მიდგომა
დიაგნოზი, როგორც წესი, კლინიკურია. იმპეტიგო, ჩვეულებრივ, წარმოადგენს კლასიკურ სახის მოყვითალო-მოოქროსფრო ქერქს ზოგადად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანში.
ანამნეზი
დაზიანებები ხშირად ასიმპტომურია, მაგრამ ზოგჯერ არის ქავილი. ისინი, როგორც წესი, მტკივნეული არაა. ჩვეულებრივ, არის იმპეტიგოთი დაინფიცირებულ თანატოლებთან კონტაქტის ანამნეზი სკოლაში ან საბავშვო ბაღებში. დაზიანებები, ჩვეულებრივ, პროგრესულად ვრცელდება ერთი უბნიდან მეორეზე.
გამოკვლევა
ვეზიკულები გარდამავალია და იშვიათად ჩანს; პაციენტები ხშირად შემოდიან ამ ეტაპის შემდეგ, ეროზიებით, რომლებსაც აქვს მოყვითალო-მოოქროსფრო ქერქი ერითემატოზურ ფუძეზე, არაერთგვაროვანი განაწილებით, ხშირად პერი-ორალურ და პერი-ნაზალურ ზონაში, თუმცა იცინი შეიძლება იყოს სხეულის ნებისმიერ ადგილას.
სტრეპტოკოკურ ფორმას აქვს უფრო სქელი და მუქი ფერის ქერქების წარმოქმნის ტენდენცია.
იმპეტოგოს ალაგებისას ქერქები, როგორც წესი, შრება, აშრევდება და ტოვებს ერითემატოზურ ლაქებს.
იმ შემთხვევებში, როდესაც გამოჯანმრთელება არ ხდება, ადგილი აქვს აქტიური დაავადების შედეგად ქერქის ქვეშ წარმოქმნილი ლორწოვან-ჩირქოვანი ექსუდატით ქერქის აწევას.
ლორწოვანი გარსების ჩართულობა არა ბულოზური ფორმის დროს იშვიათია.
ბულოზურ ფორმაში, ბულები ხშირად 2 სმ ან მეტი დიამეტრისაა. ისინი თავდაპირველად გამჭვირვალეა და მოგვიანებით შემღვრეული ხდება. შეიძლება ჩართული იყოს ლოყის ლორწოვანი გარსი.
როდესაც დიდი უბნებია დაზიანებული, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მძიმე დაავადებას სისტემური სიმპტომებით და ისეთი ნიშნებით, როგორიცაა ლიმფადენოპათია და ცხელება.
MRSA-ზე ეჭვი წარმოიშობა სპონტანური აბსცესის ან ცელულიტის შემთხვევებში ან როდესაც დაზიანებები არ ლაგდება რეკომენდებული საწყისი ანტიბიოტიკოთერაპიით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სახის იმპეტიგო, ყვითელი ქერქი აღარ ჩანსმაიკლ ფრიმენის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბულოზური იმპეტიგოს მქონე ახალშობილიმაიკლ ფრიმენის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: გამოხატული ბულოზური იმპეტიგომაიკლ ფრიმენის კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].
ლაბორატორიული კვლევები
ჩვეულებრივ, არ არის საჭირო დამადასტურებელი ტესტები, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სავარაუდოა MRSA; ასეთ შემთხვევაში ის უნდა დადასტურდეს ნაცხიდან დათესილი ბაქტერიოლოგიური კულტურით.
როდესაც დიაგნოზი საეჭვოა, ან თუ პაციენტი არ რეაგირებს იმპეტიგოს შესაბამის ემპირიულ თერაპიაზე, შეიძლება გონივრული იყოს კანის კულტურის დათესვა.[1][24]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას