დიფერენციული დიაგნოზები

ფქოდ - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში თამბაქოს მწევლობა.

ქოშინი ვითარდება მსტვინავი სუნთქვით და ხველით, ან მათ გარეშე.

გამოკვლევამ შეიძლება, გამოავლინოს კასრისებრი გულმკერდი, პერკუტორულად კოლოფისებრი ხმიანობა და შესუსტებული სუნთქვა.

კვლევები

პოსტ-ბრონქოდილატორული სპირომეტრია, რომელიც აჩვენებს ობსტრუქციის სურათს FEV1/FVC თანაფარდობით <70% ან ნორმის ქვედა ზღვარზე (LLN).

გულმკერდის რენტგენი გამოავლენს ფილტვების გამოხატულ ემფიზემას

ქრონიკული რინოსინუსიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება, გამოვლინდეს ღამის ხველითა და ქოშინით, რაც ცხვირიდან გამონადენითაა გამოწვეული.

შეიძლება ასთმასთან იყოს თანდართული.

კვლევები

წინა რინოსკოპიით, ან ცხვირის ენდოსკოპიით შეიძლება, გამოვლინდეს ანთება, ჩირქოვანი გამონადენი, შეშუპება, ან გამოხატული პოლიპები.

კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება, დაზიანებულ სინუსებში დაჩრდილვა, ლორწოვანი გარსის გასქელება, ჰაერ-სითხის დონეები, ან ანატომიური პათოლოგიები გამოვლინდეს.

სუნთქვის დარღვევა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სუნთქვის დარღვევა (BPD) აუხსნელი ქოშინის ხშირი მიზეზია სპორტსმენებში ცვალებადი სიმპტომებით და გამოკვლევების ნორმალური მაჩვენებლებით.[78][79]

​სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა და პერიფერიაზე ჩხვლეტითი შეგრძნება ხშირია. სპორტსმენებში BPD-ის გამოსარიცხად დაბალი ზღვრული მაჩვენებელი უნდა იყოს.[79]

BPD შეიძლება ვარჯიშით გამოწვეული ხორხის ობსტრუქციის და ბრონქოკონსტრიქციის თანთანმხლები იყოს. ჰიპერვენტილაციის სინდრომი BPD-ს ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მაგრამ სხვა ფორმები შეიძლება თანაარსებობდეს ან გამოვლინდეს იზოლირებულად.

კვლევები

გამორიცხვის დიაგნოზი. ჰიპერვენტილაციის სკრინინგი Nijmegen-ის კითხვარით (ქულა >23 მიუთითებს ჰიპერვენტილაციაზე). გულ-ფილტვის ვარჯიშის ტესტი შეიძლება დაეხმაროს BPD-ის დიფერენცირებას.[79]

ვარჯიშით გამოწვეული ხორხის ობსტრუქცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ვარჯიშით გამოწვეულ ხორხის ობსტრუქციასთან (EILO) ჩვეულებრივ მოიცავს ხმაურიან სუნთქვას და დისკომფორტს ან რესტრიქციას გულმკერდის/ყელის ზედა ნაწილში და ძლიერდება ინტენსიური ვარჯიშის დროს.[79]

სპორტსმენებში EILO-ს გამოსარიცხად დაბალი ზღვრული მაჩვენებელი უნდა იყოს.[79]

კვლევები

ვარჯიშის დროს უწყვეტი ლარინგოსკოპია ოქროს სტანდარტია ვარჯიშთან დაკავშირებული ხორხის მდგომარეობის შესაფასებლად.[79]

სახმო იოგების ფუნქციის დარღვევა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ყელში მოჭერის შეგრძნება, ხრინწიანი ხმა ან ხმის შეცვლა, ხველა და ყელის ჩახეხვა.

შეიძლება დიფერენციალური დიაგნოზი იყოს ან შეიძლება არსებობდეს ასთმასთან და ცუდად კონტროლირებად სიმპტომებთან ერთად.

კვლევები

მბგერავი იოგების პირდაპირი ვიზუალიზაცია რინოლარინგოსკოპიით შეტევის დროს. ჩასუნთქვის ნაკადის მოცულობის მარყუჟი გვეხმარება, თუ იგი აბნორმულია (გაბრტყელებულია).

ბრონქოექტაზია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნახველის ჭარბი გამომუშავება, ქოშინი, ხველა და ხიხინი და მძიმე შემთხვევაში, ფილტვის მორეციდივე ინფექციები.

კვლევები

მაღალი შეღწევადობის CT კვლევა: სასუნთქი გზების დილატაცია, ბრონქების კედლების გასქელება.

შეიძლება იშვიათად გამოჩნდეს გულმკერდის რენტგენოსკოპიაზე

გულის შეგუბებითი უკმარისობა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში კორონარული არტერიული დაავადება ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია.

გასინჯვით ვლინდება გრავიტაციული შეშუპება, საუღლე ვენებში წნევის მატება, და სველი ხიხინი ფილტვის ქვედა წილებზე.

კვლევები

ეკგ ჩვეულებრივ ნორმალური არ არის. გულმკერდის რენტგენოგრამაზე შეიძლება გამოჩნდეს ალვეოლარული ნიშნების მატება, სითხე ნაპრალებში და პლევრალური გამონაჟონი.

ექოკარდიოგრამაზე შეიძლება გამოვლინდეს მარცხენა პარკუჭის შემცირებული ან შენარჩუნებული განდევნის ფრაქცია. ნატრიურეტული პეპტიდები შეიძლება მომატებული იყოს.

ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული, ხანდახან პროდუქტიული ხველა სავარაუდოდ ოჯახურ ანამნეზში ცისტური ფიბროზის არსებობით.

ნაზალური პოლიპოზი 12 წლის და 12 წლამდე ასაკის, დასიმპტომები დაკავშირებული სხვა ორგანულ პათოლოგიებთან, როგორიცაა დიარეა, მალაბსორბცია, ან ზრდაში ჩამორჩენა.

კვლევები

ოფლის ქლორიდის ტესტირება: ოფლის ქლორიდის მაჩვენებელი ≥60 მმოლ/ლ (≥60 მეკვ/ლ).

განვიხილოთ განმეორებითი ტესტირება

ტრაქეომალაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომები, როგორც წესი დამოკიდებული სხეულის პოზიციაზე.

სტრიდორი ამოსუნთქვის დროს და მყეფავი ხველა, მსტვინავი სუნთქვა და შესაძლოა სუნთქვის დამატებითი ხმიანობა ამოსუნთქვის დროს (გუდასტვირის ნიშანი) ხშირია. ნაკლებად გავრცელებული ნიშნებია სტრიდორი ჩასუნთქვისას, სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები, ჰიპოქსია, მორეციდივე რესპირატორული ინფექციები, ნეკნთაშუა და ნეკნქვეშა კუნთების რეტრაქცია, ზრდაში ჩამორჩენა და სუნთქვისა და გულის გაჩერება.[80]

კვლევები

დინამიური კტ ვოლუმეტრული ანალიზის გამოყენება შესაძლოა სასარგებლო იყოს ტრაქეომალაციის საწყისი დიაგნოატიკისთვის, რომლის სიზუსტე 97%-ია.[81] ბრონქოსკოპია შეიძლება განხორციელდეს როგორც დამადასტურებელი ტესტირება, ჩვენების მიხედვით, რაც დიაგნოზისთვის ოქროს სტანდარტად რჩება. დიაგნოზის დასადგენად, ბრონქოსკოპიამ უნდა აჩვენოს სასუნთქი გზების სანათურის 50% -ით შემცირება ფორსირებული ამოსუნთქვისას.

სისხლძარღვოვანო რგოლი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი, ხანდახან სტრიდორული სუნთქვა.

კვლევები

გულმკერდის კტ კონტრასტით: ორმაგი აორტის რკალი, მარცხენა უსახელო (ბრახიოცეფალური) არტერიის პათოლოგიური განლაგება, ანომალია მარცხენა პულმონური არტერიის, მარჯვენა აორტული რკალის, აბერანტული მარჯვენა ლავიწქვეშა არტერია, გაფართოებული პულმონური ვენები.[80]

უცხო სხეულის ასპირაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი, ხანდახან სტრიდორული სუნთქვა ხშირად გვხვდება.

თუ უცხო სხეული პერიფერიულ სასუნთქ გზებშია, ვლინდება ლოკალიზებული ცალმხრივი მსტვინავი სუნთქვა, ან ფილტვის დისტალური ქსოვილის ჩაფუშვა.

კვლევები

გულმკერდის რენტგენი, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, ან ბრონქოსკოპია უცხო სხეულს გამოავლენს.

განმეორებითი რეტროგრადული ასპირაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გასტროეზოფაგური რეფლუქსმა (GORD) შეიძლება გამოიწვიოს ასპირაცია. GORD კლინიკური დიაგნოზია, რომელიც ვლინდება გულძმარვით და რეგურგიტაციით. გავრცელებულია ცუდად მართული ასთმის მქონე პაციენტებში.[49]

კავშირი GORD-სა და ასთმის განვითარებას შორის გაურკვეველი რჩება, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს სასუნთქი გზების ქრონიკულ გაღიზიანებასთან და ანთებასთან კუჭის შიგთავსის ზემოქმედების შედეგად.[50][51]

სიმპტომური GORD-ის მკურნალობამ შეიძლება ზომიერად გააუმჯობესოს ფილტვების ფუნქცია და მედიკამენტების გამოყენება ზომიერი და მძიმე ასთმის მქონე პაციენტებში.[52]

კვლევები

სიმპტომური გაუმჯობესება GORD-ის მკურნალობის შემდეგ; პნევმონიტის ან პნევმონიის ფოკალური ნიშნები გულმკერდის რენტგენოგრამაზე.

ალფა-1 ანტიტრიფსინზე დამოკიდებულება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სუნთქვის გაძნელება, ხიხინი.

შეიძლება ჰქონდეს ფილტვის დაავადების ოჯახური ანამნეზი.

ხშირად ფქოდ-ის ადრეული დიაგნოზი (მაგ., 40 წლამდე ასაკში) ან რენტგენოგრაფიული დაავადების სიმძიმე სიგარეტის მოწევის ისტორიის პროპორციულად.

კვლევები

ტესტი ალფა-1 ანტიტრიფსინის ფენოტიპზე.

ფილტვის ემბოლია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მრავალფეროვანი გამოვლინება. სიმპტომებს, როგორც წესი, მწვავე დასაწყისი აქვს. საერთო კლინიკური ნიშნებია ქოშინი, პლევრალური ტკივილი გულმკერდის არეში და ჰიპოქსემია.[82]

კვლევები

სასურველია, ჩავატაროთ რისკის შეფასება ქულებით შეფასების შესაბამისი სისტემით და შრატში D-დიმერის გამოკვლევა.

ფილტვის CT ანგიოგრაფია (CTPA) უპირატესი გამოკვლევაა ფილტვის ემბოლიის საბოლოო დადასტურებისთვის. ნაკლებად მგრძნობიარე ვენტილაცია-პერფუზიის (V/Q) სკანირება შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც CTPA-ის ალტერნატივა.[82]

ხშირი ცვალებადი იმუნოდეფიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში შექცევადი, უმეტესად სინოპულმონური, ინფექციები.

კვლევები

შრატში IgG შემცველობა < 5 გ/ლ(500 მგ/დლ). ზოგადად ვლინდება ბრონქოექტაზიებით გამოსამსახველობითი კვლევისას.

ყივანახველა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზის შეკრება და გამოკვლევა ავლენს გახანგრძლივებულ ყეფის მაგვარ ხველას, ზოგჯერ სტრიდორით.

ეს სიმპტომები, როგორც წესი, საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას.

კვლევები

დიაგნოზი ჩვეულებრივ შეიძლება დადასტურდეს ცხვირ-ხახის ასპირატის ან ნაცხის კულტურით (მაგ., ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტით ან მის გარეშე).

შეიძლება გამოყენებულ იქნას სეროლოგია და სისხლის საერთო ანალიზი.

მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ტუბერკულოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული ხველა, ჰემოპტიზი, ქოშინი.

დაღლილობა, ცხელება, (ღამის) ოფლიანობა, ანორექსია, წონაში კლება.

ეს სიმპტომები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.

კვლევები

CXR თითქმის ყოველთვის აბნორმალურია, როგორც წესი, აჩვენებს ფიბრონოდულურ გამჭვირვალობას ზედა წილებში, კავიტაციით ან მის გარეშე.

სხვა ტესტები მოიცავს ნახველის ნაცხის კვლევას მჟავაგამძლე ბაქტერიაზე, ნახველის კულტურას, სისხლის საერთო ანალიზს და ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტებს (სულ მცირე ერთ რესპირატორულ ნიმუშზე).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას