პირველადი პრევენცია
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Acute Keelpijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2017Mal de gorge aiguავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2017პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის ერთადერთი ჩვენებაა ანამნეზში გულის რევმატული დაავადების არსებობა. A ჯგუფის სტრეპტოკოკის (GAS) ინფექციის გავრცელების პრევემციის მიზნით რეკომენდებულია ხელების კარგი ჰიგიენა და რესპირატორული ეტიკეტის დაცვა.[4] ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში დიფტერია და წითელა მწვავე ფარინგიტის შესაძლო მიზეზებია. წითელას პრევენცია შესაძლებელია წითელას ცოცხალი ვირუსის ვაქცინით იმუნიზაციის შედეგად და, შესაბამისად, წწყ (წითელა, ყბაყურა და წითურა) ვაქცინაციის წახალისება მნიშვნელოვანია წითელათი გამოწვეული ფარინგიტის პრევენციის სტრაგეგიაში.[23]
Corynebacterium diphtheriae არის ფარინგიტის მიზეზი და განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოგზაურთათვის იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაციის პროგრამები კარგად არ არის ორგანიზებული ან წარუმატებელია.[8] ამიტომ, ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორც იმუნიზაციის რუტინული კალენდრის ნაწილი. დიფტერიის ენდემურ რაიონებში მოგზაურებში უნდა გადაიხედოს ვაქცინაციის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს გამგზავრებამდე.[24]
ვაქცინაციის გრაფიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით იმუნიზაციის ადგილობრივ პროტოკოლებს.
მეორეული პრევენცია
ერთადერთი ვითარება, როდესაც A ჯგუფის სტრეპტოკოკისთვის (GAS) ანტიბიოტიკოპროფილაქტიკაა გათვალისწინებული, არის რევმატული ცხელების ანამნეზი, რათა თავიდან ავიცილოთ გულის რევმატული დაავადება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ინტრამუსკულურ ბენზათინ ბენზილპენიცილინის მიღებას მრავალი წლის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციისა და გულის სარქველების დაზიანება.[72]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას