კრიტერიუმები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Acute Keelpijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2017Mal de gorge aiguავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2017ამერიკის ინფექციური დავადებების შემსწავლელი ასოციაცია[1]
A ჯგუფის სტრეპტოკოკური (GAS) ფარინგიტის წინასწარი დიაგნოსტირება ხდება შემდეგი 3 ან 4 კრიტერიუმის (ცენტორის კრიტერიუმის) მიხედვით: ხახის ექსუდატი, კისრის ადენოპათია, ცხელება და ხველის არარსებობა. მას მიკრობიოლოგიურად ვადასტურებთ ანტიგენის სწრაფი დეტექციის ტესტით. უარყოფითი პასუხის შემთხვევში კი, კეთდება A ჯგუფის სტრეპტოკოკზე ყელის ნაცხის კულტურა.[17] სხვა უფრო კომპლექსური კლინიკური ქულების სისტემების სარგებელი დადსტურებული არ არის.[46]
მაკისააკის ქულათა სისტემა
McIssaac-ის ქულების სისტემა მოდიფიკაციას უკეთებს Centor-ის ალგორითმს, ბავშვებში GAS-ის გაზრდილი პრევალენტობის შესაბამისად.[41] Centor ალგორითმის მსგავსად, McIsaac-ის უფრო მაღალი კომპოზიციური ქულა ნიშნავს GAS-ის ინფექციის უფრო დიდ რისკს.
ცხელებისა და ტკივილსი კრიტერიუმები
FeverPAIN კრიტერიუმების ქულა იძლევა 1 ქულას (მაქსიმალური ქულა 5) თითო კრიტერიუმზე. უფრო მაღალი ქულა მიუთითებს უფრო მძიმე სიმპტომებზე და სავარაუდო ბაქტერიულ (სტრეპტოკოკულ) მიზეზზე. მიიჩნევა, რომ 0 ან 1 ქულა ასოცირდება სტრეპტოკოკის იზოლაციის 13-დან 18%-მდე ალბათობასთან. მიიჩნევა, რომ 2 ან 3 ქულა დაკავშირებულია სტრეპტოკოკის იზოლაციის 34-დან 40%-მდე ალბათობასთან. ითვლება, რომ 4 ან 5 ქულა ასოცირდება სტრეპტოკოკის იზოლაციის 62-დან 65%-მდე ალბათობასთან.[42]დიდ ბრიტანეთში, Centor-ის ქულა და Feverpain არის პროგნოზირების ორი წესი, რომლებიც რეკომენდებულია დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ.[43]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას