ეპიდემიოლოგია
როზეოლა ყველაზე პრევალენტურია 6-დან 24 თვემდე ასაკში და იშვიათად გვხვდება 3 თვემდე ან 4 წლის შემდეგ.
ადამიანის ჰერპესვირუსი (HHV-6B) გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 24 თვემდე ბავშვების 90% სეროდადებითია HHV-6B-ზე.[1] პირველადი ინფექცია HHV-7-ით გვხვდება შედარებით უფროსებში, ვიდრე HHV-6B. 36 თვემდე ბავშვების 65% სეროდადებითია HHV-7-ზე.[2] მოზრდილ ასაკამდე პაციენტების >95% სეროდადებითია HHV-6-ზე, ხოლო 85% სეროდადებითია HHV-7-ზე.[3] თანამედროვე კვლევებში სეზონური გადახრა არ შეინიშნება.[4] მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების 90%-ს პირველადი HHV-6B ინფექციის დროს ცხელება აღენიშნება, მხოლოდ უმცირესობას უვითარდება კლასიკური როზეოლას გამონაყარი (ერთ-ერთი კვლევის მიხედვით 23% სიხშირით).[4] უმეტესობას აღენიშნება არადიფერენცირებული ფებრილური ავადმყოფობა გამონაყრის გარეშე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას