ეტიოლოგია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Acute Keelpijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2017Mal de gorge aiguავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2017

ყელის მწვავე ტკივილი ყველაზე ხშირად გამოწვეულია ვირუსული ორგანიზმებით ან A ჯგუფის სტრეპტოკოკით (GAS). ხშირი ვირუსული აგენტებია ეპშტეინ-ბარის ვირუსი (მონონუკლეოზი), ადენოვირუსი, ენტეროვირუსები, გრიპი A და B და პარაგრიპი. A ჯგუფის სტრეპტოკოკური (GAS ფარინგიტი, ანუ ყელის სტრეპტოკოკი, გამოწვეულია S პიოგენებით და გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, განსაკუთრებით ზამთარში, რესპირატორული წვეთოვანი გზით; თუმცა, ის წარმოადგენს მწვავე ფარინგიტის ყველა შემთხვევის მესამედზე ნაკლებს.[1][4][17]​​​ B, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკებმა შეიძლება გამოიწვიონ ფარინგიტი, რომელიც კლინიკურად არ განსხვავდება A ჯგუფის სტრეპტოკოკური ფარინგიტისგან.[18][19]

ადამიანი A ჯგუფის სტრეპტოკოკის ერთადერთი რეზერვუარია.[4]​ A ჯგუფის სტრეპტოკოკური ფარინგიტის გადაცემა ინფიცირებული პირებიდან ახლო კონტაქტებზე ხშირად ხდება ნერწყვის, ჭრილობის ექსუდატის ან ცხვირის სეკრეტის მეშვეობით.[4]​ A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის (GAS) ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 2-5 დღეა​[4]

ფარინგიტის მქონე მოზარდებში სხვა, იშვიათი ეტიოლოგიური აგენტებია მიკოპლაზმას სახეობები, Fusobacterium necrophorum და Arcanobacterium haemolyticum.[20][21]

სქესობრივად აქტიურ მოზრდილ პაციენტებში ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში მწვავე ფარინგიტი შესაძლოა განვითარდეს შიდსის, ქლამიდიის ან გონორეის შედეგად,[8]

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში დიფტერია და წითელა ასევე მწვავე ფარინგიტის შესაძლო მიზეზია.

ფარინგიტის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ტულარემია, თუ ანამნეზში აღინიშნება გარეული გარეული ცხოველის ხორცის მიღების შემთხვევები.[9][13][7]

სოკოვანი (Candida) ინფექცია ყელის ტკივილის ხშირი გამომწვევი მიზეზია იმუნოკომპრომეტირებულ პირებში; მათ შორის პაციენტებში, რომლებიც იტარებენ პირ-ხახის სიმსივნის სხივურ ან ქიმიოთერაპიულ კურსს.[5]

პათოფიზიოლოგია

მწვავე ფარინგიტი გამოწვეულია ხახის ლორწოვან გარსში ვირუსული ან ბაქტერიული აგენტის შეჭრით, რაც იწვევს ხახის ანთებას. ყველაზე ხშირად, დაავადება მოიცავს მხოლოდ ხახას, მაგრამ იშვიათად შეიძლება იყოს სისტემური ინფექციის ერთერთი ნიშანი (მაგ., ინფექციური მონონუკლეოზი, ტულარემია ან აივ).

კლასიფიკაცია

ფარინგიტის კლინიკური კლასიფიკაცია

A ჯგუფის სტრეპტოკოკული (GAS) ფარინგიტი:

  • ცხელება, ყელის ტკივილი, ხახაზე ექსუდატი, კისრის ადენოპათია და ხველების არარსებობა.

ვირუსული ფარინგიტი:

  • გავრცელებული ვირუსული აგენტები ,რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი ,მოიცავს კორონავირუსს 2 (SARS-CoV-2), ეპშტეინ-ბარის ვირუსს (მონონუკლეოზი), ადენოვირუსებს, ენტეროვირუსებს, A და B გრიპს და პარაგრიპს.

  • შესაძლოა აღინიშნებოდეს ხახის ექსუდატიც.

  • ინფექციურ მონონუკლეოზს ხშირად თან ახლავს ლიმფადენოპათია და სპლენომეგალია;[3]

  • დიაგნოზს ამყარებს უარყოფითი კულტურა.

  • სიმპტომებია: ხველა, რინორეა, ხმის ჩახლეჩვა, პირის ღრუს წყლულები, კონიუნქტივიტი.[4]

  • როდესაც პაციენტს აღენიშნება მკაფიოდ გამოხატული ვირუსული სიმპტომები, დიაგნოზი შეიძლება დაისვას დაავადების ისტორიისა და კლინიკური გამოკვლევის საფუძველზე.[4]

კანდიდური ფარინგიტი:

  • ხშირია იმუნოდეფიციტის მქონე პირებში.

  • შესაძლოა მოჰყვეს პირ-ხახის სიმსივნის დროს სხივურ ან ქიმიოთერაპიას.[5]

დიფტერია:

  • ნაცრისფერი, შეხებისას სისხლმდენი, აპკი ცხვირსა და ყელში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: დიფტერიის ფარინგიტისთვის დამახასიათებელი ტიპური ფსევდომემბრანის არსებობაპედიატრიული და მოზრდილთა მედიცინის საავტორო უფლებათა განყოფილება, პრინცესა მარგარეტის საავადმყოფო, ჰონკ კონგი; გამოყენებულია თანხმობით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4c23ca26

  • ძირითადად გვხვდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

წითელა:

  • კონიუნქტივიტი, რინიტი და დამახასიათებელი გამონაყარი

  • კოპლიკის ლაქები (მოლურჯო-მოთეთრო, შემაღლებული დაზიანებები, ვითარდება ლოყის გაწითლებულ ლორწოვანზე) დაავადების პათოგნომური ნიშანია.[6]

ტულარემია:

  • დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების შედეგები.[7]

  • ოროფარინგეალური ტულარემიის სიმპტომებია: ყელის ტკივილი, პირის ღრუს წყლულები, ტონზილიტი და კისრის ლიმფური ჯირკვლების შეშუპება.[7]

  • წყლულები და ექსუდატი ხახაზე

  • შეიძლება განვითარდეს ნაცრისფერი აპკი(დიფტერიის მსგავსად);[8]

  • უშედეგოა პენიცილინით მკურნალობა

  • დაკავშირებულია გარეული ცხოველების ხორცის უმი ან თერმულად არასათანადოდ დამუშავებული სახით მიღებასთან. European Centre for Disease Prevention and Control: factsheet on tularaemia Opens in new window[9][7]

სქესობრივი გზით გადამდები ფარინგიტი (სქესობრივად აქტიურ ან ძალადობის მსხვერპლ პირებში):[10]

  • მწვავე აივ ინფექცია

  • გონორეა

  • ქლამიდია.

ლემიერის სინდრომი:

  • ყველაზე ხშირად გამოწვეულია usobacterium necrophorum ინფექციით[11]

  • ახასიათებს საუღლე ვენის სეპტიკური თრომბოფლებიტი[12]

  • საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას.

რეტროფარინგეული აბსცესი:

  • ცხელება, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, კისრის ტკივილი/რიგიდობა, ხმის შეცვლა

  • კტ დიაგნოსტიკა

  • საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას