ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი ფაქტორები მოიცავს მომატებულ ტენიანობას, ცუდ ჰიგიენას, არასაკმარის კვებას და მჭიდრო დასახლებას, კანის თანმხლებდაავადებებს, ოქროსფერი სტაფილოკოკის ქრონიკულ კოლონიზაციას (ნაზალურს, აქსილარულს, ფარინგეულს და პერინეულს).[1]
ვეზიკულები/ბულები
ადგილი აქვს ბულოზური იმპეტიგოს დროს. ისინი 2 სმ ან მეტი დიამეტრისაა და თავდაპირველად გამჭვირვალეა, შემდგომ კი შემღვრეული ხდება. შეიძლება ჩართული იყოს ლოყის ლორწოვანი გარსი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბულოზური იმპეტიგოს მქონე ახალშობილიმაიკლ ფრიმენის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: გამოხატული ბულოზური იმპეტიგომაიკლ ფრიმენის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ქერქების წარმოქმნა
იმპეტიგო, ჩვეულებრივ, წარმოადგენს კლასიკურ სახის მოყვითალო-მოოქროსფრო ქერქს. სტრეპტოკოკურ ფორმას აქვს უფრო სქელი და მუქი ფერის ქერქების წარმოქმნის ტენდენცია.
იმპეტოგოს ალაგებისას ქერქები, როგორც წესი, შრება, აშრევდება და ტოვებს ერითემატოზურ ლაქებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მხრის იმპეტიგო, რომელიც ეროზიის სახითაა წარმოდგენილიმაიკლ ფრიმენის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ერითემა
პაციენტები ხშირად შემოდიან ეროზიებით, რომლებსაც აქვს მოყვითალო-მოოქროსფრო ქერქი ერითემატოზურ ფუძეზე.
იმპეტოგოს ალაგებისას ქერქები, როგორც წესი, შრება, აშრევდება და ტოვებს ერითემატოზურ ლაქებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სახის იმპეტიგო, ყვითელი ქერქი აღარ ჩანსმაიკლ ფრიმენის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: მხრის იმპეტიგო, რომელიც ეროზიის სახითაა წარმოდგენილიმაიკლ ფრიმენის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
იშვიათი
ქავილი
ზოგჯერ ახასიათებს ქავილი.
ტკივილი
იშვიათად მტკივნეულია.
ლორწოვან-ჩირქოვანი ექსუდატი
იმ შემთხვევებში, როდესაც გამოჯანმრთელება არ ხდება, ადგილი აქვს აქტიური დაავადების შედეგად ქერქის ქვეშ წარმოქმნილი ლორწოვან-ჩირქოვანი ექსუდატით ქერქის აწევას.
ლიმფადენოპათია
შეიძლება ადგილი ჰქონდეს მძიმე დაავადებისას, როდესაც დიდი უბნებია დაზიანებული.
ცხელება
შეიძლება ადგილი ჰქონდეს მძიმე დაავადებისას, როდესაც დიდი უბნებია დაზიანებული.
რისკფაქტორები
ძლიერი
მომატებული ტენიანობა
ცუდი ჰიგიენა, არასაკმარისი კვება და მჭიდრო დასახლება
ოქროსფერი სტაფილოკოკით ქრონიკული კოლონიზაცია - ნაზალური, იღლიის, ხახის და შორისის
პოპულაციის 50%-მდე ბავშვებს წინა ნესტოები შეიძლება S aureus-ით ჰქონდეთ კოლონიზებული.[9] კოლონიზაციის სხვა შესაძლო კერები ნაკლებად ხშირადაა ჩართული. იმპეტიგოს განმეორებით ეპიზოდებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს S aureus-ით კოლონიზებულ ადამიანებში. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იმპეტიგოს გავრცელების წერტილოვანი წყარო იყოს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას