პირველადი პრევენცია

საპონი და წყალი ან უფრო აგრესიული ანტიბაქტერიული საშუალებები (მაგ. ქლორჰექსიდინი) ეფექტურია კანის ბაქტერიული კოლონიზაციის შესამცირებლად. ამ ღონისძიებების ეფექტურობა არ იყო შესწავლილი სპეციალურად იმპეტიგოს გავრცელების შეზღუდვის მიზნით, მაგრამ ეს მიდგომა, როგორც ჩანს გონივრული საშუალებაა ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. არსებობს სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი ჰიგიენური ზომები ეფექტურია რესპირატორული ინფექციების ფომიტებით გავრცელების კომპონენტის შესასუსტებლად.[19][20]

ოქროსფერი სტაფილოკოკით ცხვირის კოლონიზაციისა და ამ ბაქტერიების განმეორებითი ინფექციების ალაგება შესაძლებელია ტოპიკური ანტიბიოტიკების (მაგ. მუპიროცინის) ნესტოებში წასმით.[21][22] ეს მიდგომა გამოიყენება როგორც დაავადებული ადამიანებისთვის, ისე ოჯახის ახლო წევრებისთვის (რომლებიც შეიძლება იყვნენ დაავადებული ან ჰქონდეთ მხოლოდ ცხვირის ბაქტერიული კოლონიზაცია).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი. ეს პრაქტიკა ბევრ სკოლაშია დანერგილი. დაავადებული ბავშვები სკოლაში არ დაიშვებიან, სანამ მათ არ გაუქრებათ ქერქები ან ბულოზური ელემენტები, ანუ სანამ ინფექცია არ ალაგდება. მიუხედავად იმისა, რომ იმპეტიგოს შემთხვევაში კონტაქტის თავიდან აცილებით დაავადების თავიდან აცილების მტკიცებულება არ არის ძლიერი, სხვა თანმხლები დაავადებებისგან შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიდგომის მხარდასაჭერად.[19][20]

განვითარებად ქვეყნებში პოტენციური არასაკმარისი კვების მქონე ორსულ ქალებში თუთიის დამატებამ აჩვენა იმპეტიგოს მაჩვენებლის თითქმის განახევრება (დაახლოებით, 20%-დან 10%-მდე) 6 თვემდე ასაკის ჩვილ ბავშვებში.[23]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას