მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

მოგზაურობის წინა პროფილაქტიკა

Back
1-ლი რიგის –

საკვების და სასმელის ფრთხილი შერჩევა

რეკომენდებულია უსაფრთხო საკვებისა და სასმელების შერჩევა.[2][22]

საფრთხის შემცველად ითვლება ყინული, ონკანის წყალი, სალათები, წინასწარ გათლილი ხილი და უმი საკვები. შეუფუთავი სანელებლები და სოუსები, როგორიცაა გუაკამოლე, ხშირად წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს. საკვები ქუჩის გამყიდველებთან და სასაუზმეებში, სადაც საკვების განახლება იშვიათად ხდება, საკვებით მოწამვლის დიდ რისკს შეიცავს.

უსაფრთხოა გულდასმით მოხარშული/შემწვარი საკვები, სანამ ჯერ კიდევ ცხელია, ადუღებული, ან ბოთლის (შესაფერისად დახუფული) წყალი, კომერციულად შეფუთული საკვები, ახალი პური და მოგზაურის მიერ გათლილი ხილი.

Back
განიხილე –

რიფაქსიმინი და რიფამპიცინი ან ბისმუტის სუბსალიცილატი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები არ არის რეკომენდებული მოგზაურთა უმეტესობისთვის.[1][2]იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება ხანმოკლე კრიტიკული მგზავრობები, როგორიცაა დიპლომატიური მისიები, პროფესიონალური სპორტი, და კრიტიკული ბიზნესი/ცხოვრებისეული აქტივობები; და ქრონიკულად დაავადებული ან იმუნოკომპრომისული პაციენტები 3 კვირაზე ნაკლების ხანგრძლივობის მოგზაურობისას.

ჩვეულებრივ, ბავშვებში ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული.

რიფაქსიმინი პრიორიტეტული სამკურნალო საშუალებაა პროფილაქტიკისთვის; ის ეფექტურია TD-ს პრევენციისთვის გვერდითი ეფექტების ზრდის გარეშე (პლაცებოსთან შედარებით).[1][23][24] ასევე შეიძლება განიხილებოდეს რიფამიცინის გამოყენება.[2]

ბისმუტის სუბსალიცილატი ამცირებს მოგzაურთა დიარეის ინციდენტობა 60%-ზე მეტად; თუცმა, ტაბლეტების საჭირო რაოდენობის და შეუსაბამო დოზირების გამო, იგი ხშირად არ გამოიყენება მოგზაურთა დიარეის დროს.[26][27] კვლევებმა არ დაადგინა ამ პრეპარატის უსაფრთხოება > 4 კვირის განმავლობაში გამოყენებისას.[1] გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება სალიცილატებით ინტოქსიკაცია (მაგ: ყურებში ხმაური) და შავი ენა ან განავალი.[27][38]

პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს გამგზავრებამდე და შეწყდეს მოგზაურობის შემდეგ.

პირველადი პარამეტრები

რიფაქსიმინი: მოზრდილები: 200 მგ პერორალურად 1-3 ჯერ დღეში.

ან

რიფამპიცინი: ზრდასრულებში: 300 მგ პერორალრუად დღეში ორჯერ

მეორეული ვარიანტები

ბისმუტის სუბსალიცილატი: მოზრდილები: 524-1048 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ

მწვავე

არაორსული მოზრდილები: მსუბუქი ფაღარათი

Back
1-ლი რიგის –

რეჰიდრატაცია

სითხეები გადასხმა მნიშვნელოვანია ყველა პაციენტისთვის. ის კრიტიკულია უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვის, რომლებიც არიან დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული გართულებების რისკის ქვეშ.[2][29]​​ [ Cochrane Clinical Answers logo ] ნაწლავის დასვენება თავიდან უნდა ავირიდოთ.

მსუბუქი დიარეის მქონე მოზრდილებს, რომლებსაც ორალური რეჰიდრატაციის ხსნარები არასასიამოვნო აქვთ, შეუძლიათ რეჰიდრატაცია შეასრულონ ნებისმიერი სითხით, თუმცა ტკბილმა სასმელებმა შეიძლება გამოიწვიოს ოსმოსური დიარეა დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.[2][28]​​

Back
განიხილე –

ლოპერამიდნი ან ბისმუტის სალიცილატი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ლოპერამიდი ან ბისმუტის სალიცილატი რეკომენდებულია სიმპტომების მოსახსნელად პაციეტნებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი ფაღარათი (მაგ: ფაღარათ, რომელსაც იტანენ, არ არის შემაწუხებელი და არ არღვევს დაგეგმილ აქტივობებს).[36]

ლოპერამიდი არის პერისტალტიკის საწინააღმდეგო აგენტი, რომელიც ამსუბუქებს სპაზმებს და დიარეას.[36][37] პაციენტებს უნდა განვუმარტოთ, რომ ლოპერიმიდს მოქმედების დასაწყებად 1-2 სთ შეიძლება დასჭირდეს და დამატებითი დოზა უნდა გამოიყენებოდეს შესაბამის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ წამლის მოხსნით განპირობებული შეკრულობა. ლოპერამიდს არ იყენებენ განავალში ხილული სისხლდენის ან მაღალი ცხელების მქონე პაციენტებში (დამახასიათებელია დიზენტერიისთვის). ლოპერამიდი ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილების დროს და, თეორიულად, ინვაზიური ბაქტერიების გამოდევნას.

ლოპერამიდის გახანგრძლივებული გამოყენება არ არის რეკომენდებული გაუარესებადი სიმპტომების მქონე პაციენტებში ან დიზენტერიის ჩამოყალიბების დროს.[36]

ბისმუტის სალიცილატი პერორალური ფაღარათის საწინააღმდეგო მედიკამენტია. არასასურველი მოვლენებია: სალიციალტით მოწამვლა (მაგ. ტინიტუსი) და ენის ან განავლის გაშავება.[27][38]

პირველადი პარამეტრები

ლოპერამიდი: 4მგ ორალურად დასაწყისში, 2მგ each unformed განავალის შემდეგ, მაქსიმუმია 16მგ/დღეში.

ან

ბისმუტის სუბსალიცილატი: 524 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ

არაორსული მოზრდილები: საშუალო სიმძიმის ფაღარათი

Back
1-ლი რიგის –

ლოპერამიდი და / ან ანტიბიოტიკოთერაპია

ზომიერი დიარეის სამკურნალო ვარიანტები (მაგ: დიარეა, რომელიც შემაწუხებელია ან დაგეგმილ მოქმედებებს არღვევს) მოიცავს მხოლოდ ლოპერამიდს, მარტო ანტიბიოტიკოთერაპიას, ან ლოპერამიდს ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად.[1] ამასთან, მითითებები არ არის შესაბამისი ზომიერი ინფექციით დაავადებულ პაციენტებთან მიმართებაში, და ექსპერტის მოსაზრება არჩევანის შესახებ განსხვავდება.

ლოპერამიდი არის პერისტალტიკის საწინააღმდეგო აგენტი, რომელიც ამსუბუქებს სპაზმებს და დიარეას.[36][37]პაციენტებს უნდა განვუმარტოთ, რომ ლოპერიმიდს მოქმედების დასაწყებად 1-2 სთ შეიძლება დასჭირდეს და დამატებითი დოზა უნდა გამოიყენებოდეს შესაბამის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ წამლის მოხსნით განპირობებული შეკრულობა.

ლოპერამიდს არ იყენებენ განავალში ხილული სისხლდენის ან მაღალი ცხელების მქონე პაციენტებში (დამახასიათებელია დიზენტერიისთვის). ლოპერამიდი ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილების დროს და, თეორიულად, ინვაზიური ბაქტერიების გამოდევნას.

ლოპერამიდის გახანგრძლივებული გამოყენება არ არის რეკომენდებული გაუარესებადი სიმპტომების მქონე პაციენტებში ან დიზენტერიის ჩამოყალიბების დროს.[36]

TD-ს სამკურნალოდ ანტიბიოტიკების ვარიანტებია აზითრომიცინი, ფტორქინოლონები, რიფაქსიმინი ან რიფამიცინი.[1][2]

როგორც წესი, აზითრომიცინი ითვლება პირველ რიგის მედიკამენტად, რადგან მას კარგად იტანენ მინიმალური გვერდითი ეფექტებით.

ფტორქინოლონები (მაგ., ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი) ითვლება მეორე რიგის წამლებად. სისტემურმა ფტორქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, უნარშემზღუდველ და პოტენციურად ხანგრძლივი ან შეუქცევადი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება ): ტენდინოპათია/მყესების გაწყვეტა, გაგლეჯა, გახევა; პერიფერიული ნეიროპათია; ართროპათია/ართრალგია; აორტის ანევრიზმა და დისექცია; გულის სარქვლის რეგურგიტაცია; დისგლიკემია; და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები, დეპრესია, ფსიქოზი და სუიციდური აზრები და ქცევა;[34] დანიშნულების შეზღუდვები ვრცელდება ფტორქინოლონების გამოყენებაზე და ეს შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ზოგადად, ფტორქინოლონები უნდა შეიზღუდოს, გამოყენებული იქნას მხოლოდ სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციებისას. ზოგიერთმა მარეგულირებელმა სააგენტომ შეიძლება ასევე გირჩიოს მათი გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციისთვის, შეუსაბამოა (მაგ., რეზისტენტობა, უკუჩვენებები, მკურნალობის წარუმატებლობა, მიუწვდომლობა). ვარგისიანობის/მიზანშეწონილობის, უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებსა და წამლების ფორმულარს. გასათვალისწინებელია ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის გაზრდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და სხვა რეგიონებში.

რიფაქსიმინი არის მეორე რიგის ვარიანტი; რადგან ის მეტწილად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შესაძლოა უფრო შესაბამის არჩევანი იყოს პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, ვინაიდან მედიკამენტების ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ის შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს აზიაში, სადაც ინვაზიური პათოგენები (მაგ:  Campylobacter, Salmonella, Shigella) უფრო სავარაუდოა.[1] რიფამიცინი არის რიფაქსიმინის ალტერნატივა.[2] მისი გამოყენება შესაძლებელია მოზრდილებში BT-ით გამოწვეული Escherichia coli-ს არაინვაზიური შტამებით, რომელიც არ არის გართულებული ცხელებით ან განავალში სისხლით.[2] ორივე რიფაქსიმინი და რიფამიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე არადიზენტერიული დიარეის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.[2]

ანტიბიოტიკოთერაპია დამხმარე ლოპერამიდთან ერთად მუდმივად აჩვენებს კლინიკური განკურნების ყველაზე სწრაფ დროს (საშუალოდ12-14 საათი) მარტო ანტიბიოტიკებთან შედარებით (24-30 საათი); ამასთან, ანტიბიოტიკოთერაპია (დამხმარე თერაპიით ან მის გარეშე) შეიძლება დაკავშირებული იყოს გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ შემთხვევებთან, თუმცა ეს ხშირად მსუბუქი და თვითგანკურნებადია.[31]

ბევრი ექსპერტი გირჩევთ ანტიბიოტიკების მიღებას სანამ პაციენტი თავს უკეთესად იგრძნობს, ჩვეულებრივ 1-3 დღე (რიფაქსიმინის გარდა, რომელიც უნდა იქნას მიღებული სრული 3-დღიანი კურსის განმავლობაში). თუ სიმპტომები 24 საათის შემდეგ არ ალაგდა, რეჟიმის მიღება უნდა მოხდეს 3 დღემდე.[1]

პირველადი პარამეტრები

ლოპერამიდი: 4მგ ორალურად დასაწყისში, 2მგ each unformed განავალის შემდეგ, მაქსიმუმია 16მგ/დღეში.

--და/ან--‑

აზიტრომიცინი: 1000 მგ პერორალურად ერთჯერადად, შემდეგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში, თუ სიმპტომები არ ალაგდა 24 სთ-ში; ან 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში

მეორეული ვარიანტები

ლოპერამიდი: 4მგ ორალურად დასაწყისში, 2მგ each unformed განავალის შემდეგ, მაქსიმუმია 16მგ/დღეში.

--და/ან--‑

ციპროფლოქსაცინი: 750 მგ პერორალურად ერთჯერადად, შემდეგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში, თუ სიმპტომები არ ალაგდა 24 სთ-ში; ან 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში

იყოს

ოფლოქსაცინი: 400 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 1-3 დღის განმავლობაში

იყოს

ლევოფლოქსაცინი: 500 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 1-3 დღის განმავლობაში

ან

ლოპერამიდი: 4მგ ორალურად დასაწყისში, 2მგ each unformed განავალის შემდეგ, მაქსიმუმია 16მგ/დღეში.

--და/ან--‑

რიფაქსიმინი: 200 მგ პერორალურად დღეში სამჯერ 3 დღის განმავლობაში

იყოს

რიფამპიცინი: 250 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 3 დღის განმავლობაში

Back
განიხილე –

რეჰიდრატაცია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

სითხეები გადასხმა მნიშვნელოვანია ყველა პაციენტისთვის. ის კრიტიკულია უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვის, რომლებიც არიან დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული გართულებების რისკის ქვეშ.[2][29] [ Cochrane Clinical Answers logo ] ნაწლავის დასვენება თავიდან უნდა ავირიდოთ.

Back
პლიუს –

შემდგომი სამუშაო

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სამედიცინო შეფასება რეკომენდებულია პერსისტენტული დიარეის დროს, მაგრამ ხშირად ხელმისაწვდომი არ არის, ან ძნელია შორეულ ქვეყნებში მოგზაურთათვის.

ანტიბიოტიკოთერაპიაზე წარუმატებელი რეაქცია მიუთითებს პარაზიტულ ან პოსტინფექციურ ეტიოლოგიაზე. ვირუსული ფაღარათი ჩვეულებრივ სწრაფად ალაგდება.

შეუკვეთეთ განავლის ანტიგენის ტესტირება, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ან კვერცხუჯრედისა და პარაზიტის ტესტირება პროტოზოული პათოგენების იდენტიფიცირებისთვის მუდმივი დიარეის მქონე პაციენტებში (>14 დღე).[7]გამოვლენილი პათოგენის მკურნალობა უნდა დაიწყოს შედეგების მიღების შემდეგ. იხილეთ გიარდიაზი (მართვა) და ამებიაზი (მართვა).

თუ Clostridium-difficile-თან დაკავშირებულ დაავადებაზე გაქვთ ეჭვი, პაციენტს უნდა უმკურნლაოთ მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით. იხილეთ Clostridiodes difficile-თან ასოცირებული დაავადებები (მკურნალობა).

არაორსული მოზრდილები: მძიმე ფაღარათი

Back
1-ლი რიგის –

ანტიბიოტიკთერაპია

ანტიბიოტიკები რეკომენდებულია მძიმე ინფექციების დროს (მაგ: ფაღარათი, რომელიც იწვევს უუნარობას ან სრუალდ არღვევს დაგეგმილ აქტივობებს; დიზენტერია და ფებრილური ფაღარათი მძიმეა).[1]

აზითრომიცინი გამოიყენება პირველი რიგის მედიკამენტის სახით მძიმე ინფექციის დროს.

ფტორქინოლონები (მაგ., ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი) ითვლება მეორე რიგის წამლებად. სისტემურმა ფტორქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, უნარშემზღუდველ და პოტენციურად ხანგრძლივი ან შეუქცევადი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ: ტენდიოპათია/მყესების გაწყვეტა; პერიფერიული ნეიროპათია; ართროპათია/ართრალგია; აორტის ანევრიზმა და დისექცია; გულის სარქვლის რეგურგიტაცია; დისგლიკემია; და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები, დეპრესია, ფსიქოზი და სუიციდური აზრები და ქცევა.[34]​ დანიშნულების შეზღუდვები ვრცელდება ფტორქინოლონების გამოყენებაზე და ეს შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ზოგადად, ფტორქინოლონები უნდა შეიზღუდოს, გამოყენებული იქნას მხოლოდ სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციებისას. ზოგიერთმა მარეგულირებელმა სააგენტომ შეიძლება ასევე გირჩიოს მათი გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციისთვის, შეუსაბამოა (მაგ., რეზისტენტობა, უკუჩვენებები, მკურნალობის წარუმატებლობა, მიუწვდომლობა). ვარგისიანობის/მიზანშეწონილობის, უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებსა და წამლების ფორმულარს. გასათვალისწინებელია ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის გაზრდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და სხვა რეგიონებში.

რიფაქსიმინი არის მეორე რიგის ვარიანტი; რადგან ის მეტწილად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შესაძლოა უფრო შესაბამის არჩევანი იყოს პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს, ვინაიდან მედიკამენტების ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ის შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს აზიაში, სადაც ინვაზიური პათოგენები (მაგ:  Campylobacter, Salmonella, Shigella) უფრო სავარაუდოა.[1] რიფამიცინი არის რიფაქსიმინის ალტერნატივა.[2] ​მისი გამოყენება შესაძლებელია მოზრდილებში BT-ით გამოწვეული Escherichia coli-ს არაინვაზიური შტამებით, რომელიც არ არის გართულებული ცხელებით ან განავალში სისხლით.[2] ორივე რიფაქსიმინი და რიფამიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე არადიზენტერიული დიარეის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.[2]

ბევრი ექსპერტი გირჩევთ ანტიბიოტიკების მიღებას სანამ პაციენტი თავს უკეთესად იგრძნობს, ჩვეულებრივ 1-3 დღე (რიფაქსიმინის გარდა, რომელიც უნდა იქნას მიღებული სრული 3-დღიანი კურსის განმავლობაში). თუ სიმპტომები 24 საათის შემდეგ არ ალაგდა, რეჟიმის მიღება უნდა მოხდეს 3 დღემდე.[1]

პირველადი პარამეტრები

აზიტრომიცინი: 1000 მგ პერორალურად ერთჯერადად, შემდეგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში, თუ სიმპტომები არ ალაგდა 24 სთ-ში; ან 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში

მეორეული ვარიანტები

ციპროფლოქსაცინი: 750 მგ პერორალურად ერთჯერადად, შემდეგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში, თუ სიმპტომები არ ალაგდა 24 სთ-ში; ან 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში

ან

ოფლოქსაცინი: 400 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 1-3 დღის განმავლობაში

ან

ლევოფლოქსაცინი: 500 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 1-3 დღის განმავლობაში

ან

რიფაქსიმინი: 200 მგ პერორალურად დღეში სამჯერ 3 დღის განმავლობაში

ან

რიფამპიცინი: 250 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 3 დღის განმავლობაში

Back
განიხილე –

რეჰიდრატაცია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

სითხეები გადასხმა მნიშვნელოვანია ყველა პაციენტისთვის. ის კრიტიკულია უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვის, რომლებიც არიან დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული გართულებების რისკის ქვეშ.[2][29] [ Cochrane Clinical Answers logo ] ნაწლავის დასვენება თავიდან უნდა ავირიდოთ.

Back
განიხილე –

ლოპერამიდი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ლოპერამიდი ამსუბუქებს სპაზმებსა და დიარეას.[36][37]

პაციენტებს უნდა განვუმარტოთ, რომ ლოპერიმიდს მოქმედების დასაწყებად 1-2 სთ შეიძლება დასჭირდეს და დამატებითი დოზა უნდა გამოიყენებოდეს შესაბამის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ წამლის მოხსნით განპირობებული შეკრულობა. ლოპერამიდს არ იყენებენ განავალში ხილული სისხლდენის ან მაღალი ცხელების მქონე პაციენტებში (დამახასიათებელია დიზენტერიისთვის). ლოპერამიდი ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილების დროს და, თეორიულად, ინვაზიური ბაქტერიების გამოდევნას.

ლოპერამიდის გახანგრძლივებული გამოყენება არ არის რეკომენდებული გაუარესებადი სიმპტომების მქონე პაციენტებში ან დიზენტერიის ჩამოყალიბების დროს.[36]

ანტიბიოტიკოთერაპია დამხმარე ლოპერამიდთან ერთად მუდმივად აჩვენებს კლინიკური განკურნების ყველაზე სწრაფ დროს (საშუალოდ12-14 საათი) მარტო ანტიბიოტიკებთან შედარებით (24-30 საათი). [31]

პირველადი პარამეტრები

ლოპერამიდი: 4მგ ორალურად დასაწყისში, 2მგ each unformed განავალის შემდეგ, მაქსიმუმია 16მგ/დღეში.

Back
პლიუს –

შემდგომი სამუშაო

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სამედიცინო შეფასება რეკომენდებულია პერსისტენტული დიარეის დროს, მაგრამ ხშირად ხელმისაწვდომი არ არის, ან ძნელია შორეულ ქვეყნებში მოგზაურთათვის.

ანტიბიოტიკოთერაპიაზე წარუმატებელი რეაქცია მიუთითებს პარაზიტულ ან პოსტინფექციურ ეტიოლოგიაზე. ვირუსული ფაღარათი ჩვეულებრივ სწრაფად ალაგდება.

შეუკვეთეთ განავლის ანტიგენის ტესტირება, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ან კვერცხუჯრედისა და პარაზიტის ტესტირება პროტოზოული პათოგენების იდენტიფიცირებისთვის მუდმივი დიარეის მქონე პაციენტებში (>14 დღე).[7]გამოვლენილი პათოგენის მკურნალობა უნდა დაიწყოს შედეგების მიღების შემდეგ. იხილეთ გიარდიაზი (მართვა) და ამებიაზი (მართვა).

თუ Clostridium-difficile-თან დაკავშირებულ დაავადებაზე გაქვთ ეჭვი, პაციენტს უნდა უმკურნლაოთ მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით. იხილეთ Clostridiodes difficile-თან ასოცირებული დაავადებები (მკურნალობა).

ორსულები

Back
1-ლი რიგის –

რეჰიდრატაცია

სითხეების გადასხმა მნიშვნელოვანია ყველა ორსული პაციენტის სამკურნალოდ.[2][29] [ Cochrane Clinical Answers logo ] ნაწლავის დასვენება თავიდან უნდა ავირიდოთ.

Back
განიხილე –

ანტიბიოტიკთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ანტიბიოტიკები რეკომენდებულია ორსულ ქალებში, რომლებსაც საშუალო სიმძმის ან მძიმე ინფექცია აქვთ. აზითრომიცინი არის უპირატესი მედიაკმენტი სამკურნალოდ. მას კარგად იტანენ მინიმალური გვერდითი ეფექტებით.

ბევრი ექსპერტი გირჩევთ ანტიბიოტიკების მიღებას, სანამ პაციენტი თავს უკეთესად იგრძნობს, ჩვეულებრივ 1-3 დღე. თუ სიმპტომები 24 საათის შემდეგ არ ალაგდა, რეჟიმის მიღება უნდა მოხდეს 3 დღემდე.[1]

პირველადი პარამეტრები

აზიტრომიცინი: 1000 მგ პერორალურად ერთჯერადად, შემდეგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში, თუ სიმპტომები არ ალაგდა 24 სთ-ში; ან 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში

Back
პლიუს –

შემდგომი სამუშაო

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სამედიცინო შეფასება რეკომენდებულია პერსისტენტული დიარეის დროს, მაგრამ ხშირად ხელმისაწვდომი არ არის, ან ძნელია შორეულ ქვეყნებში მოგზაურთათვის.

ანტიბიოტიკოთერაპიაზე წარუმატებელი რეაქცია მიუთითებს პარაზიტულ ან პოსტინფექციურ ეტიოლოგიაზე. ვირუსული ფაღარათი ჩვეულებრივ სწრაფად ალაგდება.

შეუკვეთეთ განავლის ანტიგენის ტესტირება, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ან კვერცხუჯრედისა და პარაზიტის ტესტირება პროტოზოული პათოგენების იდენტიფიცირებისთვის მუდმივი დიარეის მქონე პაციენტებში (>14 დღე).[7]გამოვლენილი პათოგენის მკურნალობა უნდა დაიწყოს შედეგების მიღების შემდეგ. საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია ამ მედიკამენტების ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკავშირებით მითითებების მისაღებად.

თუ Clostridium-difficile-თან დაკავშირებულ დაავადებაზე გაქვთ ეჭვი, პაციენტს უნდა უმკურნლაოთ მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით. იხილეთ Clostridiodes difficile-თან ასოცირებული დაავადებები (მკურნალობა).

ბავშვები

Back
1-ლი რიგის –

რეჰიდრატაცია

რეჰიდრატაცია ძირითადი ჩარევის მეთოდია ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში. [ Cochrane Clinical Answers logo ] პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარები (ORS), რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ორალური რეჰიდრატაციის მარილიანი ან ბრინჯის დაფუძნებული ხსნარები აფთიაქებში ბევრ მაღალი რისკის ქვეყნებში, ძალიან ეფექტურია ჩვილებში დიარეასთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის სამკურნალოდ. კოვზით პერორალური რეჰიდრატაცია მარილხსნარებით რეკომენდებულია, თუ ბავშვს აღენიშნება ღებინება. ჩვილებმა და ბავშვებმა, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, უნდა განაგრძონ ძუძუთი კვება მიუხედავად დიარეისა. ნაწლავის დასვენება თავიდან უნდა ავირიდოთ.

Back
განიხილე –

ლოპერამიდნი ან ბისმუტის სალიცილატი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ლოპერამიდი ან ბისმუტის სუბსალიცილატი რეკომენდებულია სიმპტომების მოსახსნელად ბავშვებში, რომლებსაც გარკვეული პროტესტი აქვთ. ლოპერამიდი ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბისმუტის სუბსალიცილატი (პერორალური დიარეის საწინააღმდეგო აგენტი) ზოგადად არ არის რეკომენდებული < 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეიეს სინდრომის რისკის გამო; თუმცა, ზოგიერთი ექიმი კვლავ სიფრთხილით იყენებს მას.[2]რეკომენდებული არ არის <3 წლის ბავშვებისთვის.[2]არასასურველი მოვლენებია: სალიციალტით მოწამვლა (მაგ. ტინიტუსი) და ენის ან განავლის გაშავება.[27][38]

ლოპერამიდი არის პერისტალტიკის საწინააღმდეგო აგენტი, რომელიც ამსუბუქებს სპაზმებს და დიარეას.[36][37] პაციენტებს უნდა ვურჩიოთ, რომ ლოპერიმიდს მოქმედების დასაწყებად 1-2 სთ ესაჭიროება, და დამატებითი დოზა უნდა მივცეთ შესაბამისად, რათა თავიდან იქნას აცილებული მოხსნით განპირობებული შეკრულობა.

ლოპერამიდს არ იყენებენ განავალში ხილული სისხლდენის ან მაღალი ცხელების მქონე პაციენტებში (დამახასიათებელია დიზენტერიისთვის). ლოპერამიდი ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილების დროს და, თეორიულად, ინვაზიური ბაქტერიების გამოდევნას.

ლოპერამიდის გახანგრძლივებული გამოყენება არ არის რეკომენდებული გაუარესებადი სიმპტომების მქონე პაციენტებში ან დიზენტერიის ჩამოყალიბების დროს.[36]

პირველადი პარამეტრები

ლოპერამიდი: ≥6 წლის ასაკის ბავშვები: დოზირების საკითხებზე კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს

ან

ბისმუტის სუბსალიცილატი: ≥12 წლის ასაკის ბავშვები: დოზირების საკითხებზე კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს

Back
განიხილე –

ანტიბიოტიკთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ანტიბიოტიკები რეკომენდებულია ზომიერი ან მძიმე ინფექციის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს სისხლიანი ან ძლიერი წყლიანი დიარეა, ან სისტემური ინფექციის მტკიცებულება. აზითრომიცინი არის პირველი რიგის მკურნალობა ბავშვებში. მას კარგად იტანენ მინიმალური გვერდითი ეფექტებით. ალტერნატიულად, ბავშვებში შეიძლება გამოყენებულ იქნას ფტორქინოლონები (მაგ. ციპროფლოქსაცინი) ან რიფაქსიმინი; თუმცა, რიფაქსიმინი არ არის დამტკიცებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად და ფტორქინოლონები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ სახსრებისა და მყესების დარღვევების რისკი.[2][35]

სისტემურმა ფტორქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, უნარშემზღუდველ და პოტენციურად ხანგრძლივი ან შეუქცევადი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ: ტენდიოპათია/მყესების გაწყვეტა; პერიფერიული ნეიროპათია; ართროპათია/ართრალგია; აორტის ანევრიზმა და დისექცია; გულის სარქვლის რეგურგიტაცია; დისგლიკემია; და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები, დეპრესია, ფსიქოზი და სუიციდური აზრები და ქცევა.[34] დანიშნულების შეზღუდვები ვრცელდება ფტორქინოლონების გამოყენებაზე და ეს შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ზოგადად, ფტორქინოლონები უნდა შეიზღუდოს, გამოყენებული იქნას მხოლოდ სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციებისას. ზოგიერთმა მარეგულირებელმა სააგენტომ შეიძლება ასევე გირჩიოს მათი გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციისთვის, შეუსაბამოა (მაგ., რეზისტენტობა, უკუჩვენებები, მკურნალობის წარუმატებლობა, მიუწვდომლობა). ვარგისიანობის/მიზანშეწონილობის, უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებსა და წამლების ფორმულარს.

ბევრი ექსპერტი გირჩევთ ანტიბიოტიკების მიღებას სანამ პაციენტი თავს უკეთესად იგრძნობს, ჩვეულებრივ 1-3 დღე (რიფაქსიმინის გარდა, რომელიც უნდა იქნას მიღებული სრული 3-დღიანი კურსის განმავლობაში). თუ სიმპტომები 24 საათის შემდეგ არ ალაგდა, რეჟიმის მიღება უნდა მოხდეს 3 დღემდე.[1]

პირველადი პარამეტრები

აზიტრომიცინი: 10 მგ/კგ პერორალურად დღეში ერთხელ 1-3 დღის განმავლობაში, მაქსიმალური დოზა 500 მგ/დღე

მეორეული ვარიანტები

ციპროფლოქსაცინი: 20-30 მგ / კგ / დღე პერორალურად მოცემულია 1-2 დაყოფილი დოზით 1-3 დღის განმავლობაში

ან

რიფაქსიმინი: 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 200 მგ პერორალურად სამჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში

Back
პლიუს –

შემდგომი სამუშაო

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სამედიცინო შეფასება რეკომენდებულია პერსისტენტული დიარეის დროს, მაგრამ ხშირად ხელმისაწვდომი არ არის, ან ძნელია შორეულ ქვეყნებში მოგზაურთათვის.

ანტიბიოტიკოთერაპიაზე წარუმატებელი რეაქცია მიუთითებს პარაზიტულ ან პოსტინფექციურ ეტიოლოგიაზე. ვირუსული ფაღარათი ჩვეულებრივ სწრაფად ალაგდება.

შეუკვეთეთ განავლის ანტიგენის ტესტირება, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ან კვერცხუჯრედისა და პარაზიტის ტესტირება პროტოზოული პათოგენების იდენტიფიცირებისთვის მუდმივი დიარეის მქონე პაციენტებში (>14 დღე).[7]გამოვლენილი პათოგენის მკურნალობა უნდა დაიწყოს შედეგების მიღების შემდეგ. საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია ამ მედიკამენტების ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკავშირებით მითითებების მისაღებად.

თუ Clostridium-difficile-თან დაკავშირებულ დაავადებაზე გაქვთ ეჭვი, პაციენტს უნდა უმკურნლაოთ მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით. იხილეთ Clostridiodes difficile-თან ასოცირებული დაავადებები (მკურნალობა).

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას