ახალი ტიპის მკურნალობა

ახალი სისტემური ანტიბიოტიკები

ბრილაციდინი და იკლაპრიმი არის ექსპერიმენტული ახალი მედიკამენტები ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ როლი გართულებული იმპეტიგოს მკურნალობაში მომავალში.[37] დელაფლოქსაცინი, რომელიც არის ფთორქინოლონი და ომადაციკლინი, რომელიც არის ტეტრაციკლინი, დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ კანის მწვავე ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ; ეს პრეპარატები ჯერ არ არის ფართოდ დანერგილი იმპეტიგოს მკურნალობაში.[38] ევროპაში, დელაფლოქსაცინი დამტკიცებულია ევროპის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს მიერ კანის და კანქვეშ ქსოვილების ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კანის მწვავე ბაქტერიული და კანის სტრუქტურული ინფქეციები) ზრდასრულებში, როდესაც სხვა მედიკამენტები შესაფერისი არ არის.

ტოპიკური მინოციკლინი

ამჟამად შეისწავლება ტოპიკური მინოციკლინის ქაფის გამაოყენება ბავშვებში იმპეტიგოს სამკურნალოდ; მოსალოდნელია უსაფრთხოების დამატებითი კვლევები.[39]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას