დიფერენციული დიაგნოზები

კვებითი ინტოქსიკაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

წამყვანი სიმპტომია ღებინება.

TD-ის სიმპტომები ადვილად შეიძლება აირიოს კვებითი მოწამვლის სიმპტომებთან; ეს უკანასკნელი გაცილებით ადრე იწყება და ახასიათებს ღებინება და არა დიარეა (გარდა შემთხვევებისა, რაც გამოწვეულია Clostridium perfringens-ით).

საკვებით მოწამლვა თვითგანკურნებადია, თუმცა, არ რეაგირებს ანტიბიოტიკებზე.

Staphylococcus aureus და Bacillus cereus (ორივე წარმოქმნის თერმორეზისტენტულ ტოქსინებს), ან C perfringens (მაღალი ტემპერატურისადმი ლაბილური ტოქსინები) იწვევენ საკვებით მოწამვლის უმეტეს შემთხვევეებს.

წინასწარ წარმოქმნილი ტოქსინები (S aureus ან B cereus) იწვევს სიმპტომებს (ღებინება > დიარეა) 1-6 საათის განმავლობაში, ხოლო C perfringens ინფექციები, რომლებიც აწარმოებენ ტოქსინს in vivo იწვევს დიარეის სიმპტომებს 8-16 საათის განმავლობაში. მოგზაურთა დიარეის გამომწვევ ბაქტერიათა უმრავლესობა, მეორე მხრივ, სიმპტომური ხდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრიდან 16 საათში.[20]

კვლევები

ძირითადად დიაგნოსტირება კლინიკურად ხდება, მაგრამ ბაქტეროლოგიური, ან ვიროლოგიური ანალიზებით შეიძლება, გამომწვევი მიკროორგანიზმის დადგენა.

ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფაღარათი ან ყაბზობა ორივე დაკავშირებულია მუცლის ტკივილთან. არ ხდება წონაში კლება, არ არის ცხელება ან სისტემური სიმპტომები. სიმპტომების ალაგება ჩვეულებრივ ხდება ნაწლავების მოქმედების შემდეგ. პოსტ-TD გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), ჩვეულებრივ, დიარეის ქვეტიპია (IBS-D).[6]

კვლევები

გასინჯვის შედეგად მიღებული და, ლაბორატორიული მონაცემები ნორმაშია.

დისაქარიდაზას (ან სხვა კვებითი) მეორადი დეფიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რძის პროდუქტების ან საკვების სხვა კლასის სიმპტომების გამწვავება ხშირად რთული გადასაწყვეტია ძირითადად გაივლის რამდენიმე დღეში ან კვირაში.

კვლევები

ჩვეულებრივი გასინჯვა, ლაბორატორიული სამუშაო და ნაწლავებზე მუშაობა

მალაბსორბციული მდგომარეობანი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პერსისტენტული ფაღარათი შესაძლოა უჩვეულოდ მყრალი ან თიხისებრი იყოს. შესაძლოა დაკავშირებული იყოს წვრილ ნაწლავებში ბაქტერიების ჭარბ ზრდასთან ან მიკრობიომის ცვლილებებთან ან მიკროხაოების სტრუქტურულ აბსორბციულ უნართან.

კვლევები

ფეკალური ცხიმი, ფეკალური ნაღვლის მჟავა, D-ქსილოზა, წყალბადის/მეთანის სუნთქვის სინჯი, კოლონოსკოპია/ენდოსკოპია შესაძლოა სარგებლიანი იყოს გამოსავლენად.

Clostridioides difficile კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პერსისტენტული ფაღარათი ცხელებით, მუცლის ტკივილით/მტკივნეულობით და წონაში კლებით, ხშირად ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ (მოგზაურობსი ისტორიით ან მის გარეშე).

კვლევები

C difficile განავლის ტოქსინი დადებითია (შესაძლებელია ფერმენტის იმუნური ანალიზი / პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ტესტები).

გლუტენური დაავადება-ცელიაკია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პერსისტენტული დიარეა და მალაბსორბცია (მოგზაურობის დასრულებისას, ან მოგზაურობის გარეშე)

შეიძლება, დაკავშირებული იყოს ჰერპეტიფორმულ დერმატიტთან.

კვლევები

ქსოვილის საწინააღმდეგო ტრანსგლუტამინაზა IgA (ანტი-tTG) ჩვეულებრივ დადებითია.

რადგანაც IgA -ის დეფიციტმა შეიძლება ხელი შეუშალოს ცელიაკიის გამოკვლევებს, სასურველია დავადგინოთ IgA-ს კონცენტრაცია.

კრონის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფაღარათი (მოგზაურობის შემდეგ, ან მოგზაურობის გარეშე), მუცლის ტკივილი, ცხელება, პერიანალური ფისტულა.

კვლევები

ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატება, ფეკალიებში კალპროტექტინის შემცველობის მატება, ფარულ სისხლდენაზე დადებითი სინჯი, ანემია, ჰემოპოზიტიური განავალი. კოლონოსკოპიით შესაძლებელია კრონის დაავადების შემთხვევათა უმრავლესობის დიფერენცირება წყლულოვანი კოლიტისგან. წყლულოვანი კოლიტი ყოველთვის ჩაითრევს სწორ ნაწლავს მიმდებარედ, ასევე შენაცვლებით. კრონის დაავადება ხშირად პერიანალურ რეგიონს აზიანებს, სწორი ნაწლავი არ ზიანდება, აღინიშნება ფისტულების წარმოქმნის ტენდენცია.

წყლულოვანი კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სისხლიანი ფაღარათი (მოგზაურობის ისტორიით, ან მის გარეშე), მუცლის ტკივილი, ცხელება, პეროანალური პათოლოგიები არ აღინიშნება.

კვლევები

ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატება, ფეკალიებში კალპროტექტინის შემცველობის მატება, ფარულ სისხლდენაზე დადებითი სინჯი, ანემია, ჰემოპოზიტიური განავალი. კოლონოსკოპიით შესაძლებელია კრონის დაავადების შემთხვევათა უმრავლესობის დიფერენცირება წყლულოვანი კოლიტისგან. წყლულოვანი კოლიტი ყოველთვის ჩაითრევს სწორ ნაწლავს მიმდებარედ, ასევე შენაცვლებით. ტერმინული ილეიტი შეიძლება, გამოვლინდეს წყლულოვანი კოლიტის ფონზე პანკოლიტის რეტროგრადულად გავრცელების ხარჯზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას