ეპიდემიოლოგია

ვენური თრომბოემბოლია საკმაოდ გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა: ინციდენტობა - 1/1000 ზრდასრულზე.[1][2][3] შემთხვევათა საერთო რაოდენობის დაახლოებით 2/3 გვხვდება მხოლოდ ღრმა ვენების თრომბოზის სახით, 1/3-ს აღენიშნება პულმონური ემბოლია (ღრმა ვენის თრომბოზის სიმპტომებით ან მათ გარეშე).[2] სავარაუდო გამოთვლით, აშშ-ში ვენური თრომბოემბოლიის შედეგად წლიური სიკვდილობის მაჩვენებელი 300,000-ს აღწევს (ძირითადად პულმონური ემბოლიის გამო).[4] ინციდენტობა ასაკთან ერთად მზარდია, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების შემთხვევაში.[4] საერთო ინციდენტობა მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალბატონებში, თუმცა, რეპროდუქციულ ასაკში - ქალებში ჭარბობს.[4] ევროპული წარმოშობის ხალხთან შედარებით, აშშ-ში ვენური თრომბოემბოლიის ინციდენტობა უფრო მაღალია აფროამერიკელ მოსახლეობაში და უფრო დაბალია აზიელ და აბორიგენ ამერიკელებში (ინდიელებში).[4]

ორსულობის დროს ან პოსტნატალურ პერიოდში ღრმა ვენების თრომბოზის დროს არის დაახლოებით 1 შემთხვევა 1000 ცოცხალშობილზე.[5] სხვა კლინიკური მახასიათებლების არსებობა განაპირობებს ღრმა ვენების თრომბოზის ინციდენტობის ფართო ვარიაბელობას. მაგ. ორთოპედიული ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზის ინციდენტობა მერყეობს 1%-დან 4%-მდე, რაც დამოკიდებულია ფარმაკოლოგიური წინასწარი პროფილაქტიკის ჩატარებაზე. მწვავე ავადმყოფობის მქონე პაციენტებში ინციდენტობა კი 0.5%-დან 6%-მდე მერყეობს. ამ შემთხვევაში ინციდენტობის მაჩვენებლი მჭიდროდაა დაკავშირებული დიაგნოსტიკის დროს გამოყენებულ მეთოდთან, არამხოლოდ სიმპტომური ვენური თრომბოემბოლიის, არამედ ასიმპტომური თრომბოემბოლიის მქონე პაციენტების ჩართვასთან, ფარმაკოლოგიური პროფილაქტიკის გამოყენებასთან და პაციენტის შემდგომ მეთვალყურეობასთან.[6] კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ დაავადებულ პირებში ინციდენტობის მაჩვენებელი 37.2%-საც კი აღწევს.[7] ხანდაზმული პოპულაციის ზრდის ფონზე, საერთო მოსახლეობის ინციდენტობა თანდათანობით იზრდება. ინციდენტობის ზრდა აგრეთვე განპირობა გულმკერდის ულტრაბგერითი კვლევისა და მულტიდეტექტორული СT(კომპიუტერული ტომოგრაფია) ანგიოგრაფიის ხშირმა გამოყენებამ. ვარაუდობენ, რომ ვენური თრომბოემბოლიის პრევალენტობა 2050 წლისთვის აშშ-ში გადააჭარბებს 1.8 მილიონს.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას