კრიტერიუმები
Wells' ქულა
[ ველსის მოდიფიცირებული შკალა ღრმა ვენების თრომბოზისთვის Opens in new window ]
კიბოს აქტიური ფორმა (ნებისმიერი სახის მკურნალობა ბოლო 6 თვის განმავლობაში): 1 ქულა
წვივის შეშუპება, რომლის დროსაც დაზიანებული ფეხის გარშემოწერილობა სულ მცირე 3 სმ-ით მეტია მეორე წვივის გარშემოწერილობაზე (იზომება წვივის ბორცვიდან ქვემოთ 10 სმ-ზე): 1 ქულა
გამოკვეთილი ზედაპირული ვენები (არა-ვარიკოზული): 1 ქულა
რბილი შეშუპება (შემოიფარგლება სიმპტომური ფეხით): 1 ქულა
მთლიანი ფეხის შეშუპება: 1 ქულა
ღრმა ვენების პროექციის გასწვრივ ლოკალიზებული ტკივილი: 1 ქულა
ქვედა კიდურების დამბლა, პარეზი ან ახლო წარსულში თაბაშირის საჭიროება და ტარება: 1 ქულა
ახლო წარსულში 3 დღეზე მეტი ხნით წოლითი რეჟიმი ან წინა 12 კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა, რომელიც რეგიონული ან ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობდა: 1 ქულა
ღრმა ვენების თრომბოზის ან ფილტვის ემბოლიის ანამნეზი: 1 ქულა
ალტერნატიული დიაგნოზი, სულ მცირე "შესაძლო": აკლდება 2 ქულა
თუ ველსის შედეგი 2 ან 2-ზე მეტია, მდგომარეობის არსებობა მეტად სავარაუდოა (აბსოლუტური რისკი დაახლოებით 40%)[89][90] თუ ველსის კრიტერიუმებით შეფასების შედეგი ნაკლებია 2-ზე, DVT-ს არსებობა ნაკლებსავარაუდოა (ალბათობა <15%-ზე)[89][90]
ულტრასონოგრაფიის კრიტერიუმები
რადიოლოგი ან ტექნიკოსი, რომელიც ატარებს ქვემო კიდურების ულტრაბგერითი გამოკვლევას, პირველად ნახულობს არტერიასა და ვენას საზარდულის მიდამოში. არტერიის და მისი პულსაციის გამოვლენა ადვილად შესაძლებელია. ბარძაყის ვენა მიმდებარედ არის ლოკალიზებული. ბარძაყის ვენაზე ზეწოლა თავისუფლად შეიძლება ულტრაბგერის მომწოდის საშუალებით. ის რომ შეუძლებელია ვენის შეკუმშვა, ადასტურებს თრომბის არსებობას, მაგრამ ვერ გვაწვდის ინფორმაციას თრომბის წარმოქმნის ხანგრძლივობაზე.[123]
ქვემო კიდურის ყველა ღრმა ვენა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და კომპრესირებული სისტემატური მიდგომით (მოიცავს წვივის ღრმა ვენებსაც, თუ ტარდება მთლიანი ფეხის ულტრაბგერა). ყურადღებით უნდა მოიძებნოს ბარძაყის და მუხლუკანა ფოსოს დუპლირებული ვენები.
მეორადი კრიტერიუმები მოიცავს ვენების დიდ დიამეტრს დაზიანებულ მხარეს და ულტრაბგერითი ექოების სიმწირეს ან არარსებობას თრომბის შიგნით. მწვავე DVT-ს დროს, ვენები არ იკუმშება და დილატირებულია. ქვემწვავე DVT-ს დროს, ვენა არ იკუმშება და მცირედ დილატირებული ან ნორმალურია. ქრონიკული DVT-ს დროს, დაზიანებული ვენა არ იკუმშება და ზომაში მცირეა. მწვავე DVT-ს იდენტიფიცირება ულტრაბგერითი გამოკვლევით უმეტესად ადვილია, მაგრამ როდესაც სისხლძარღვი ნორმალური ზომისაა ან ნაწილობრივ კუმშვადი ან ნაწილობრივ არაკუმშვადია, DVT-ს ასაკის გარკვევა მეტად გაძნლებულია. ამ შემთხვევებში, DVT-ს ~ მიაკუთვნებენ გაურკვეველი ასაკის ჯგუფს.
ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს კომპრესიას იყენებენ DVT-ს არსებობის შესაფასებლად ზემო კიდურებში. ზეწოლა შეუძლებელია ინტრათორაკალურ ვენებზე(ლავიწქვეშა, უსახელო და ზედა ღუ ვენებზე). გულმკერდის ცენტრალური ვენების DVT-ს არსებობა შეიძლება სავარაუდო გახდეს ფერად დოპლერზე ნაკადის არარსებობის, ხოლო უფრო დისტალურ ვენებში პულს ტალღური დოპლერით რესპირატორული ვარიაციების არარსებობის შემთხვევაში.[124] ველსის ქულა არ მოიცავს ზემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზს; თუმცა, არსებობს ერთი პროსპექტული კვლევა რისკის შეფასების მოდელის თაობაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ზემო კიდურების თრომბოზებისთვის.[125]
ვარკენტინის პროგნოზირების შკალა ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიისთვის (HIT)[126]
ვარკენტინის პროგნოზირების შკალა ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიისთვის (4T შკალა) შეიძლება გამოვიყენოთ ალბათობის განსაზღვრის მიზნით. [ ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის პრეტესტული პროგნოზირების შკალა (4T შკალა) Opens in new window ] ოთხიდან ყოველი კატეგორია ფასდება ქულებით(0,1,2) , მაქსიმუმი შესაძლებელი ქულა=8
თრომბოციტოპენია
2 ქულა თუ 50%-ზე მეტით შემცირებულია თრომბოციტების რაოდენობა, ხოლო თრომბოციტების უმცირესი რაოდენობა არის ≥20 × 10^9/ლ (≥20,000/მმ^3 ან 20 × 10^3/მიკროლიტრი)
1 ქულა თუ 30% -50% -ით შემცირებულია თრომბოციტების რაოდენობა, ან თუ უმცირესი რაოდენობა არის 10-19 × 10^9/ლ (10-19,000/მმ^3 ან 10-19 × 10^3/მიკროლიტრი)
0 ქულა თუ 30%-ით შემცირებულია თრომბოციტების რაოდენობა, ან თუ უმცირესი რაოდენობა არის <10 × 10^9/ლ (<10,000/მმ^3 ან 10 × 10^3/მიკროლიტრი).
თრომბოციტების კლების(ან სხვა HIT-ის გართულების) დაყების დრო
2 ქულა თუ გამოვლინება ხდება ჰეპარინის მკურნალობის დაწყებიდან 5 - 10 დღეში , ან <1 დღე თუ მანამდეც ადგილი ქონდა ჰეპარინის მიღებას(30 დღის განმავლობაში)
1ქულა თუ გამოვლინება ჰეპარინის მკურნალობის დაწყებიდან 10 დღეზე მეტია ან დრო უცნობია , ან <1დღე ჰეპარინის დაწყებიდან თუ მანამდეც ადგილი ქონდა ჰეპარინის მიღებას(31-100 დღის განმავლობაში)
0 ქულა თუ გამოვლინება პირველად ჰეპარინის მკურნალობის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაშია(არ არის ჰეპარინის მირების ანამნეზი)
თრომბოზი ან სხვა გართულებები
1 ქულა თუ დამტკიცებულია, რომ თრომბოზი ახალია ან თუ დაფიქსირდა კანის ნეკროზი ან მწვავე სისტემური რეაქცია ინტრავენურად ბოლუსით არაფრაქცირებული ჰეპარინის შეყვანის შემდეგ.
1 ქულა თუ არსებობს პროგრესული ან განმეორებითი თრომბოზი ან ერითემატოზული კანის დაზიანება ან საეჭვო თრომბოზი(არ არის დამტკიცებული)
0 ქულა თუ არ არის თრომბოზი ან სხვა გართულებები.
თრომბოციტების შემცირების სხვა მიზეზი(ები)
2 ქულა თუ ცნობილია რომ არ არის სხვა მიზეზი
1 ქულა თუ არსებობს სავარაუდო მიზეზი
0 ქულა თუ დამტკიცებულია სხვა მიზეზის არსებობა
პრეტესტული პროგნოზირების შკალა
მაღალი = 6-9 ქულა (ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის ალბათობა დაახლოებით 50%)
საშუალო = 4-5 ქულა (ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის ალბათობა დაახლოებით 10%)
დაბალი = 0-3 ქულა (ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის ალბათობა დაახლოებით <1%).
ჰეპარინის გაკეთების პირველი დღე ითვლება დღე 0-ად
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას