შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

22 წლის ამერიკელ სტუდენტს განუვითარდა მუცელში გამოხატული მოვლითი ტკივილი და წყლიანი განავალი გვატემალაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს. თუმცა, იგი ერიდებოდა სალათებს და ონკანის წყალს, მან ავად გახდომამდე დალია ადგილობრივი ხილის წვენი ყინულის ნაჭრებით. დიარეის ხშირი ეპიზოდების გამო სასტუმროს ოთახს მიჯაჭვული აღმოჩნდა. პაციენტს ჯანმრთელობის რაიმე სხვა პრობლემა არ ჰქონია და გამოჯანმრთელდა 3 დღეში. გამოჯამრთელება რაიმე ნარჩენი მოვლენების გარეშე მიმდინარეობდა რამდენიმე დღიანი დაღლილობის გარდა.

სხვა გამოვლინებები

TD უმთავრესად ვითარდება, როგორც მწვავე, თვითკუპირებადი დაავადება, საშუალოდ 3-5 დღიანი ხანგრძლივობით. უმეტეს შემთხვევაში, მას მოსდევს გაურთულებელი გამოჯანმნრთელება. ამ დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ბოლოდროინდელი მოგზაურობა მაღალი რისკის დანიშნულების ადგილზე. არაანთებითი (მაგ: წყლოვანი) ბაქტერიული გენეზის TD (შემთხვევათა 80%-90%) ტიპიურია და იოლად ემორჩილება მკურნალობას შესაფერისი ანტიობიოტიკებისა და ლოპერამიდის რამდენიმე დოზით.

დიარეა, რომელიც არ ემორჩილება ანტიბიოტიკებს, შეიძლება ვირუსული, ან პარაზიტული გენეზის იყოს. როტავირუსით, ნოროვირუსით ან სხვა ნაწლავური ვირუსებით გამოწვეული ვირუსული დიარეა, როგორც წესი, თვითშეზღუდვადია და ითვლება BT შემთხვევების 5-15%-ში.[2]მუდმივი დიარეა, რომელიც გრძელდება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება გამოწვეული იყოს პარაზიტული დიარეით და საჭიროებს შემდგომ შეფასებას. იშვიათ შემთხვევებში, მუდმივი დიარეის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ანამნეზში ჰქონდათ ანტიბიოტიკები, შეიძლება განუვითარდეთ Clostridioides difficile კოლიტი.[3]

ჭეშმარიტი მოგზაურთა დიარეა სასურველია, გავარჩიოთ "მოგზაურის გაღიზიანებული ნაწლავის" საწყისი სინდრომისგან (სუსტად გამოხატული მოგზაურთა დიარეა სისტემური სიმპტომების გარეშე), რომელიც ვითარდება მოგზაურობის დაწყებიდან მალევე. ამ სუსტად გამოხატულ ნაწლავურ პათოლოგიას (იშვიათი დიარეა, ან შებერილობა) არ ახლავს თან მუცელში მოვლითი ტკივილები ან ავადმყოფობა და უფრო მეტად ახალი საკვების მიღების, კვების ჩვეული დროის ცვლილების, სტრესის და/ან ახალ მიკროფლორასთან ექსპოზიციის შედეგია. უმეტესად, ეს არ საჭიროებს თვითმკურნალობას. დიზენტერია (სისხლიანი დიარეა) ცხელებით > 38,5 ° C (>101.3°F) მიუთითებს უფრო ინვაზიურ და უფრო სერიოზულ დაავადებაზზე.

საკვებით მოწამლვა (ინტოქსიკაცია), რაც ხშირად ღებინებით ვლინდება(ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, მნიშვნელოვანი დიარეის გარეშე), შეიძლება, აგვერიოს კლასიკურ TD-ში. მიუხედავად ამისა, დაავადება დაკავშირებულია წინასწარ ფორმატირებული ბაქტერიული ტოქსინების პერორალურ მიღებასთან და ამიტომაც საეჭვო საკვების მიღებიდან 1-6 საათში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს მძიმე, ის ჩვეულებრივ უფრო ხანმოკლე ხანგრძლივობისაა.

მოგზაურობასთან კავშირის არმქონე დაავადებები, მაგალითად ანთებითი ნაწლავისმიერი დაავადება ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, მოგზაურობიდან დაბრუნებული და პერსისტენტული დიარეის მქონე (ან დაბრუნებიდან 10 დღეში განვითარებული სიმპტომებით) პაციენტთა უმრავლესობას უარყოფითი ლაბორატორიული ანალიზები აქვთ და სავარაუდოდ, მოგზაურობის შემდგომი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აღენიშნებათ. ეს ცუდად გაცნობიერებული პოსტ-ინფექციური მდგომარეობა ვლინდება მოგზაურთა 5% -ში, რომლებსაც აქვთ TD-ის ეპიზოდი მოგზაურობის დროს.[4][5][6][7]ის ყველაზე ხშირად ლაგდება თერაპიის გარეშე.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას