კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
სპირომეტრია (FEV1/FVC თანაფარდობა და BDR)
ტესტი
სპირომეტრია პირველი არჩევის გამოკვლევაა ჰაერის ნაკადის ობსტრუქციის იდენტიფიცირებისთვის.[55][56] დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივი კლინიკური პრაქტიკაა სპირომეტრიის ჩატარება ყველა პაციენტთან, ვისთანაც ასთმა სავარაუდოა.
ეს შეესაბამება ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) გაიდლაინებს, რომელთა მიხედვითაც მხოლოდ სიმპტომები ასთმის დიაგნოსტიკისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული და ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ობიექტური ტესტი, თუ სტრუქტურირებული კლინიკური შეფასების შემდეგ ეჭვი გაქვთ ასთმაზე.[56] NICE რეკომენდაციას უწევს ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობის ტესტს (FeNO) და სპირომეტრიას როგორც აუცილებელ ტესტებს ასთმის სიმპტომების მქონე ნებისმიერი მოზრდილის შემთხვევაში.[56] ბრონქოდილატატორის შექცევადობის (BDR) ტესტი რეკომენდებულია NICE-ს მიერ, თუ სპირომეტრია აჩვენებს ობსტრუქციას. NICE-ის მიხედვით პიკური ექსპირაციული ნაკადის (PEF) მონიტორინგი 2-4 კვირის განმავლობაში შეიძლება საჭირო გახდეს, თუ FeNO და სპირომეტრიის შემდეგ დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა.[56] თუმცა, გახსოვდეთ, რომ ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოება/შოტლანდიის უნივერსიტეტთაშორისი გაიდლაინების ქსელის (BTS/SIGN) მიხედვით ადამიანებთან ასთმის მაღალი ალბათობით (კოდი მინიჭებული აქვს როგორც "საეჭვო ასთმა") მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ობიექტური მონიტორინგით (მაგ. PEF-ით, ვალიდური კითხვარებით და/ან სპირომეტრიით) და შემდგომში დადასტურდეს ასთმა სპირომეტრიის ან FeNO-ს აუცილებლად ჩატარების გარეშე.[55] BTS/SIGN გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს სპირომეტრიას ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისთანაც ასთმის საშუალო ალბათობაა, და BDR ტესტს თუ სასუნთქი გზების ობსტრუქცია დადასტურებულია.[55]
FEV1 და ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (FVC) შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰაერის ნაკადის შეზღუდვის გამოსავლენად. FEV1/FVC თანაფარდობისთვის გამოიყენეთ ნორმის ქვედა ზღვარი (LLN), FEV1/FVC თანაფარდობის ფიქსირებული მაჩვენებლის 0,7-ის ნაცვლად; LLN მონაცემია, რომელიც სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება სპირომეტრების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.[55]
ფიქსირებული თანაფარდობის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ობსტრუქციის ჰიპერდიაგნოსტიკა მოზრდილებში თანაფარდობის ასაკთან დაკავშირებული ცვალებადობის გამო.[55] 40 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებში 70%-ზე დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ნორმა იყოს და ზღვრულ მაჩვენებლად 70%-ის გამოყენებამ შეიძლება ობსტრუქცია გადაჭარბებულად შეაფასოს. NICE გირჩევთ გამოიყენოთ LLN დიაგნოსტიკისთვის, თუ ეს შესაძლებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, NICE ასევე გირჩევთ გამოიყენოთ ფიქსირებული FEV1/FVC თანაფარდობა 70%.[56]
გამოიყენეთ BDR ტესტი ჰაერის ნაკადის ობსტრუქციის შექცევადობის დემონსტრირებისთვის ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორზე საპასუხოდ. BTS/SIGN და NICE თანხმდებიან, რომ მოზრდილებში ობსტრუქციული სპირომეტრიით, FEV1-ის გაუმჯობესება 12%-ით ან მეტით ბეტა აგონისტებზე საპასუხოდ (ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე), მოცულობის 200 მლ ან მეტი მატებასთან ერთად, დადებით ტესტად ითვლება.[55][56] BTS/SIGN ასევე გირჩევთ, რომ FEV1-ის 400 მლ-ზე მეტად გაუმჯობესება დამაჯერებლად მიუთითებს ასთმაზე.[55]
გაითვალისწინეთ, რომ ნორმალური სპირომეტრია უსიმპტომო პაციენტთან ასთმის დიაგნოზს არ გამორიცხავს.[55] სპირომეტრიის, როგორც ასთმის დიაგნოსტიკური ტესტის ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი მინიმუმ 50%-ია.[56][57]
ასთმის დიაგნოზის დადასტურება დროის მოკლე პერიოდში ჰაერის ნაკადის ცვალებადობის გამოვლენას ეყრდნობა.[55]
BTS/SIGN-ის რეკომენდაციით ადამიანებთან ასთმის მაღალი ალბათობით (კოდი მინიჭებული აქვს როგორც "საეჭვო ასთმა") მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ობიექტური მონიტორინგით (მაგ. PEF-ით, ვალიდური კითხვარებით და/ან სპირომეტრიით) და შემდგომში დადასტურდეს ასთმა სპირომეტრიის ან FeNO-ს აუცილებლად ჩატარების გარეშე.[55] BTS/SIGN გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს სპირომეტრიას ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისთანაც ასთმის საშუალო ალბათობაა, და BDR ტესტს თუ სასუნთქი გზების ობსტრუქცია დადასტურებულია.[55]
გაეცანით თქვენს ადგილობრივ გაიდლაინს სპირომეტრიის ჩვენებების შესახებ პაციენტებისთვის ვისთანაც ასთმა სავარაუდოა.
გაიდლაინი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სპირომეტრია და მოხდეს შედეგების ინტერპრეტაცია, მათ შორის ხშირად გამოვლენილი სირთულეები.
შედეგი
FEV1/FVC თანაფარდობა: LLN-ის ქვემოთ (თუ ხელმისაწვდომია) ან <70% (თუ LLN მიუწვდომელია) დადებითია ჰაერის ნაკადის ობსტრუქციისთვის; BDR ტესტი: FEV4-ის გაუმჯობესება 12%-ით ან მეტით ბეტა აგონისტებზე საპასუხოდ (ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე), მოცულობის 200 მლ ან მეტად მატებასთან ერთად დადებითია სასუნთქი გზების ობსტრუქციის შექცევადობის შემთხვევისთვის.
ამოსუნთქული ჰაერის ნაკადის პიკური სიჩქარე (PEF)
ტესტი
ჩაინიშნეთ პიკური ექსპირატორული ნაკადის (PEF), როგორც სამი ჩაბერვის საუკეთესო ფორსირებული ამოსუნთქვის მონაცემი ფილტვის მთლიანი ტევადობიდან, ჩაბერვამდე მაქსიმალური 2 წამიანი პაუზით.[55] პაციენტი შეიძლება იყოს როგორც მდგომარე, ასევე მჯდომარე პოზიციაში. ჩაინიშნეთ შემდგომი ჩაბერვის მონაცემები, თუ ორი, ყველაზე დიდი PEF არ არის 40 ლ/წუთში.
20%-ზე მეტი ცვალებადობის მაჩვენებელი განიხილეთ, როგორც დადებითი ტესტი.[55][56] ცვალებადობის ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარი დაახლოებით 20%-ია PEF-ის დღეში 4-ჯერ ან მეტად გამოყენების პირობებში.[61][62]
ბრიტანული თორაკალური საზოგადოება/შოტლანდიის უნივერსიტეტთაშორისი გაიდლაინების ქსელი (BTS/SIGN) რეკომენდაციას უწევს PEF-ის გამოყენებას ჰაერის ნაკადის ცვალებადობის შესაფასებლად 2-4 კვირის განმავლობაში ჩატარებული მრავალჯერადი გაზომვით.[55] გაზრდილი ცვალებადობის გამოვლენა შესაძლებელია მონაცემების დღეში ორჯერ წაკითხვით.[55] გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა უფრო ხშირი წაკითხვა უკეთეს შეფასებას მოგვცემს, პაციენტის მხრიდან ამისთვის საჭიროა უფრო კარგი დამყოლობა. სადაც ხელმისაწვდომია, ელექტრონულ და ამობეჭდილ მონაცემებზე კვლევის დროის და თარიღის დატანა გააუმჯობესებს დამყოლობას და სიზუსტეს, თუ PEF-ის მონაცემები ქაღალდზე დიაგრამის სახით არის მოცემული.[55] PEF-ის ცვალებადობა ჩვეულებრივ გამოითვლება, როგორც სხვაობა PEF-ის ყველაზე მაღალ და დაბალ მონაცემებს შორის, გამოხატული PEF-ის საშუალო მაჩვენებლის პროცენტით.[61][62][63] თუმცა, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში სამ ან მეტ დღეს დაფიქსირებული საგულისხმო ცვალებადობა უფრო მგრძნობიარე და სპეციფიკური იყო, ვიდრე საშუალო განსხვავების გამოთვლა.[64]
BTS/SIGN-ის მიხედვით ცვალებადობის დასადასტურებლად რეკომენდებულია სიმპტომურ (მაგ., ასთმის შეტევის შეფასებისას) და უსიმპტომო (მაგ., ასთმის შეტევის მოხსნის შემდეგ) პერიოდებში PEF-ის შედარება.[55]
ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას უწევს PEF-ის დიაგრამის შედგენას 2-4 კვირის განმავლობაში, თუ საწყისი შეფასების და ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობის (FeNO) ტესტის შემდეგ დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა და პაციენტს აქვს: ნორმალური სპირომეტრია; ან ობსტრუქციული სპირომეტრია, სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციით (პოზიტიური ბრონქოდილატატორის შექცევადობა [BDR]), მაგრამ FeNO-ს მონაცემი 39-ია მილიარდზე (ppb) ან ნაკლებია.[56] NICE ასევე რეკომენდაციას უწევს PEF-ის მონაცემების დიაგრამის შედგენას 2-4 კვირის განმავლობაში, თუ საწყისი შეფასებისას დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა და პაციენტს აქვს: ობსტრუქციული სპირომეტრია და სასუნთქი გზების შეუქცევადი ობსტრუქცია (უარყოფითი BDR) და FeNO-ს მაჩვენებელი 25 ppb-დან 39 ppb-მდეა.[56]
PEF-ის მონაცემებს ასევე აქვს მნიშვნელოვანი როლი ასთმის კონტროლის მიმდინარე მონიტორინგში. იხ მონიტორინგის თავი დამატებითი დეტალებისთვის.
როგორ გამოვიყენოთ პიკ-ფლოუმეტრი პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის გასაზომად.
შედეგი
>20%-იანი ცვალებადობა
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის რენტგენზე
ტესტი
ნაჩვენებია პირველად გამოვლენისას სხვა პათოლოგიების გამოსარიცხად.
შეიძლება ასევე გამოვლინდეს ინფექციის ნიშნები გამოხატული გამწვავებისას, ან პნევმოთორაქსის შემთხვევაში. იხ. ასთმის გამწვავება მოზრდილებში.
შედეგი
ნორმალური, ან გამოხატული ანთების მაჩვენებელია
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
ნაჩვენებია პირველად გამოვლენისას, როდესაც ანამნეზის და გამოკვლევის მიხედვით გართულების გამოვწვევი ფაქტორებია სავარაუდო.
სისხლში ეოზინოფილების მომატებული მაჩვენებელი ჩვეულებრივ ასოცირდება უფრო მძიმე გამწვავებებთან და ასთმის ცუდ კონტროლთან.[60] იხ ასთმის მწვავე გამწვავება მოზრდილებში.
შედეგი
ნორმის ფარგლებში, ან მომატებული ეოზინიფილები და/ან ნეიტროფილია
ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობა (FeNO)
ტესტი
FeNO-ს გაზომვა შეიძლება გამოყენებულ იქნას ეოზინოფილური ანთების შესახებ მტკიცებულების მისაღებად.[55][56] FeNO ტესტირება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის პირველად ქსელში ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის (თუმცა ღონისძიებები ამის შესაცვლელად ხორციელდება). დადებითი ტესტი იძლევა დამხმარე, მაგრამ არა დამაჯერებელ მტკიცებულებას ასთმის დიაგნოზისთვის; ამიტომ უარყოფითი ტესტი არ გამორიცხავს დიაგნოზს.[55]
მოზრდილებთან, რომლებსაც კორტიკოსტეროიდები არ მიუღიათ, FeNO-ს მაჩვენებელი 40 მილიარდზე (ppb) ან მეტი ითვლება დადებითად.[55][56] ჯანდაცვის მეორეული რგოლის მონაცემებით FeNO ტესტის დადებითი შედეგის მქონე მოზრდილი პაციენტების ყოველი ხუთიდან ერთს არ აქვს ასთმა (ცრუ დადებითი შედეგია), და პირიქით FeNO ტესტის უარყოფითი შედეგის მქონე ხუთიდან ერთ პაციენტს აქვს ასთმა (ცრუ უარყოფითი შედეგია).[55]
გაითვალისწინეთ, რომ FeNO-ს მაჩვენებლები: მომატებულია ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ალერგენის ექსპოზიციას განიცდიან, მაშინაც როცა არანაირი რესპირატორული სიმპტომები არ აქვთ; მომატებულია რინოვირუსული ინფექციის გამო ჯანმრთელ ადამიანებთან, მაგრამ ეს ეფექტი ასთმის მქონე პირებთან არ ვლინდება; უფრო მაღალია მამაკაცებში და მაღალ ადამიანებში.[55][66][67][68] FeNO-ს მაჩვენებლები ბავშვებში უფრო დაბალია, მცირდება (მწვავედ და კუმულაციურად) მწეველებში, მცირდება საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდებით და იზრდება ნიტრატიანი საკვების მიღებისას.[55][56][66][67][68]
ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოების/შოტლანდიის უნივერსიტეტთაშორისი გაიდლაინების ქსელის (BTS/SIGN) და ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) გაიდლაინები განსხვავდება რეკომენდაციებში FeNO ტესტის როლის შესახებ ასთმის დიაგნოსტიკაში. BTS/SIGN რეკომენდაციას უწევს FeNO ტესტირებას, სადაც ხელმისაწვდომია, როგორც ვარიანტს, მოზრდილებში ასთმის საშუალო ალბათობით და ნორმალური სპირომეტრიის შედეგებით. ამ შემთხვევაში, დადებითი FeNO ტესტი ზრდის ასთმის ალბათობას.[55] ამის საპირისპიროდ, NICE რეკომენდაციას უწევს FeNO-ს, როგორც პირველი არჩევის გამოკვლევას (სპირომეტრიასთან ერთად) ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის, ვისთანაც განიხილება ასთმის დიაგნოზი.[56]
საერთაშორისო გაიდლაინების რეკომენდაციები განსხვავებულია. ამერიკის თორაკალური საზოგადოება (ATS) რეკომენდაციას უწევს FeNO-ს, როგორც დამხმარე ტესტს ასთმის დიაგნოსტიკისთვის და აცხადებს, რომ ის უნდა ჩატარდეს, თუ აღჭურვილობა ხელმისაწვდომია.[69] ევროპის რესპირატორული საზოგადოება (ERS) თანხმდება, რომ ასთმის დიაგნოსტიკისთვის FeNO შეიძლება გამოყენებულ იქნას სტანდარტულ ტესტებზე დამატებით.[70] თუმცა ასთმის გლობალური ინიციატივა (GINA) არ გირჩევთ FeNO-ს, როგორც ტესტს ასთმის დიაგნოზის დასასმელად ან გამოსარიცხად. GINA-ს ამ რეკომენდაციის საფუძვლად ასთმის მქონე და არმქონე პირებს შორის FeNO-ს მონაცემების ურთიერთგადაფარვა მოჰყავს. GINA-ს მტკიცებით FeNO-ს მთავარი როლი მძიმე ასთმის მქონე პაციენტებში მკურნალობის ტაქტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა.[1]
FeNO-ს, ნახველის ეოზინოფილიაზე გამოკვლევასთან ერთად გამოყენებისას, მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკა აქვს.[55][69][71][72] თუმცა ნახველის ეოზინოფილიაზე კვლევა UK-ის ჯანდაცვის პირველად რგოლში სტანდარტული ტესტი არ არის.
კოკრეინის ორმა სისტემატურმა მიმოხილვამ, რომლებიც ეძღვნებოდა ასთმის თერაპიის კავშირს ან ნახველში ეოზინოფილების ან FeNO დონესთან, აჩვენა ნაკლები გამწვავებების რაოდენობა თითოეულ ჯგუფში, მაგრამ არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება ყველა სხვა გამოსავალებში ცხოვრების ხარისხის, FeNO დონეების ან ინჰალირებულ კორტიკოსტეროიდების დოზების ჩათვლით.[73][74]
შედეგი
მომატებულია: ≥40 ppb მოზრდილებთან, რომლებსაც კორტიკოსტეროიდები არ მიუღიათ
ბრონქოპროვოკაციული ტესტები
ტესტი
ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოების/შოტლანდიის უნივერსიტეტთაშორისი გაიდლაინების ქსელის (BTS/SIGN) რეკომენდციით განხილულ უნდა იქნას პაციენტის გადამისამართება პირდაპირ პროვოკაციულ ტესტებზე, თუ საწყის შეფასებაზე ჰაერის ნაკადის ობსტრუქციის შესახებ მტკიცებულება არ არის და სხვა ობიექტური ტესტები დაუზუსტებელია, მაგრამ ასთმის საშუალო ალბათობა რჩება.[55] პროვოკაციული ტესტები პირდაპირ და არაპირდაპირ ტესტებად იყოფა.
პირდაპირი პროვოკაციული ტესტები სასუნთქი გზების მხრიდან რეაგირების გაზომვის ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდია. მათი საშუალებით პასუხი იზომება მოცემულ დროში FEV1-ის ცვლილებით ბრონქოკონსტრიქტორის (ჰისტამინის ან მეთაქოლინის) მაღალი კონცენტრაციის შესუნთქვის შემდეგ.[55] ბრონქოკონსტრიქტორის 8 მგ/მლ ან ნაკლები პროვოკაციული კონცენტრაცია (PC20) დადებითად ითვლება.[55][56]
ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას უწევს პირდაპირ ბრონქოპროვოკაციულ ტესტს, თუ არსებობს დიაგნოსტიკური გაურკვევლობა ნორმალური სპირომეტრიის შემდეგ და ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობა (FeNO) 40-ია მილიარდზე (ppb) ან მეტი და პიკური ექსპირაციული ნაკადის (PEF) მაჩვენებლების ცვალებადობა არ არის, ან FeNO-ს მაჩვენებელია 39 ppb ან ნაკლები, PEF მაჩვენებლების ცვალებადობით.[56] NICE რეკომენდაციას აძლევს პირდაპირ პროვოკაციულ ტესტს ჰისტამინით ან მეთაქოლინით პირებთან ყველა შემდეგით: ობსტრუქციული სპირომეტრია ბრონქოდილატატორის შექცევადობის გარეშე; FeNO-ს მაჩვენებელი 25 ppb-დან 39 ppb-მდე; PEF მაჩვენებლებში ცვლილება არ არის (20%-ზე ნაკლები ცვლილება 2-4 კვირის განმავლობაში).[56] NICE-ი არაპირდაპირ პროვოკაციულ ტესტებს, როგორც დიაგნოსტიკურ ტესტებს რეკომენდაციას არ უწევს.[56]
შედეგი
დადებითი
ტესტი ალერგენზე
ტესტი
მიუხედავად იმისა, რომ რუტინულ დიაგნოსტიკურ ტესტებად რეკომენდებული არ არის, BTS/SIGN რეკომენდაციას უწევს კანის ჩხვლეტით ტესტებს, სისხლში ეოზინოფილების რაოდენობას 4% ან მეტი, ან მომატებულ ალერგენ-სპეციფიკურ იმუნოგლობულინს E (IgE) ანამნეზში ატოპიური სტატუსის დასადასტურებლად.[55] ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) რუტინულ სადიაგნოსტიკო ტესტებად რეკომენდაციას არ უწევს, მაგრამ გვთავაზობს კანის ჩხვლეტით ტესტებს აეროალერგენებზე ან სპეციფიკურ IgE ტესტებს ასთმის ოფიციალური დიაგნოზის შემდეგ გამომწვევის დასადგენად.[56]
კლინიკურ პრაქტიკაში ალერგიის დასადასტურებლად პაციენტებთან, ვისთანაც ანამნეზის მიხედვით ალერგიულ გამომწვევთან შეხება სავარაუდოა, ალერგენზე მგრძნობელობის სპეციფიური სკრინინგი უნდა იყოს გათვალისწინებული.
თუ ეჭვი გაქვთ პროფესიულ გამომწვევზე, იხილეთ პროფესიული ასთმა.
შედეგი
დადებითია ალერგენზე
ახალი ტესტები
ეოზინოფილია ნახველში
ტესტი
მატულობს T-ჰელფერი ტიპი-2 ანთების დროს.
გამოხატავს სასუნთქი გზების ანთების დონეს და რეაქციას ჩასუნთქული კორტიკოსტეროიდებისადმი.
შეზღუდულია პაციენტის შესაძლებლობა გამოყოს ნახველი ინდუქციის/სტიმულაციის შემდეგ.
ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობის (FeNO) და ნახველის ეოზინოფილიის ტესტთან კომბინაციაში მაღალი სპეციფიურობა და სენსიტიურობა ახასიათებს.[55][69][71][72]
ამჟამად დიდ ბრიტანეთის პირველადი ჯანდაცვის ქსელში სტანდარტულ ტესტად არ არის.
შედეგი
მომატებული
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას