ეპიდემიოლოგია

იმპეტიგო ბავშვებში მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კანის ბაქტერიული ინფექციაა, რომლის გლობალური გავრცელება (პრევალენტობა)162 მილიონს შეადგენს.[2][3]ბავშვებში საშუალო გავრცელება არის 12,3%.[2]გაერთიანებულ სამეფოში იმპეტიგოს ყოველწლიური ინციდენტობა დაახლოებით 80/100,000 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, მცირდება დაახლოებით 50/100,000 5-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებში. შემდგომ კიდევ უფრო მცირდება უფროს ასაკობრივ ჯგუფებში.[4] აშშ-ს სამედიცინო კლინიკებში კანთან დაკავშირებული ჩივილებით შემოსული ბავშვების დაახლოებით 10% დიაგნოსტირებულია იმპეტიგო.[5][6]იმპეტიგო ყველაზე ხშირად შავკანიან ბავშვებში დიაგნოსტირდება.[7]

ბულოზური იმპეტიგო შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. არა-ბულოზური იმპეტიგო ასევე შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ განსაკუთრებულ საფრთხეს ის წარმოადგენს ახალშობილებისთვის, რომლებშიც ის პოტენციურად უფრო სერიოზულია სეფსისის და სიცოცხლისთვის საშიში სხვა ინფექციების (მაგ. პნევმონიის) მომატებული რისკის გამო.[8]აშშ-სა და ევროპაში დაავადების ტიპიური გამომწვევი აგენტია ოქროსფერი სტაფილოკოკი. PCDS Clinical Guidance: impetigo Opens in new window მსოფლიოს ცხელ და ტენიან რეგიონებში დომინირებს სტრეპტოკოკური ფორმა და ხშირად ენდემურია.[9][10]იმპეტიგოს ინციდენტობა უფრო მაღალია ზაფხულის თვეებში გარემო ფაქტორების გამო, როგორიცაა მომატებული ტენიანობა.[9][11]​​

იმპეტიგო, ჩვეულებრივ, გვხვდება მჭიდროდ დასახლებულ, ცუდი ჰიგიენის, არასაკმარისი კვების პირობებში.ასევეადვილად ვრცელდება კანის ბარიერის დარღვევის დროს (მაგ., მწერების ნაკბენისა და მუნის გამო)[1][4][9][12][13] ეს არის მაღალკონტაგიოზური ინფექცია

S aureus-ის ნაზალური მატარებლობა შეადგენს 40%-ს ბულოზური იმპეტიგოს დროს და 60%-ს არა-ბულოზური იმპეტიგოს დროს.[9][14]MRSA შეიძლება იყოს გამომწვევი მიკროორგანიზმი და უფრო ხშირია არა ბულოზური იმპეტიგოს შემთხვევაში.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას