პროგნოზი

პაციენტების უმრავლესობა გადარჩება დროული მკურნალობით და უბრუნდება ჯანმრთელობის ნორმალურ საწყის მდგომარეობას მკურნალობაზე კლინიკური პასუხი, როგორც წესი, სწრაფია, 2-5 დღის განმავლობაში.[67]

პერსისტენტული სიმპტომები და სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება, რომელიც >28 დღეს გასტანს სავარაუდოდ გამოწვეულია ასაკითა და თანმხლები მდგომარეობებით, და არა პნევმონიით.[79] იმ პაციენტებშიმ რომელთაც წარსულში ლეგიონერების დაავადება ჰქონდათ, ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც სიმპტომები და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს.[80]

ლეგიონერების დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენს 8%-დან 12%-მდე ადამიანთა უმეტესობაში (თუ მათ ჩაუტარდათ შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია), მაგრამ ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს უფრო მაღალი ხანდაზმულებში ან ადამიანებში, რომლებსაც აქვთ უკვე არსებული ფონური დაავადება, არის თამბაქოს მწეველი, აქვთ ნოზოკომიური შემთხვევები ან აქვთ მათი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში შეფერხება.[4][81]​​​ ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი ევროპაში არის 9%, ხოლო აშშ-ში 7%..[6][7]​​​​ ისეთი გართულების გამო, როგორიცაა ფილტვის აბსცესი, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს პროგნოზს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას