ახლავს მნიშვნელოვანი ხველის, სურდოს და კონიუნქტივიტის პროდრომი და ლოყის ლორწოვანი გარსის ენანთემა (კოპლიკის ლაქები), რომელიც შედგება ნაცრისფერი-თეთრი პაპულებისგან.
ეგზანთემა გამოხატულია ერითემატოზული მაკულოპაპულური გამონაყრის სახით, რომელიც ვრცელდება თავიდან ფეხებისკენ და რჩება 1 კვირით, რის შემდეგაც თანდათან ლაგდება.[19]
კვლევები
დიაგნოზი, როგორც წესი, კლინიკურია და ემყარება გასინჯვასა და ანამნეზს.
ვირუსების იზოლირება შესაძლებელია ცხვირხახის ნაცხიდან ან დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს სეროლოგიური კვლევით (ვლინდება წითელას სპეციფიკური ანტისხეულები).[19]
ენტეროვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
ენტეროვირუსთან ასოცირებული ეგზანთემა (განსაკუთრებით ექოვირუსის შემთხვევაში) არის არასპეციფიკური, მაკულოპაპულური, ერითემატოზული სახის.
ენტეროვირუსი ხშირად ვლინდება ასეპტიკური მენინგიტით.
სხვა ენტეროვირუსები შეიძლება გამოვლინდეს ჰერპანგინით ან ვეზიკულური დაზიანებებით.
პირველადი დიფერენცირება ხდება ანამნეზის მიხედვით, რაც შესაძლოა რთული იყოს.[20]
კვლევები
PCR ან მზარდი სეროლოგიური ტიტრი შეიძლება გამოვიყენოთ ენტეროვირუსების იდენტიფიკაციის მიზნით მძიმე შემთხვევებში.
გაურთულებელი შემთხვევების უმეტესობაში ანამნეზი და გასინჯვა საკმარისია.[20]
ეპშტეინ-ბარის ვირუსი
ნიშნები / სიმპტომები
ეგზანთემა წარმოდგენილია არასპეციფიკური ერითემატოზული მაკულებითა და პაპულებით, ხოლო ზოგჯერ ურტიკარიით.
პირველადი დიფერენცირება ტარდება ანამნეზის მიხედვით.
ებშტეინ-ბარის ვირუსის გამონაყარი ხშირად ჩნდება ამპიცილინის ან სხვა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.[21]
კვლევები
მწვავე ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება დადებითი ჰეტეროფილური ტესტით (ან სწრაფი მცირე წვეთის ტესტით) ან სპეციფიკური სეროლოგიით 4 წლამდე ბავშვებში.
სისხლის პერიფერიული ნაცხის გამოკვლევისას ხშირად ვლინდება ატიპური ლიმფოციტები.
EBV-სპეციფიკური ანტისხეულები გამოიყენება იმ შემთხევაში, თუ ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლენის ტესტი უარყოფითია ან სიმპტომები ატიპურია.[21]
წითურა
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება არასპეციფიკური ეგზანთემით- ვარდისფერი მაკულებით, რომლებიც სახიდან ტანზე ვრცელდება.
ხშირია კისრის, კეფის და/ან ყურის უკანა მტკივნეული ლიმფადენოპათია. სახსრების ჩართულობა ვლინდება უფროს მოზარდებსა და მოზრდილებში.[19]
კვლევები
სეროლოგიით მტკიცდება წითურას საწინააღმდეგო IgM ან 4-ჯერადი ზრდა წითურას საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების ტიტრში.[19]
მენინგოკოქცემია
ნიშნები / სიმპტომები
როზეოლას მსგავსი სიმპტომებია გულყრები, ცხელება და ენცეფალოპათიის ნიშნები.
როგორც წესი, ასოცირებულია სწრაფად პროგრესირებად პურპურასთან და მენინგიალური გარსების დაზიანების ნიშნებთან ან სეფსისთან.
კვლევები
თავზურგტვინის სითხისა და სისხლის კულტივირებით ვიღებთ მენინგოკოკებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას