მიდგომა

ასთმის დიაგნოსტიკა დებატების საგანი იყო დიდი ბრიტანეთის გაიდლაინზე მომუშავე ავტორიტეტებს შორის. რეკომენდაციები ამ თემაში ძირითადად ეფუძნება ბრიტანეთის თორაკალური საზოგადოების/შოტლანდიის უნივერსიტეტთაშორისი გაიდლაინების ქსელის (BTS/SIGN) გაიდლაინს, რომელიც ბოლოს განახლდა 2019 წლის ივლისში, თუმცა ასევე მოცემულია ძირითადი განსხვავებები ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) გაიდლაინიდან. მიჰყევით თქვენს რეგიონში რეკომენდებულ მიდგომას.

ასთმის დიაგნოზი კლინიკურია.[1] ასთმის დიაგნოზი ისმება ტიპიური სიმპტომების საფუძველზე ობიექტურ ტესტებთან ერთად, რომლებიც ადასტურებენ ჰაერის ნაკადის ცვლად ობსტრუქციას და/ან სასუნთქი გზების ანთებას.[55][56]

გამწვავებების დიაგნოსტიკის სპეციფიკური ინფორმაციისთვის იხ ასთმის მწვავე გამწვავება მოზრდილებში.

ასთმის დიაგნოზის პრაქტიკული მიდგომა მოზრდილებში

BTS/SIGN რეკომენდაციას უწევს პაციენტის კატეგორიზაციას ასთმის განვითარების ალბათობის მიხედვით საწყისი სტრუქტურირებული კლინიკური შეფასებისას, რომელიც მიზნად ისახავს ტიპიური ნიშნებისა და სიმპტომების იდენტიფიცირებას და ანამნეზში გარკვევას.[55] შემდგომი გამოკვლევები და მდანიშნული მკურნალობა ალბათობის ამ საწყის შეფასებას ეფუძნება.

ქვემოთ მოცემული სქემა BTS/SIGN-ის მიერ რეკომენდებულ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომას ასახავს. ყოველი ნაბიჯის შესახებ დამატებითი დეტალები მოცემულია მომდევნო თავებში.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: დიაგნოსტიკური დიაგრამა; აღებულია BTS/SIGN-ის „ასთმის მართვის ბრიტანული გაიდლაინიდანბრიტანეთის თორაკალური საზოგადოება; შოტლანდიის უნივერსიტეტთაშორისი გაიდლაინების ქსელი. ბრიტანული გაიდლაინი ასთმის მართვის შესახებ​. პირველად გამოქვეყნდა 2003 წელს. შესწორებული გამოცემა გამოქვეყნდა 2019 წლის ივლისში; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4a865a6c

შედარებისთვის, NICE-ის მიერ რეკომენდებული დიაგნოსტიკური გზა შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ სქემაში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: 17 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში ასთმის ობიექტური ტესტები; აღებულია NICE-დან „ასთმა: დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და ქრონიკული ასთმის მართვაჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი. ალგორითმი C: ობიექტური ტესტები ასთმისთვის 17 წლის და მეტი ასაკის მოზრდილებში. 2017 [ინტერნეტ გამოცემა]; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1cac8235

განსხვავებები BTS/SIGN-იდან უფრო დეტალურად აღწერილია შემდეგ თავებში.

ასთმის გლობალური ინიციატივა (GINA) გვირჩევს, რომ ექსპირატორული ნაკადის პიკური მაჩვენებლის განსაზღვრა (PEF) შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სპირომეტრიის ალტერნატივა, სადაც სპირომეტრიის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ PEF ნაკლებად სანდოა, ვიდრე სპირომეტრია, მისი გამოყენება სასურველია იქ, სადაც დიაგნოზი სხვაგვარად მხოლოდ სიმპტომებზე იქნებოდა დამოკიდებული.[1]

სტრუქტურირებული კლინიკური შეფასება (BTS/SIGN)

თუ პაციენტს ასთმაზე სავარაუდო სიმპტომები აქვს, ჩაატარეთ სტრუქტურირებული კლინიკური შეფასება იმის დასადგენად ასთმის ალბათობა მაღალია, საშუალო თუ დაბალი.[55] სტრუქტურირებული კლინიკური შეფასება ეფუძნება ანამნეზს, გამოკვლევებს და პაციენტის ჩანაწერების ერთობლიობას.[55]

  • გაითვალისწინეთ განსხვავება BTS/SIGN და NICE რეკომენდაციებს შორის; NICE ასევე რეკომენდაციას უწევს სტრუქტურირებულ კლინიკურ შეფასებას, მაგრამ არ მიუთითებს ასთმის ალბათობაზე თავის გაიდლაინში. NICE-ის თანახმად, ასთმის მქონე ნებისმიერმა პირმა დიაგნოზის დადგენამდე ობიექტური ტესტების სერია უნდა გაიაროს.[56]

BTS/SIGN რეკომენდაციას უწევს ასთმის საწყისი ალბათობის დაფუძნებას შემდეგ ტიპურ კლინიკურ მახასიათებლებზე:[55]

  • ანამნეზში სიმპტომების მორეციდივე ეპიზოდები (შეტევები), იდეალურ შემთხვევაში დადასტურებული სიმპტომურ და ასიმპტომურ პერიოდებს შორის PEF-ის განსხვავებებული მაჩვენებლებით

  • ნებისმიერი ორი ან მეტი შემდეგი სიმპტომი, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება: ხიხინი; ხველა; სუნთქვის გაძნელება; გულმკერდის შებოჭილობა

  • მსტვინავი სუნთქვის ხმა, რომელიც მოისმინა ჯანდაცვის სპეციალისტმა

  • სხვა ატოპიური მდგომარეობის პირადი/ოჯახური ანამნეზი (კერძოდ, ატოპიური ეგზემა/დერმატიტი, ალერგიული რინიტი) ან ასთმის ოჯახური ანამნეზი

  • არ არსებობს სიმპტომები/ნიშნები, რომლებიც ალტერნატიულ დიაგნოზზე მიანიშნებენ.

თუ პაციენტს აქვს ყველა ეს ტიპიური კლინიკური მახასიათებელი, ჩათვალეთ რომ მასთან ასთმის ალბათობა მაღალია.[55]

  • იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტთან ასთმის ალბათობა მაღალია, საცდელი მკურნალობა პრაგმატული შემდეგი ნაბიჯია, განსაკუთრებით სიმპტომურ პაციენტებში. იხ მართვა დამატებითი დეტალებისთვის.

  • ასთმის დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს, თუ პაციენტს აქვს კარგი პასუხი მკურნალობაზე (როგორც სიმპტომების გაუმჯობესება, ასევე ფილტვის ფუნქციის ობიექტური გაუმჯობესება).

თუ პაციენტს აქვს ასთმის არა ყველა, არამედ ზოგიერთი ტიპიური ნიშანი, ან აქვს ცუდი პასუხი საწყის მკურნალობაზე, შეაფასეთ როგორც ასთმის საშუალო ალბათობა.[55]

  • თუ პაციენტი მძიმედ არ არის მკურნალობის დაწყებამდე (ან მიმდინარეობისას, თუ პაციენტს საწყის მკურნალობაზე ცუდი პასუხი ჰქონდა) დიაგნოსტიკისთვის საჭიროა დამატებითი გამოკვლევები.

  • გამოიყენეთ სპირომეტრია, ბრონქოდილატატორის შექცევადობის (BDR) ტესტით, როგორც შემდეგი ნაბიჯი ასთმის საშუალო ალბათობის გამოსაკვლევად.[55] იხ გამოკვლევები.

თუ პაციენტს არ აქვს ასთმის არც ერთი ტიპიური ნიშანი, ან აღენიშნება ალტერნატიული დიაგნოზის დამახასიათებელი ნიშნები, ასთმის ალბათობა დაბალია.[55]

  • გაითვალისწინეთ, რომ ცოტაა ისეთი პაციენტი, ვისაც აქვს ასთმა, ატიპური გამოვლენის მიუხედავად.

  • მართეთ დაბალი ალბათობის მქონე პაციენტები ყველაზე სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზის მიხედვით. იხ დიფერენციაცია.

ანამნეზი და გასინჯვა (BTS/SIGN და NICE)

გაითვალისწინეთ, რომ ანამნეზის შეკრების და გასინჯვით მიღებული მონაცემების თვალსაზრისით BTS/SIGN-ისა და NICE-ის რეკომენდაციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.

გულდასმით შეკრიბეთ თანმიმდევრული ანამნეზი.[1][55][56] კონკრეტულად შეამოწმეთ შემდეგი:[55][56]

  • ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტს მოიცავს: ხიხინი (ისმის აუსკულტაციისას), სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის შებოჭილობა და ხველა.[1]

    • სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება განმეორებით ეპიზოდების (შეტევების) დროს, ისე რომ ეპიზოდებს შორის არის პერიოდი სიმპტომების გარეშე (ან მინიმალური სიმპტომებით).[1][55]

    • ტიპიურია როდესაც არსებობს მტკიცებულება დღის განმავლობაში სიმპტომების ცვალებადობის შესახებ (გაუარესება ღამით ან დილით ადრე).[1][55] უფრო მძიმე ასთმის მქონე ადამიანებს აქვთ ღამის სიმპტომები, რის გამოც ისინი იღვიძებენ.

    • სერიოზული გამწვავებისას პაციენტები ქოშინებენ, და შეიძლება, სუნთქვისას დამატებითი კუნთების გამოყენებაც დასჭირდეთ. იხ. ასთმის გამწვავება მოზრდილებში.

  • გამომწვევები

    • იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომელთა გამოც ასთმური მდგომარეობა უარესდება: მაგალითად, შეტევის ეპიზოდები შეიძლება გამწვავდეს ისეთი გამაღიზიანებლის ზემოქმედებით, როგორიცაა თამბაქოს კვამლი ან ისეთი ქიმიკატის ანაორთქლი როგორიც მათეთრებელია.[1] სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით (განსაკუთრებით ვირუსული ინფექციით), ცივ ჰაერთან ექსპოზიციით ან ისეთი ძლიერი რეაქციებით, როგორიც ძლიერი სიცილია.[1]​ ემოციები, როგორიცაა სტრესი/შფოთვა, შეიძლება ასოცირებული იყოს ასთმის სიმპტომების გამწვავებასთან, თუმცა ეს უფრო ხშირად ასთმის მქონე პირებთან სუნთქვის დარღვევის (დისფუნქციური სუნთქვის) მიზეზია.

    • ატოპიის მქონე პაციენტებში შეტევები შეიძლება მოხდეს სეზონურად ან ალერგენების ზემოქმედების დროს.

    • ფიზიკურმა დატვირთვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები.[1]

    • სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით ან ბეტა-ბლოკერებით.[1]

  • ასთმის ოჯახური ანამნეზი ან სხვა ატოპიური მდგომარეობის პირადი/ოჯახური ანამნეზი[1]

    • მშობლებში ასთმის არსებობა პაციენტისთვის ასთმის ადრეულად განვითარების უმთავრესი რისკ ფაქტორია.[1][2]

    • სხვა ატოპიური მდგომარეობებია: ატოპიური ეგზემა/დერმატიტი, ალერგიული რინიტი.[1]

პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებმა შეიძლება მოგვაწოდოს ღირებული დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პროფესიონალურად დადასტურებული ხიხინის წინა ეპიზოდები და წარსულში ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლები ან მკურნალობაზე პასუხი.

ხიხინი დაადასტურეთ აუსკულტაციით.[1][55][56] განასხვავეთ ხიხინი (მკერდიდან მომავალი უწყვეტი, მაღალხმიანი მუსიკალური ხმა) სხვა რესპირატორული ხმიანობისგან, მაგ. სტრიდორისა და ხრიალით სუნთქვისგან.[55]

  • უფრო მძიმე ასთმის დროს მსტვინავი ხიხინი სტეტოსკოპის გარეშეც მოისმინება.

  • პოლიფონიური მსტვინავი სუნთქვა/ხიხინი ამოსუნთქვისას დამახასიათებელია ასთმისთვის.

  • ხიხინის არარსებობა არ გამორიცხავს ასთმას.[55][56]

დაათვალიერეთ ცხვირის არხები; ამით შეიძლება გამოვლინდეს ცხვირის პოილიპოზი ან ცხვირის დახშობა, გაჭედვა.[1]

გაითვალისწინეთ, რომ ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში კვლევის შედეგები შეიძლება ნორმალური იყოს.

  • თუ განმეორებითი კვლევის შედეგები ნორმაში რჩება მაშინ როცა პაციენტი სიმპტომატურია, ეს ამცირებს ასთმის ალბათობას.[55]


ექსპირაციული მსტვინავი სუნთქვა
ექსპირაციული მსტვინავი სუნთქვა

აუსკულტაციური მონაცემები: ხიხინი ამოსუნთქვისას



პოლიფონიური მსტვინავი სუნთქვა
პოლიფონიური მსტვინავი სუნთქვა

აუსკულტაციური მონაცემები: პოლიფონიური ხიხინი


გამოკვლევები: ძირითადი პრინციპები (BTS/SIGN-ის და NICE-ის შედარება)

ძირითადი სფერო, სადაც BTS/SIGN რეკომენდაციები განსხვავდება NICE-ის რეკომენდაციებისგან, ასთმის დიაგნოსტიკაში გამოკვლევების როლს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ BTS/SIGN აღიარებს, რომ ობიექტური ტესტები გავლენას ახდენს ასთმის ალბათობაზე, ისინი გვირჩევენ, რომ მხოლოდ ტესტები არ გამოვიყენოთ დიაგნოზის დასადასტურებლად და რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს სპირომეტრიის ან ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობის (FeNO) ტესტირების გარეშე.[55] იხილეთ დიაგნოსტიკური დიაგრამა ზემოთ. ამის საპირისპიროდ, NICE რეკომენდაციას უწევს FeNO ტესტის ჩატარებას, რასაც მოჰყვება სპირომეტრია ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის, ვისთანაც ტიპიური სიმპტომების გამოვლენის საფუძველზე ასთმის დიაგნოზი განიხილება.[56]

BTS/SIGN გაიდლაინი ხაზს უსვამს იმ დიაგნოსტიკური ტესტების შედეგების შედარების მნიშვნელობას, რომლებიც ჩატარდა მაშინ, როდესაც პაციენტი ასიმპტომური იყო იმ ტესტებთან შედარებით, რომლებიც ჩატარდა, როდესაც პაციენტი სიმპტომური იყო. გამოიყენეთ ის დროის პერიოდში ცვალებადობის გამოსავლენად.[55]

  • ორივე BTS/SIGN და NICE გაიდლაინები თანხმდებიან, რომ არ არსებობს არც ერთი სიმპტომი, ნიშანი ან ტესტი, რომელსაც შეუძლია კატეგორიულად განსაზღვროს ასთმა მოზრდილებში.

  • თუმცა, NICE არ შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციას შედეგების შედარების შესახებ, როდესაც პაციენტი ასიმპტომურია და როდესაც პაციენტი სიმპტომურია, რათა გამოავლინოს სიმპტომების ცვალებადობა დროის პერიოდში, გარდა PEF დიაგრამების რეკომენდაციისა ზოგიერთ პაციენტთან.[56]

  • ობიექტური ტესტების ჩატარებამ იმ დროს, როდესაც პაციენტი ასიმპტომურია, შეიძლება ცრუ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ერთჯერადად ფილტვის ფუნქციური ნორმალური მაჩვენებლის მიღება ასთმას არ გამორიცხავს (ასთმით დაავადებულთა ნახევარზე მეტს შეიძლება ნორმალური სპირომეტრია ჰქონდეს).[57][58][59]

პაციენტებისთვის, ვისთანაც ასთმა პირველად გახდა სავარაუდო, კარგი პრაქტიკაა საწყისად სტანდარტული ტესტები ჩატარდეს, რათა სხვა პათოლოგიები გამოირიცხოს, მათ შორის:

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია

  • სისხლის საერთო ანალიზი

    • სისხლში ეოზინოფილების მომატებული მაჩვენებელი ჩვეულებრივ ასოცირდება უფრო მძიმე გამწვავებებთან და ასთმის ცუდ კონტროლთან.[60]

სპირომეტრია და შექცევადობა ბრონქოდილატატორის ფონზე (BTS/SIGN და NICE)

სპირომეტრია პირველი არჩევის გამოკვლევაა ჰაერგამტარი გზების ობსტრუქციისა და შექცევადობის იდენტიფიცირებისთვის.[55][56] დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივი კლინიკური პრაქტიკაა სპირომეტრიის ჩატარება ყველა პაციენტთან, ვისთანაც ასთმა სავარაუდოა.

  • ეს შესაბამისობაშია NICE-ის გაიდლაინებთან, რომელთა მიხედვითაც ასთმის დიაგნოსტიკისთვის მხოლოდ სიმპტომებს არ უნდა დაეყრდნოთ და ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ობიექტური ტესტი, თუ სტრუქტურირებული კლინიკური შეფასების შემდეგ ასთმაზე გაგიჩნდათ ეჭვი.[56] NICE რეკომენდაციას უწევს FeNO-ს და მის შემდეგ სპირომეტრიას, როგორც აუცილებელ ტესტებს ასთმის სიმპტომების მქონე ნებისმიერი მოზრდილისთვის.[56] BDR ტესტირება რეკომენდებულია NICE-ის მიერ, თუ სპირომეტრია აჩვენებს ობსტრუქციას. NICE-ის მიხედვით 2-დან 4 კვირამდე პერიოდში შეიძლება საჭირო გახდეს PEF მონიტორინგი, თუ FeNO-ს და სპირომეტრიის შემდეგ დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა.[56]

  • თუმცა, გახსოვდეთ, რომ BTS/SIGN-ის რეკომენდაციით პირებთან, ვისთანაც ასთმის ალბათობა მაღალია (კოდი მინიჭებული აქვთ როგორც "საეჭვო ასთმა"), მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ობიექტური მონიტორინგით (მაგ., PEF-ით, ვალიდური კითხვარებით და/ან სპირომეტრიით) და ასთმის დიაგნოზი შემდგომში დადასტურდეს სპირომეტრიის ან FeNO-ს აუცილებლობის გარეშე.[55] BTS/SIGN გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს სპირომეტრიას ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისთანაც ასთმის საშუალო ალბათობაა, და BDR ტესტს თუ სასუნთქი გზების ობსტრუქცია დადასტურებულია.[55]

  • გაეცანით თქვენს ადგილობრივ გაიდლაინს სპირომეტრიის ჩვენებების შესახებ პაციენტებისთვის ვისთანაც ასთმა სავარაუდოა.

ფორსირებული ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობა 1 წმ-ში (FEV₁) და ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (FVC) შეიძლება გამოყენებული იყოს ჰაერის ნაკადის ლიმიტაციის გამოსავლენად.

  • FEV1/FVC თანაფარდობისთვის გამოიყენეთ ნორმის ქვედა ზღვარი (LLN), FEV1/FVC თანაფარდობის ფიქსირებული მაჩვენებლის 0,7-ის ნაცვლად; LLN მონაცემია, რომელიც სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება სპირომეტრების პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.[55]

  • ფიქსირებული თანაფარდობის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ობსტრუქციის ჰიპერდიაგნოსტიკა მოზრდილებში თანაფარდობის ასაკთან დაკავშირებული ცვალებადობის გამო.[55] 40 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებში 70%-ზე დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ნორმა იყოს და ზღვრულ მაჩვენებლად 70%-ის გამოყენებამ შეიძლება ობსტრუქცია გადაჭარბებულად შეაფასოს.[55]

  • NICE-იც ასევე რეკომენდაციას უწევს LLN-ის გამოყენებას დიაგნოსტიკისთვის, თუ ეს შესაძლებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, NICE გირჩევთ გამოიყენოთ ფიქსირებული FEV1/FVC თანაფარდობა 70%.[56]

გამოიყენეთ BDR ტესტი ჰაერის ნაკადის ობსტრუქციის შექცევადობის დემონსტრირებისთვის ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორზე საპასუხოდ.

  • BTS/SIGN და NICE თანხმდებიან, რომ მოზრდილებთან, ვისთანაც სპირომეტრიით ობსტრუქცია დაფიქსირდა, FEV1-ის გაუმჯობესება 12%-ით ან მეტით ბეტა აგონისტებზე საპასუხოდ (ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე), მოცულობის 200 მლ ან მეტით მატებასთან ერთად, განიხილება როგორც დადებითი შექცევადობის ტესტი.[55][56]

  • BTS/SIGN ასევე გირჩევთ, რომ FEV1-ის 400 მლ-ზე მეტად გაუმჯობესება დამაჯერებლად მიუთითებს ასთმაზე.[55]

გაითვალისწინეთ, რომ ნორმალური სპირომეტრია უსიმპტომო პაციენტთან ასთმის დიაგნოზს არ გამორიცხავს.[55] სპირომეტრიის, როგორც ასთმის დიაგნოსტიკური ტესტის ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი მინიმუმ 50%-ია.[56][57]

ფილტვის ფუნქციური მაჩვნებლების ცვალებადობა (BTS/SIGN და NICE)

ასთმის დიაგნოზის დადასტურება დროის მოკლე პერიოდში ჰაერის ნაკადის ცვალებადობის გამოვლენას ეყრდნობა.[55]

ჩაინიშნეთ PEF -ის, როგორც სამი ჩაბერვის საუკეთესო ფორსირებული ამოსუნთქვის მონაცემი ფილტვის მთლიანი ტევადობიდან, ჩაბერვამდე მაქსიმალური 2 წამიანი პაუზით.[55]

  • პაციენტი შეიძლება იყოს როგორც მდგომარე, ასევე მჯდომარე პოზიციაში.

  • ჩაინიშნეთ შემდგომი ჩაბერვის მონაცემები, თუ ორი, ყველაზე დიდი PEF არ არის 40 ლ/წუთში.

BTS/SIGN-ი რეკომენდაციას უწევს PEF-ის განმეორებით გამოყენებას, რათა ჰაერის ნაკადის ცვალებადი მონაცემები მრავალჯერადად შესაფასდეს 2-დან 4 კვირამდე პერიოდში.[55]

  • გაზრდილი ცვალებადობის გამოვლენა შესაძლებელია მონაცემების დღეში ორჯერ წაკითხვით.[55]

  • გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა უფრო ხშირი წაკითხვა უკეთეს შეფასებას მოგვცემს, პაციენტის მხრიდან ამისთვის საჭიროა უფრო კარგი დამყოლობა. სადაც ხელმისაწვდომია, ელექტრონულ და ამობეჭდილ მონაცემებზე კვლევის დროის და თარიღის დატანა გააუმჯობესებს დამყოლობას და სიზუსტეს, თუ PEF-ის მონაცემები ქაღალდზე დიაგრამის სახით არის მოცემული.[55]

  • PEF-ის ცვალებადობა ჩვეულებრივ გამოითვლება, როგორც სხვაობა PEF-ის ყველაზე მაღალ და დაბალ მონაცემებს შორის, გამოხატული PEF-ის საშუალო მაჩვენებლის პროცენტით.[61][62][63] თუმცა, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში სამი ან მეტი დღე მნიშვნელოვანი ცვალებადობით უფრო მგრძნობიარე და სპეციფიურია, ვიდრე საშუალო განსხვავების გამოთვლა.[64]

  • იდეალურ შემთხვევაში, დაადასტურეთ ცვალებადობა PEF-ის მონაცემთა შედარებით როცა პაციენტი სიმპტომურია (მაგ., ასთმის შეტევის დროს) და როცა ასიმპტომურია (მაგ., ასთმის შეტევის მოხსნის შემდეგ).[55]

20%-ზე მეტი ცვალებადობის მაჩვენებელი განიხილეთ, როგორც დადებითი ტესტი.[55][56]

  • ცვალებადობის ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარი დაახლოებით 20%-ია PEF-ის დღეში 4-ჯერ ან მეტად გამოყენების პირობებში.[61][62]

NICE-ი PEF დიაგრამის შედგენას 2-დან 4 კვირამდე პერიოდში რეკომენდაციას უწევს შემდეგ შემთხვევებში:[56]

  • დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა საწყისი შეფასების და FeNO ტესტის შემდეგ და პაციენტს აქვს შემდეგიდან რომელიმე:

    • სპირომეტრია ნორმაშია ან

    • სპირომეტრიით ობსტრუქცია, სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქცია (დადებითი BDR), მაგრამ FeNO-ს მაჩვენებელი 39 მილიარდზე (ppb) ან ნაკლები.

  • საწყისი შეფასების შემდეგ დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა და პაციენტს აქვს:

    • სპირომეტრიით ობსტრუქცია და

    • სასუნთქი გზების შეუქცევადი ობსტრუქცია (უარყოფითი BDR) და

    • FeNO-ს მაჩვენებელი 25 ppb და 39 ppb შორის.

PEF-ის მონაცემებს ასევე აქვს მნიშვნელოვანი როლი ასთმის კონტროლის მიმდინარე მონიტორინგში. იხ მონიტორინგი დამატებითი დეტალებისთვის.


პიკური დინების გაზომვა- ანიმაციური გზამკვლევი
პიკური დინების გაზომვა- ანიმაციური გზამკვლევი

როგორ გამოვიყენოთ პიკ-ფლოუმეტრი პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის გასაზომად.



სპირომეტრიის ტექნიკა და ინტერპრეტაცია
სპირომეტრიის ტექნიკა და ინტერპრეტაცია

გაიდლაინი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სპირომეტრია და მოხდეს შედეგების ინტერპრეტაცია, მათ შორის ხშირად გამოვლენილი სირთულეები.


ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობა (BTS/SIGN-ის და NICE-ის შედარება)

ამოსუნთქული აზოტის მონოქსიდის ფრაქციული შემცველობის (FeNO) მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ეოზინოფილური ანთების მტკიცებულებად.[55][56] FeNO ტესტირება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის პირველად ქსელში ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის (თუმცა ღონისძიებები ამის შესაცვლელად ხორციელდება).

  • დადებითი ტესტი იძლევა დამხმარე, მაგრამ არა საბოლოო მტკიცებულებას ასთმის დიაგნოსტიკისთვის. უარყოფითი ტესტი არ გამორიცხავს დიაგნოზს.[55]

  • პირებთან, რომლებიც არ იღებენ კორტიკოსტეროიდებს, FeNO-ს მონცემი 40 ppb ან მეტი ითვლება დადებითად.[55][56] ჯანდაცვის მეორეული რგოლის მონაცემებით FeNO ტესტის დადებითი შედეგის მქონე მოზრდილი პაციენტების ყოველი ხუთიდან ერთს არ აქვს ასთმა (ცრუ დადებითი შედეგია), და პირიქით FeNO ტესტის უარყოფითი შედეგის მქონე ხუთიდან ერთ პაციენტს აქვს ასთმა (ცრუ უარყოფითი შედეგია).[55]

  • გაითვალისწინეთ, რომ FeNO-ს მონაცემები:[55][66][67][68]

    • მომატებულია ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებთან, რომლებსაც ექსპოზიცია აქვთ ალერგენთან, ყოველგვარი რესპირატორული სიმპტომების გარეშეც კი

    • მომატებულია რინოვირუსული ინფექციის მქონე ჯანმრთელ ადამიანებთან, მაგრამ ასთმის მქონე პირებთან ეს ეფექტი არათანმიმდევრულია

    • მაღალია მამაკაცებთან და ტანმაღალ პირებთან

    • დაბალია ბავშვებთან

    • შემცირებულია (მწვავედ და კუმულაციურად) მწეველებთან[56]

    • მცირდება საინჰალაციო ან ორალური კორტიკოსტეროიდებით[56]

    • მომატებულია დიეტური ნიტრატების მოხმარებისას

BTS/SIGN და NICE გაიდლაინების რეკომენდაციები ასთმის დიაგნოსტიკაში FeNO ტესტირების როლზე განსხვავებულია.

  • BTS/SIGN რეკომენდაციას უწევს FeNO ტესტირებას, სადაც ხელმისაწვდომია, როგორც ვარიანტს, მოზრდილებში ასთმის საშუალო ალბათობით და ნორმალური სპირომეტრიის შედეგებით. ამ შემთხვევაში, დადებითი FeNO ტესტი ზრდის ასთმის ალბათობას.[55]

  • ამის საპირისპიროდ, NICE რეკომენდაციას უწევს FeNO-ს, როგორც პირველი არჩევის გამოკვლევას (სპირომეტრიასთან ერთად) ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის, ვისთანაც განიხილება ასთმის დიაგნოზი.[56]

საერთაშორისო გაიდლაინების რეკომენდაციები განსხვავებულია:

  • ამერიკის თორაკალური საზოგადოება (ATS) რეკომენდაციას უწევს FeNO-ს, როგორც დამხმარე ტესტს ასთმის დიაგნოსტიკისთვის და აცხადებს, რომ ის უნდა ჩატარდეს, თუ აღჭურვილობა ხელმისაწვდომია.[69]

  • ევროპის რესპირატორული საზოგადოება (ERS) თანხმდება, რომ ასთმის დიაგნოსტიკისთვის FeNO შეიძლება გამოყენებულ იქნას სტანდარტულ ტესტებზე დამატებით.[70]

  • თუმცა ასთმის გლობალური ინიციატივა (GINA) არ გირჩევთ FeNO-ს, როგორც ტესტს ასთმის დიაგნოზის დასასმელად ან გამოსარიცხად. GINA-ს ამ რეკომენდაციის საფუძვლად ასთმის მქონე და არმქონე პირებს შორის FeNO-ს მონაცემების ურთიერთგადაფარვა მოჰყავს. GINA-ს მტკიცებით FeNO-ს მთავარი როლი მძიმე ასთმის მქონე პაციენტებში მკურნალობის ტაქტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა. GINA-ს მტკიცებით FeNO-ს მთავარი როლი მძიმე ასთმის მქონე პაციენტებში მკურნალობის ტაქტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა.[1]

FeNO-ს, ნახველის ეოზინოფილიაზე გამოკვლევასთან ერთად გამოყენებისას, მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკა აქვს.[55][69][71][72] თუმცა ნახველის ეოზინოფილიაზე კვლევა UK-ის ჯანდაცვის პირველად რგოლში სტანდარტული ტესტი არ არის. Cochrane-ის ორმა სისტემურმა მიმოხილვამ, რომლითაც განხილულ იქნა ასთმის თერაპიის შერჩევის შესაძლებლობა ნახველში ეოზინოფილების ან FeNO -ს მაჩვენებლების მიხედვით, აჩვენა ნაკლები გამწვავებები თითოეულ ჯგუფში, მაგრამ არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება ყველა სხვა გამოსავალის, მ.შ. ცხოვრების ხარისხის, FeNO მაჩვენებლის ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დოზირების თვალსაზრისით.[73][74]

სასუნთქი გზების ჰიპერ-რეაქტიულობის ზომები (BTS/SIGN-ის და NICE-ის შედარება)

პირდაპირი ბრონქოპროვოკაციული ტესტები სასუნთქი გზების რეაქტიულობის გაზომვის ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდებია. მათი საშუალებით პასუხი იზომება მოცემულ დროში FEV1-ის ცვლილებით ბრონქოკონსტრიქტორის (ჰისტამინის ან მეთაქოლინის) მაღალი კონცენტრაციის შესუნთქვის შემდეგ.[55] ბრონქოკონსტრიქტორის 8 მგ/მლ ან ნაკლები პროვოკაციული კონცენტრაცია (PC20) დადებითად ითვლება.[55][56]

BTS/SIGN-ის მიხედვით პაციენტის მიმართვა პირდაპირი გამოწვევის ტესტებზე განხილულ უნდა იქნას, თუ საწყისი შეფასებით ჰაერის ნაკადის ობსტრუქციის მტკიცებულება არ არსებობს და სხვა ობიექტური ტესტები არადამაჯერებელია, მაგრამ ასთმის საშუალო ალბათობა რჩება.[55]

  • გაიდლაინი ასევე ხაზს უსვამს არაპირდაპირი პროვოკაციული ტესტების პოტენციურ მნიშვნელობას, როგორიცაა ვარჯიში და მანიტოლის ინჰალაცია ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლების ცვალებადობის შესაფასებლად.[55] დადებითი პასუხი, მაგ., FEV1-ის დაცემა მეტად ვიდრე 15%, ასთმის სპეციფიკური მარკერია. არაპირდაპირი პროვოკაციული ტესტები ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე პირდაპირი, განსაკუთრებით პაციენტებთან, რომლებსაც ტესტი მკურნალობის ფონზე უტარდებათ.[55][75][76]

NICE რეკომენდაციას უწევს პირდაპირ ბრონქოპროვოკაციულ ტესტს თუ ნორმალური სპირომეტრიის შემდეგ დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა და ან:[56]

  • FeNO-ს მაჩვენებელია 40 ppb ან მეტი და აPEF მაჩვენებლებში ცვლილება არ არის ან

  • FeNO-ის დონე 39 ppb ან ნაკლებია PEF მაჩვენებლების ცვლილებით.

NICE-ი რეკომენდაციას უწევს გამოიყენოთ პირდაპირი პროვიკაციული ტესტი ჰისტამინით ან მეთაქოლინით ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ შემდეგი:[56]

  • სპირომეტრიით გამოვლენილი ობსტრუქცია BDR-ის გარეშე

  • FeNO-ს მაჩვენებელი 25 ppb-დან 39 ppb-მდე

  • PEF მაჩვენებლებში ცვლილება არ არის (20%-ზე ნაკლები ცვლილება 2-4 კვირის განმავლობაში).

NICE-ი არაპირდაპირ პროვოკაციულ ტესტებს, როგორც დიაგნოსტიკურ ტესტებს რეკომენდაციას არ უწევს.[56]

ატოპიური სტატუსი (BTS/SIGN და NICE)

მიუხედავად იმისა, რომ რუტინულ დიაგნოსტიკურ ტესტებად რეკომენდებული არ არის, BTS/SIGN რეკომენდაციას უწევს კანის ჩხვლეტით ტესტებს, სისხლში ეოზინოფილების რაოდენობას 4% ან მეტი, ან მომატებულ ალერგენ-სპეციფიკურ იმუნოგლობულინს E (IgE) ანამნეზში ატოპიური სტატუსის დასადასტურებლად.[55]

  • ამასთანავე NICE-ი რუტინულ სადიაგნოსტიკო ტესტებად რეკომენდაციას არ უწევს, მაგრამ გვთავაზობს კანის ჩხვლეტით ტესტებს აეროალერგენებზე ან სპეციფიკურ IgE ტესტებს ასთმის ოფიციალური დიაგნოზის შემდეგ გამომწვევის დასადგენად.[56]

კლინიკურ პრაქტიკაში ალერგიის დასადასტურებლად პაციენტებთან, ვისთანაც ანამნეზის მიხედვით ალერგიულ გამომწვევთან შეხება სავარაუდოა, ალერგენზე მგრძნობელობის სპეციფიური სკრინინგი უნდა იყოს გათვალისწინებული.

თუ ეჭვი გაქვთ პროფესიულ გამომწვევზე, იხილეთ პროფესიული ასთმა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას