დიფერენციული დიაგნოზები
ცელულიტი
ნიშნები / სიმპტომები
ცელულიტის მქონე პაციენტებს, ჩვეულებრივ უვლინდებათ სიწითლე და დაზიანებული ფეხის დერმის შეშუპება და გაცხელება. დაზიანებული მიდამო, როგორც წესი, უფრო მცირეა, ვიდრა DVT-ს დროს(რომლიც შეიძლება მოიცავდეს მთელ ტერფს, წვივს ან ბარძაყს), მაგრამ ნიშნები მეტად არის გამოხატული.
კანზე დაზიანებული არის შემომსაზღვრელი დემარკაცია მეტად შესამჩნევია ცელულიტის დროს, ვიდრე DVT-ს შემთხვევაში.
შეიძლება განსაზღვრულ იქნას ინფექციის კარიბჭე.[122]
ხშირია ცხელება და ანამნეზში ცელულიტის ეპიზოდები.
შეიძლება განვითარდეს DVT-სთან ერთად.
კვლევები
ხშირია ლეიკოციტოზი, ლეიკოციტების რაოდენობა >10 × 10^9/ლ (10,000 უჯრედი/მიკროლიტრი).
აბსცესის შემთხვევაში გამოხატულია სითხის დაგროვება.
ულტრაბგერით ხდება დიაგნოზის დიფერენცირება.
წვივის კუნთების/აქილევსის მყესის გაგლეჯვა
ნიშნები / სიმპტომები
ტრავმის ანამნეზი ან მწვავედ გამოვლენილი წვივის კუნთის ტკივილი
გასინჯვით კუნთების გაგლეჯვა ძნელია გავარჩიოთ DVT-სგან. მიუხედავად იმისა, რომ წვივის კუნთების დეფექტი ან სპაზმი შესამჩნევია გასინჯვის დროს, იშვიათად სპაზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს წვივის DVT-სთანაც
კვლევები
MRI ან ულტრაბგერითი გამოკვლევით DVTარ ვლინდება .
კუნთების გაგლეჯვასთან დაკავშირებული შეშუპება ძალიან აძნელებს წვივის ვენების ულტრასონოგრაფიით ვიზულიზაციას. მეტიც, კუნთის გაგლეჯვასთან ასოცირებული ძლიერი ტკივილი აძნელებს ულტრაბგერითი კვლევის სენსორით ზეწოლას.
წვივის კუნთების ჰემატომა
ნიშნები / სიმპტომები
წვივის ტრავმა ან მწვავედ გამოვლენილი წვივის კუნთის ტკივილი. შესაძლებელია კანზე შეიმჩნეოდეს სისხლჩაქცევა.
წვივის ჰემატომა, წვივის კუნთისა და წვივის კუნთების მყესების გაგლეჯვა ხშირად ვითარდება ტრავმისა და დაზიანების გარეშეც.
კვლევები
ვენების ულტრაბგერითი გამოკვლევით თრომბოზი არ ვლინდება და შეიძლება იყოს ჰემათომის არსებობის მტკიცებულება.
დიდი ზომის ან გამსკდარი ცისტა მუხლის უკანა ფოსოში (ბეიკერის ცისტა)
ნიშნები / სიმპტომები
უცებ განვითარებული წვივის ტკივილი.
მტკივნეულობა მუხლის უკანა ფოსოში.
კვლევები
ულტრაბგერით ვლინდება სითხე წვივის რბილ ქსოვილებში ან ჩანს ცისტა.
მენჯის/ბარძაყის წარმონაქმნი/სიმსივნე,რომელიც ვენური მიმოქცევის კომპრესიას ახდენს.
ნიშნები / სიმპტომები
შეშუპება ჩვეულებრივ ტკივილის გარეშე ვენური ნაკადის გამოდენის დაბრკოლებისას ვითარდება.
რთულია განვასხვავოთ თეძოს ან ღრუ ვენის თრომბოზისგან (შეიძლება ორივე ერთდროულად აღინიშნებოდეს).
კვლევები
მუცლის,მენჯის და ბარძაყის კონტრასტულმა ულტრაბგერითმა გამოკვლევამ, CT-იმ ან MRI-იმ შეიძლება უჩვენოს ბარძაყის, თეძოს ან ღრუ ვენაზე ზემწოლი წარმონაქმნი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას