შემთხვევის ანამნეზი
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Acute Keelpijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2017Mal de gorge aiguავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2017შემთხვევის ანამნეზი #1
7 წლის გოგონა ცხელების, გულისრევის, ღებინებისა და ყელის ტკივილის მოულოდნელად განვითარებული ჩივილებით. ბავშვი ხველას, სურდოს ან ცხვირის გაჭედვას არ აღნიშნავს. ფიზიკური გასინჯვისას, პერორული ტემპერატურა არის 38.5°C (101°F), გამოხატულია ექსუდაციური ფარინგიტი, გადიდებული და მტკივნეული კისრის წინა ლიმფური კვანძებით. ანტიგენის სწრაფი ტესტი A ჯგუფის სტრეპტოკოკზე დადებითია (GAS) .
შემთხვევის ანამნეზი #2
7 წლის გოგონა მწვავედ განვითარებულ ყელის ტკივილითა და ცხელებით. პერორულად გაზომვისას ტემპერატურა არის 37°C (98.6°F), გამოხატულია ექსუდაციური ფარინგიტი პალპირებადი კისრის ლიმფური კვანძების გარეშე. ანტიგენის სწრაფი ტესტი და ყელის ნაცხის კულტურა A ჯგუფის სტრეპტოკოკზე უარყოფითია.
სხვა გამოვლინებები
ფარინგიტი შესაძლოა იყოს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ჩვეულებრივ, სურდოთი, ცხვირის გაჭედვით და/ან ხველით ხასიათდება.[4] მწვავე ფარინგიტი ხშირად ვითარდება ინფექციური მონონუკლეოზის დროს(ეპშტეინ-ბარის ვირუსი). იშვიათად სქესობრივად აქტიურ ან ძლადობის მსხვერპლ პირებში შეიძლება თან ახლდეს მწვავე აივ ინფექცია (თანდართული ადენოპათია, გამონაყარი, ცხელება და სპლენომეგალია), ქლამიდია ან გონორეა. (განსხვავებული კლინიკური ნიშან-თვისებები არ ახასიათებს). დიფტერია და წითელა შესაძლოა გამოვლინდეს ფარინგიტის სახით.[10] დიფტერია და წითელა შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფარინგიტი და ყოველთვის უნდა იყოს გასათვალისწინებელი, როდესაც ყელის ტკივილი გვხვდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მაცხოვრებლებში ან არავაქცინირებულ ბავშვებში. გარეული ცხოველების ხორცის მიღების ისტორიის ან პენიცილინით უშედეგო მკურნალობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ ტულარემია.[9][13][7] სოკოვანი (Candida) ინფექცია ყელის ტკივილის ხშირი გამომწვევი მიზეზია იმუნოკომპრომეტირებულ პირებში; მათ შორის ვინც გადის ქიმიო ან სხივურ თერაპიას ოროფარინგეალური კიბოს გამო.[5]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: A ჯგუფის სტრეპტოკოკური ფარინგიტის მქონე პაციენტის ინტრაორალური დათვალიერება.CDC/Heinz F. Eichenwald, MD; საჯარო დომენი [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას