მტკიცებულება
ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.
BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები
მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.
ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.
თუ მტკიცებულებების სარწმუნოობა GRADE სისტემით შეფასების პირობებში საშუალო ან დაბალიდან საშუალომდე ხარისხისაა, ინტერვენციების ეფექტურობა/სარგებლიანობა ძირითადი შედეგების თვალსაზრისით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მაღალია.
პოპულაცია: რესპირატორული ინფექციების მქონე მოზრდილები და ბავშვები
ინტერვენცია: ანტიბიოტიკების დაგვიანებული დანიშვნა (დაყოვნება მერყეობდა 48 საათიდან 14 დღემდე) ᵃ.
შედარება: ანტიბიოტიკების დაუყოვნებელი დანიშვნაᵃ
შედეგები | ეფექტიანობა (BMJ შეფასება)? | მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)? |
---|---|---|
კლინიკური გამოსავალი: შეფასებული ტკივილის, სისუსტის, ცხელების და ხველების მიხედვით (დაკვირვების პერიოდი : 1-7 დღე) | იხილეთ შენიშვნა ᵇ | ზომიერი |
ანტიბიოტიკების გამოყენება (დაკვირვების პერიოდი: 1-7 დღე) | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | ზომიერი |
პაციენტის კმაყოფილება (დაკვირვების პერიოდი 1-7 დღე) | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ზომიერი |
ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (დაკვირვების პერიოდი: 1-7 დღე): დიარეა ან ღებინება. | იხილეთ შენიშვნა ᵇ | დაბალი |
ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (დაკვირვების პერიოდი:: 1-7 დღე): გამონაყარი. | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | იხილეთ შენიშვნა ᶜ |
განმეორებითი კონსულტაციის მაჩვენებელი (დრო განსაზღვრული არ არის) | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ზომიერი |
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა | - | მიმოხილვის ფარგლებში არსებული კვლევებიდან არცერთი არ აფასებდა ამ კლინიკურ შედეგს |
შენიშვნა: კოკრეინის კლინიკური მიმოხილვა(CCA) ასკვნის, რომ „როდესაც ექიმები არ არიან დარწმუნებული, ანტიბიოტიკის დანიშვნის არასაჭიროებაში, დაგვიანებული დანიშნვნა იწვევს ანტიბიოტიკების ნაკლებ გამოყენებას, ვიდრე დაუყოვნებელი დანიშვნა“. ᵃ ეს მტკიცებულებათა ცხრილი აჯამებს დასკვნებს ანტიბიოტიკების დაგვიანებული და დაუყოვნებლივ დანიშვნით მიღებული შედარების შესახებ, რაც არის მთავარი შედარება, როგორც ეს ნათქვამია კოკრეინის მიმოხილვის შედეგების შეჯამების ცხრილში. სხვა შედარებების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ სრული CCA (ანტიბიოტიკის დაგვიანებული დანიშვნა, ანტიბიოტიკის დანიშნვნის გარეშე). ᵇ არ იყო ჩატარებული კვლევების მეტა-ანალიზი, შედეგები წარმოდგენილი იყო ნარატიულად. დამატებითი დეტალებისთვის იხ. Cochrane Clinical Answer. ᶜ GRADE არ იყო მოწოდებული მხოლოდ გამონაყარისთვის. ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების საერთო GRADE დაბალი იყო. თუმცა, დაბალი GRADE გარკვეულწილად გამოწვეულია ღებინების და დიარეის შედეგების შეუსაბამობის გამო. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ CCA და Cochrane მიმოხილვის მიმოხილვის ცხრილი.
მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):
კოქრეინის კლინიკური პასუხები

კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.
- For people with respiratory infection, how do delayed compare with immediate or no antibiotic prescriptions?
- How do cephalosporin and macrolides compare with penicillin for people with group A streptococcal pharyngitis?
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას