მეორეული პრევენცია

ასთმის გამწვავების საუკეთესო პრევენცია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით (ICS) ხანგრძლივი მკურნალობაა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი თერაპიაა. ის თანხვედრაში უნდა იყოს ისეთი მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების მკურნალობასთან როგორიც ასთმის ცნობილი გამომწვევი ფაქტორების (მაგ., ალერგენების და სიგარეტის მოწევის) თავიდან აცილებაა და თანმხლები დაავადებების მკურნალობასთან, როგორიც სიმსუქნე და შფოთვაა.[104][155]​​ დამატებითი თერაპია (ყველაზე ხშირად ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორით) არა მხოლოდ აუმჯობესებს ასთმის კონტროლს, არამედ ამცირებს ასთმის გამწვავებებს.[156]

მოზრდილებთან, რომლებსაც პერსისტენტული ასთმა აქვთ, მაგრამ მიუხედავად ICS-ის ყოველდღიური გამოყენებისა ასთმის სუბოპტიმალური კონტროლი აქვთ, LTRA-ს დამატებამ შეიძლება ასთმის ზომიერი და მძიმე გამწვავებები შეამციროს და გააუმჯობესოს ფილტვების ფუნქცია და ასთმის კონტროლი, ცალკე აღებული მხოლოდ ICS-ის იმავე დოზის გამოყენებასთან შედარებით. თუმცა, ამჟამინდელი მონაცემები არ ადასტურებენ რომ LTRA-ები ის მედიკამენტებია, რომლებიც ICS-ის საჭიროებას ამცირებენ.[104]

თვითმართვის მიზნით პაციენტი უნდა წავახალისოთ ასთმის ინდივიდუალური გაწერილი სამოქმედო გეგმის გამოყენებისთვის.[1][55][56][145] Asthma and Lung UK: adult asthma action plan Opens in new window​ ასთმის მქონე პაციენტებს სამოქმედო გეგმა ეხმარება გააცნობიერონ, როდის უარესდება მათი მდგომარეობა და როგორ მოახდინონ სათანადო რეაგირება: მაგალითად, გაზარდონ დანიშნული შემამსუბუქებელი და მაკონტროლებელი მკურნალობა, დაიწყონ ორალური კორტიკოსტეროიდების მოკლე კურსი და განსაზღვრონ, როდის მიმართონ სამედიცინო დახმარებას.[55]

გაიდლაინები ასევე რეკომენდაციას უწევენ მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების და თანმხლები დაავადებების (მაგ., მოწევის, სიმსუქნის, შფოთვის) მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში რჩევების მიცემას არაფარმაკოლოგიური თერაპიებისა და სტრატეგიების შესახებ (მაგ. ფიზიკური აქტივობა, წონის დაკლება, გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება).[1][55][56]​ ისინი ასევე გვირჩევენ ხშირად შემოწმდეს ინჰალატორის ტექნიკა და დამყოლობა.[1][55][56]

ვაქცინაციის გრაფიკი ქვეყნების მიხედვით ცვალებადია; იხილეთ რეკომენდაციების ადგილობრივი სახელმძღვანელო. დამატებითი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ს ვაქცინაციის შესახებ და სპეციალური პაციენტების პოპულაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მათ შესაბამის ვაქცინაციის გრაფიკში. UKHSA: complete routine immunisation schedule Opens in new window CDC: ACIP recommendations Opens in new window​​​ გაერთიანებული სამეფოს სპეციფიური მოსაზრებები:

  • პნევმოკოკური პნევმონიის ვაქცინაცია რეკომენდებულია მძიმე მდგრადი ასთმის მქონე ადამიანებისთვის (მათ შორის, ვინც საჭიროებს ხშირ ჰოსპიტალიზაციას).[157][158]

  • გაერთიანებულ სამეფოში ასთმის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია. მიუხედავად წარსული შეშფოთებისა, რომ გრიპის ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები, დღევანდელი მტკიცებულებების მიხედვით ეს რისკი ძალიან დაბალია.[159] [ Cochrane Clinical Answers logo ] ​ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ იცავს ასთმის გამწვავებისგან.[159]

  • ცუდად კონტროლირებადი ასთმის მქონე ყველა პაციენტს უახლესი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს 2019 წლის კორონავირუსის დაავადების (COVID-19) ვაქცინაციის შესახებ.[160]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას