ეპიდემიოლოგია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Acute Keelpijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2017Mal de gorge aiguავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2017

ბაქტერიული ფარინგიტი, ზომიერი კლიმატის ქვეყნებში, უფრო ხშირად გვხვდება ზამთარში (ან ადრეულ გაზაფხულზე), ხოლო ენტეროვირუსული ინფექციები ზაფხულსა და შემოდგომაზე.[1][2]​ფარინგიტის ყველაზე ხშირი შემთხვევები გვხვდება ზამთრის თვეებში. სკოლის ასაკის ბავშვებში. პედიატრიულ საავადმყოფოში ვიზიტების დაახლოებით 2%-5%-ის მიზეზს მწვავე ფარინგიტი წარმოადგენს.[14]

A   ჯგუფის სტრეპტოკოკით (GAS) სეზონური კოლონიზაცია პიკს აღწევს ამ სეზონზე (ბავშვების 20%-მდე).[1][15]​​ ერთერთი კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ ორწლიანი დაკვირვების პერიოდში 3-12 წლის ბავშვების 48% რაღაც მომენტში იყო კოლონიზირებული A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციით. ​​​[16] აშშ-ში A ჯგუფის სტრეპტოკოკური ფარინგიტის ყველაზე ხშირი შემთხვევები ვლინდება ზამთარსა და გაზაფხულზე.[4]

A ჯგუფის სტრეპტოკოკური ფარინგიტი  მკურნალობის თვალსაზრისით წარმოადგენს,  ასე ვთქვათ, ფოკუსურ წერტილს ფარინგიტთა შორის,  ვინაიდან მკურნალობის მთავარი მიზანია ამ პათოგენთან ასოცირებული რევმატული ცხელების პრევენცია. A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექცია პასუხისმგებელია ბავშვებში ყელის ტკივილის 20%-დან 30%-მდე და მოზრდილებში ყელის ტკივილის 5%-დან 15%-მდე.[4]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას