განხილვები პაციენტთან

ადგილობრივი ან პერორალური ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან ერთად, საპნით და წყლით დაბანა ან ანტისეპტიკური გამწმენდი (მაგ. ქლორჰექსიდინი) შეიძლება ეფექტური იყოს ინფექციისგან გასაწმენდათ. ეს პროცედურა შეიძლება ასევე რეკომენდებული იყოს პაციენტების ირგვლივ მყოფთათვის, რომელთაც, შესაძლოა, ბაქტერიები გადაედოთ. პაციენტებისთვის რეკომენდებულია ხელახალი შეფასება, თუ 1. კერები არ შეხორცდა ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის შემდეგ (შეხორცებული კერები მშრალი უნდა იყოს); 2. კერები განაგრძობს გავრცელებას ან მტკივნეულ ხდება; ან 3. ვითარდება სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება.

პაციენტებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ ანტიბიოტიკის კრემი ან მალამო, უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქცია მათი წასმის შესახებ დაინფიცირებულ უბნებზე; თუ დანიშნულია ინტრანაზალური მკურნალობა, მათ დამატებით უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქცია მედიკამენტის ორივე ნესტოში წასასმელად ცხვირის ბაქტერიული კოლონიზაციის მკურნალობისთვის. გადაცემის რისკის შესამცირებლად, პაციენტთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული მანამ, სანამ დაზიანებები არ გახდება ქერქოვანი ან შეხორცებული, ან ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ.[40]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას