ანამნეზი და გასინჯვა
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Acute Keelpijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2017Mal de gorge aiguავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2017ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძლიერი რისკ-ფაქტორები მოიცავს ცხვირის ღრუს კოლონიზაციას, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე პირთან კონტაქტს, სქესობრივ აქტიურობას ან ძალადობას, გარეული ცხოველების თერმულად არასათანადოდ დამუშავებული ხორცის მიღებასა და იმუნიტეტის დაქვეითებას. ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხშირია ცხვრის ღრუს კოლონიზაცია და A ჯგუფის სტრეპტოკოკის მქონე პირთან კონტაქტი.
ბავშვი ან მოზარდი(სტანდარტული)
ზამთარში ან გაზაფხულზე (ბაქტერიული ფარინგიტის შემთხვევაში)
A ჯგუფის მწვავე სტრეპტოკოკური (GAS) ფარინგიტი ყველაზე ხშირად ვითარდება ზამთარში (ან ადრეულ გაზაფხულზე), ზომიერი კლიმატის პირობებში.[1]
ზაფხული/შემოდგომის სეზონი (ენტეროვირუსული ფარინგიტის შემთხვევაში)
რინორეა, ცხვირის გაჭედვაა, ხმის ჩახლეჩვა, პირის ღრუს წყლულები და ხველა (ვირუსული ინფექციის დროს)
ყელის ტკივილი
ხშირი სიმპტომია ყელის ტკივილი.[4]
ხახის ექსუდატი (სტანდარტული)
A ჯგუფის სტრეპტოკოკური (GAS) ფარინგიტის ხშირი ნიშანია ხახის ექსუდატი, თუმცა ის შეიძლება ასევე სხვა აგენტებით გამოწვეული დაავადებებისთვის იყოს დამახასიათებელი, რომელთა შორის არის ეპშტეინ-ბარის ვირუსი, სხვა სტრეპტოკოკები და Francisella tularensis.
ეპშტეინ-ბარის ვირუსი, სხვა სტრეპტოკოკი და Francisella tularensis .
სტრეპტოკოკური ინფექციის სპეციფიკური ნიშანია კისრის წინა, მტკივნეული ადენოპათია ხველის გარეშე.[27]
ცხელება
ცხელება ფარინგიტის შემთხვევაში ხშირი, თუმცა არასპეციფიკური ნიშანია.
გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი (სტანდარტული)
კონიუქტივიტი
ხშირია წითელასა და სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული ფარინგიტის დროს.[4]
მაკულოპაპულური გამონაყარი (წითელას შემთხვევაში) (სტანდარტული)
წითელას დროს ხშირად გვხვდება დამახასიათებელი მაკულოპაპულური გამონაყარი.
კოპლიკის ლაქები (წითელას შემთხვევაში) (სტანდარტული)
კოპლიკის ლაქები (მოლურჯო-მოთეთრო ფერის, ლოყის გაწითლებულ ლორწოვანზე შემაღლებული დაზიანებები) წითელას პათოგნომური ნიშანია.[6]
იშვიათი
ქუნთრუშას მსგავსი გამონაყარი (A ჯგუფის სტრეპტოკოკური [GAS] ფარინგიტის შემთხვევაში)
ქუნთრუშას მსგავსი გამონაყარი ხშირად გვხვდება ბავშვებში და მიუთითებს A ჯგუფის სტრეპტოკოკურ ინფექციაზე.[1]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
იშვიათი
სქესობრივი აქტივობა ან ძალადობა (აივ-ის, გონორეას ან ქლამიდიური ინფექციის შემთხვევაში)
ფარინგიტის მქონე, სქესობრივად აქტიურ ან სქესობრივი ძალადობის მსხვერპლ პირებში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აივ-ის, გონორეას ან ქლამიდიას ინფექციები.[10]
პენიცილინით უშედეგო მკურნალობა (არასტანდარტული)
ლაბორატორიულად დაუდასტურებელი A ჯგუფის სტრეპტოკოკური (GAS) ინფექციის უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია, ჩატარდეს სხვა შესაძლო ბაქტერიული აგენტების კულტურის კვლევა და, ამავდროულად, შეფასდეს ვირუსული დაავადების დამახასიათებელი სიმპტომების არსებობაც.
ხახის დაწყლულება (ტულარემიის შემთხვევაში) (არასტანდარტული)
ხახაზე ნაცრისფერი აპკი(დიფტერიის შემთხვევაში) (არასტანდარტული)
ხახაში ან ნესტოებში ნაცრისფერი აპკის არსებობის შემთხვევაში ეჭვი უნდა მივიტანოთ დიფტერიაზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: დიფტერიის ფარინგიტისთვის დამახასიათებელი ტიპური ფსევდომემბრანის არსებობაპედიატრიული და მოზრდილთა მედიცინის საავტორო უფლებათა განყოფილება, პრინცესა მარგარეტის საავადმყოფო, ჰონკ კონგი; გამოყენებულია თანხმობით [Citation ends].
ტულარემია შესაძლოა ჰგავდეს მემბრანულ დიფტერიას.
რისკფაქტორები
ძლიერი
ცხვირის ღრუს კოლონიზაცია A ჯგუფის სტრეპტოკოკით (GAS) (GAS)
ფარინგიტი ყველაზე ხშირად ვითარდება ზამთარში (ან ადრეულ გაზაფხულზე), როდესაც ბავშვების 20%-ის ცხვირ-ხახა კოლონიზებულიებულია A ჯგუფის სტრეპტოკოკით.[1]
A ჯგუფის სტრეპტოკოკით ინფიცირებული საკონტაქტო პირი
A ჯგუფის სტრეპტოკოკური ფარინგიტის გადაცემა ინფიცირებული პირებიდან ახლო კონტაქტებზე ხშირად ხდება ნერწყვის, ჭრილობის ექსუდატის ან ცხვირის სეკრეტის მეშვეობით.[4]
სქესობრივი აქტივობა ან ძალადობა
ეჭვი აივ-ის, ქლამიდიასა და გონორეას არსებობაზე უნდა მივიტანოთ ფარინგიტის მქონე სქესობრივად აქტიურ ან სქესობრივი ძალადობის მსხვერპლ პირებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა A ჯგუფის სტრეპტოკოკული კულტურა უარყოფითია.[10]
გარეული ცხოველის ხორცის მიღება
იმუნოკომპრომეტირებული მასპინძელი
სოკოვანი (Candida) ფარინგიტი ხშირია იმუნოკომპრომეტირებულ პირებში (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ, ასევე შიდსის მქონე პაციენტებში).
ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების გამოყენება
ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების გამოყენება დაკავშირებულია კანდიდურ ფარინგიტთან (Candida). ზოგჯერ, სოკოვანი ფარინგიტი გამოხატულია რძიანას გარეშე.[22]
იმუნიზაციის არარსებობა ან ვაქცინაციის წარუმატებლობა
არასრულმა იმუნიზაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს დიფტერიის ან წითელას განვითარებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას