კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
განავლის კულტურა და მგრძნობელობა
ტესტი
გამოიყენეთ განავლის კულტურა და მგრძნობელობის ნაკრები.
არ არის აუცილებელი არა-მძიმე TD-თვის ან თუ მოგზაურმა არ სცადა შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი.
შედეგი
შესაძლებელია სპეციფიკური ბაქტერიული ეტიოლოგიის იდენტიფიცირება მგრძნობელობით
მულტიპათოგენური მოლეკულური დაიგნოსტიკა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია)
ტესტი
მოგზაურობასთან დაკავშირებული მწვავე ფაღარათის გამომწვევი ფართო სპექტრის პათოგენების მაღალსენსიტიური და შედარებით სწრაფი იდენტიფიცირება.
არ უზრუნველყოფს ინფორმაციას ანტიბიოტიკების სენსიტიურობის შესახებ, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს განავლის რეფლექსური კულტურის ზრდა.[30]
შედეგი
მრავლობითი პათოგენური ეტიოლოგია ხშირია
განავლის პროტოზოული ანტიგენები
ტესტი
ტარდება პერსისტენტული დიარეის (ჩვეულებრივ > 14 დღე) დროს.
რეაგენტები კომერციულად ხელმისაწვდომია Cryptosporidium spp., Entamoeba histolytica, Giardia duodenalis მიკროორგანიზმებისთვის.
შედეგი
განსაზღვრავს Giardia, Cryptosporidium, E histolytica
გასათვალისწინებელი კვლევები
განავლის ანალიზი პარაზიტებზე და მათ კვერცხებზე
ტესტი
ტარდება პერსისტენტული დიარეის (ჩვეულებრივ > 14 დღე) დროს.
გამოიყენეთ განავალში პარაზიტების (O+P) და კვერჩხების შესაგროვებელი ნაკრები.
Cryptosporidium შესაძლაო ადვილად გამოგვრჩეს განავლის O+P-ზე.
Cryptosporidium განავლის ანტიგენის ტესტი სპეციფიკურია ამ ორგანიზმისთვის.
არც ისე სარწმუნოა, როგორც განავლის ანტიგენური გამოკვლევა Giardia-ს გამოსავლენად.
შედეგი
საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სპეციფიკური პარაზიტული ეტიოლოგია(ხოლო უარყოფითი რეაქცია მჟავაგამძლე საღებავზე გვეხმარება, გამოვრიცხოთ Cryptosporidium და Cyclospora)
Clostridioides difficile განავლის ტოქსინი
ტესტი
რეკომენდებულია დაბრუნებული მოგზაურის ანთებითი კოლიტის სცენარში, რომელიც ახლო წარშულში იღებდა ანტიბიოტიკებს.
შედეგი
განსაზღვრავს C difficile
კოლონოსკოპია, ენდოსკოპია და ბიოფსია
ტესტი
რეკომენდებულია ქრონიკული დიარეისთვის, სტრუქტურული ან ორგანული დაავადების გამორიცხვის მიზნით.
შედეგი
ავლენს ნაწლავის ანთებით დაავადებას, მსხვილი ნაწლავის კიბოს, მიკროსკოპულ კოლიტს, ტროპიკულ სპრუს და მალაბსორბციულ მდგომარეობებს და ცელიაკიის დაავადებას
ჰემატოლოგია, სისხლის ქიმიური ანალიზი, სეროლოგია
ტესტი
C-რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე და ღვიძლის ფუნქციური სინჯები ავლენს ორგანულ დაავადებას.
სისხლის თეთრი უჯრედები, და განსაკუთრებით ეოზინოფილია, მიუთითებს ექსტრა-ინტესტინურ პროტოზოებზე (მაგ., სტრონგილოიდები).
ცელიაკიის სეროლოგიაზე უნდა ვიფიქროთ მოგზაურის ოჯახური ანამნეზისა და სიმპტომების მიხედვით.[6]
შედეგი
ინდივიდუალური დიფერენეციალური დიაგნოზის მიხედვით დანიშნული ანალიზი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას