კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
საწყისი ტესტის არარსებობა
ტესტი
როზეოლას დიაგნოზი თითქმის ყოველთვის დგინდება კლასიკური გამოვლინების მიხედვით მანამდე ჯანმრთელ ბავშვში, 6-24 თვის ასაკში. მაღალი ტემპერატურა ვლინდება 3-4 დღით, შემდეგ კი ვითარდება ვარდისფერი და წითელი მაკულები და პაპულები ტანზე. კლასიკური გამოვლინების შემთხვევაში კლინიკური დიაგნოზი ემყარება გასინჯვით მიღებულ მონაცემებს და ანამნეზს (როგორც წესი, ცხელების ალაგების დროს). ლაბორატორიული კვლევა იშვიათადაა საჭირო.[10]
შედეგი
კლინიკური დიაგნოზი
გასათვალისწინებელი კვლევები
ვირუსული კულტურა
ტესტი
ხშირად არ გამოიყენება კლინიკური დიაგნოსტირებისთვის, რადგანაც იზოლირებულად კარგად ვერ ხდება დიფერენცირება მწვევე ჰერპესვირუსებსა (HHV6) და ლატენტურ ან პერსისტენტულ ინფექციებს შორის. ასევე, კომერციულად ხელმისაწვდომი არ არის.[16]
ვირუსული კულტურა კეთდება იზოლირებული პერიფერიული სისხლის მონონუკლეურ უჯრედებზე. ხასიათდება მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით.
შედეგი
დადებითი კულტურა
ანტისხეულის აღმოჩენა
ტესტი
ახლახანს გადატანილ ინფექციაზე მიუთითებს შრატის დაწყვილებულ ნიმუშებში სეროკონვერსია (ფერმენტული იმუნოკვლევა).
IgM-ის დონის განსაზღვრა სანდო არ არის ადამიანის ჰერპესვირუსით (HHV6 ან HHV7) გამოწვეული ინფექციის სადიაგნოსტიკოდ.
ახლახანს გადატანილ ინფექციაზე დიდი ალბათობით მიუთითებს ტიტრის მნიშვნელოვანი ზრდა (ფერმენტული იმუნოკვლევით) და დადებითი PCR მცირეწლოვან ჩვილში.
არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია და ანტი-კომპლემენტური იმუნოფლუორესცენცია იშვიათად გამოიყენება. შედეგები დამოკიდებულია ინტერპრეტაციის უნარებზე.[2][18] IgG-ს ანტისხეულის ავიდობის ტესტირება იმუნოფლუორესცენციის მეთოდით შეიძლება დაგვეხმაროს HHV6/HHV7 ახლახანს განვითარებული ინფექციის სადიაგნოსტიკოდ. აღნიშნული ტესტი იშვიათადაა საჭირო, თუმცა შეიძლება გამოგვადგეს გამართულებელი ფაქტორების მქონე ბავშვებში (მაგ. ენცეფალიტი), როდესაც დიაგნოზი უცნობია.
შედეგი
მაღალი HHV-6 ან HHV-7-სპეციფიკური IgG-ს დონეები
ახალი ტესტები
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
ტესტი
ვირუსული დნმ-ის ამფლიკაცია (PCR) შეიძლება გამოგვადგეს დამატებით, ერთი უარყოფითი სეროლოგიური ტესტის შემთხვევაში მწვავე ინფექციის დასადგენად.[2] პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ვირუსული პანელები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ადამიანის ჰერპესვირუსი-6-ს, ხელმისაწვდომია ზოგიერთ დაწესებულებაში თავზურგტვინის სითხის შესამოწმებლად ენცეფალიტის მქონე პაციენტებში. დროთა განმავლობაში ვირუსული ასლების რაოდენობის შედარება შეიძლება სასარგებლო იყოს რეაქტივაციის დიაგნოზის დასადგენად იმუნოსუპრესიულ ადამიანებში.
შედეგი
შეიძლება დადებითი იყოს HHV-6-ზე
იმუნოჰისტოქიმია
ტესტი
უჯრედები, რომლებშიც აქტიური ინფექცია მიმდინარეობს, დადებითად იღებებიან როცა იმუნოჰისტოქიმიურად კვლევა მიმდინარეობს ქსოვილზე, რომელშიც HHV-6 მონოკლონური ანტისხეულები გვხვდება.
აღნიშნული ტესტი იშვიათადაა საჭირო, თუმცა შეიძლება გამოგვადგეს გამართულებელი ფაქტორების მქონე ბავშვებში (მაგ. ენცეფალიტი), როდესაც დიაგნოზი უცნობია.
შედეგი
დადებითი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას